უახლესი ამბები
- 17.04.2021 15:09“არა ნამოხვანჰესს!” - ლონდონში რიონის ხეობის მცველების მხარდამჭერი აქცია გაიმართა
- 17.04.2021 15:04მაჭავარიანის ქუჩის ქვემოთ განვითარებული მეწყრის ნაპრალი - თეა გოდოლაძე ახალ ფოტოს ავრცელებს
- 17.04.2021 14:41`დისკრიმინაცია დანაშაულია - არა ძალადობას` - რუსთაველის ეროვნული თეატრის წინ აქცია მიმდინარეობს
- 17.04.2021 14:34ვიღაცის „ოცნება“ სრულდება, ვიღაცის „ოცნება“ იწყება... და ასეა მე-9 წელია - დავით ჭიჭინაძე
- 17.04.2021 14:29პანსიონში, სადაც ბავშვებზე ძალადობენ, მეუფე სპირიდონმა ომბუდსმენის რწმუნებულები არ შეუშვა
- 17.04.2021 13:18მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და გრიგოლ გეგელია ბრიუსელში მიემგზავრებიან
- 17.04.2021 13:13შსს-მ „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო რეგულაციების დარღვევის 1 520 ფაქტი გამოავლინა
- 17.04.2021 13:07ქართველი ხალხი იმსახურებს კომპრომისს, რომელიც მთავრობისა და ოპოზიციის მიერ იქნება მიღწეული - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის ბიურო
- 17.04.2021 13:02მინდია გოგოჭურს ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- 17.04.2021 12:57საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხარდაჭერას კიდევ უფრო განსაკუთრებული დატვირთვა აქვს პანდემიის ფონზე შექმნილ რთულ გარემოებებში -კობა გვენეტაძე
არქივი
მოზაიკა


ამიერკავკასიაში საქართველო ყველაზე ნაკლებად დაექვემდებარა ტროიანელი-კრიპტოგრაფების თავდასხმას
2019 წლის მეორე კვარტალში, საქართველოს კომპიუტერების მომხმარებლების 0.37% თავს დაესხნენ მავნე ტროიანელი კრიპტოგრაფები, სომხეთში ამ მაჩვენებელმა შეადგინა 0.57%, ხოლო აზერბაიჯანში - 0.85%. ამის შესახებ იტყობინება კომპანია „კასპერსკის ლაბორატორიის“ წარმომადგენლობა საქართველოში.
2019 წლის პირველ კვარტალში, ქართველ მომხმარებელთა 0.27% ამგვარი საფრთხის წინაშე აღმოჩნდა, ხოლო სომხეთსა და აზერბაიჯანში, შესაბამისად, 0.65% და 0.81%. ეს დასტურდება კასპერსკის ლაბორატორიის მონაცემებით, რომლის თანახმად, მსოფლიოში 2019 წლის მეორე კვარტალში დაფიქსირდა ტროიან-კრიპტოგრაფების 16017 ახალი მოდიფიკაცია. შედარებისთვის, პირველ კვარტალში ნაპოვნი იქნა სამჯერ ნაკლები - 5,222 ახალი მოდიფიკაცია.
ასევე ამ კვარტალში მოხდა კრიპტოგრაფების მიერ გახმაურებული რამდენიმე ინფიცირების შემთხვევა ქალაქის ადმინისტრაციების კომპიუტერულ ქსელებში - გამოძალვის მიზნით. ბოლო წლების განმავლობაში ასეთი ინციდენტების მასობრივი ბუნება გვაიძულებს გავამახვილოთ ყურადღება კრიტიკულად მნიშვნელოვან კომპიუტერული სისტემების უსაფრთხოებაზე, რომლებზეც დამოკიდებულია არა მხოლოდ ცალკეული ორგანიზაციების, არამედ მთელი დასახლებული პუნქტების ფუნქციონირება.
პრაქტიკულად, თითქმის ყველა სახის დასნებოვანება ხდება ერთი სქემის მიხედვით. მომხმარებელი ან ორგანიზაციის ნებისმიერი თანამშრომელი იღებს წერილს მავნე პროგრამით. მიმღები, ვერ აღიქვამს საფრთხეს, უშვებს მავნე პროგრამას, რომელიც ბოროტად იყენებს ოპერაციული სისტემებში ან სხვა სოფტზე არსებულ დაუცველობას (ხშირად ეს არის კარგად ცნობილი დაუცველობა) და შიფრავს მონაცემებს. ხშირად ისინი (ისევ ჩვენთვის ცნობილი დაუცველობის გამო) ვრცელდებიან კომპანიის ლოკალური ქსელის სხვა კომპიუტერებზეც. მავნე ტროიან -კრიპტოგრაფებისაგან თავის დასაცავად ექსპერტები გვირჩევენ დროულად განვაახლოთ პროგრამული უზრუნველყოფა, პირველ რიგში გამოვიყენოთ ოპერაციული სისტემები, ყველა კომპიუტერზე ვიქონიოთ დამცავი გადაწყვეტილებები, რომლებსაც შეეძლებათ გაუმკლავდნენ როგორც ცნობილ, ისე ჯერ უცნობ ტროიან -კრიპტოგრაფებს. გარდა ამისა თანამშრომლებს ასევე უნდა ასწავლოთ კიბერდამნაშავეების მიერ გამოყენებული სოციალური ინჟინერიის ტექნიკის ამოცნობა და მათგან თავის დაცვის მეთოდები.
მიზანშეწონილია, რომ მომხმარებლებმა, რომლებიც კრიპტოგრაფიული პროგრამებით თავდასხმების მსხვერპლი გახდნენ, არ გადაიხადონ ფაილების გაშიფრვის გამოსასყიდი, რადგანაც ეს ფაილების წვდომის დაბრუნების გარანტია არ გახლავთ და უფრო უარესი, ის დაეხმარება თავდამსხმელებს მავნე პროგრამის შემდგომ გავრცელებაში. ასევე საჭიროა ინციდენტის შესახებ სამართალდამცავი ორგანოებისათვის მოხსენება, შეეცადეთ იპოვოთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ სახელდობრ რომელი პროგრამით დაესხნენ მოწყობილობას, ან დაუკავშირდით ექსპერტებს: შესაძლებელია უკვე არსებობს შესაძლებლობა, რომელიც ნებას იძლევა ფაილების გაშიფრვისა და უსაფრთხოების სპეციალისტები შესძლებენ თქვენს დახმარებას დოკუმენტებისადმი წვდომის აღდგენის საქმეში.

200-მდე ბენეფიციარი და ფსიქოთერაპიის 1200 საათი - Responsible.ge-სა და „კამარას“ თანამშრომლობის 1 წელი
12 აპრილი, 2021 , 16:58

ახალი CONTINENTAL GT SPEED - პრემიერა მალე გაიმართება
17 მარტი, 2021 , 17:00

BENTLEY წარმოგიდგენთ ახალ MULLINER VISUALISER , ექსკლუზიური კონფიგურაციების შესაქმნელად
5 მარტი, 2021 , 17:05

ბენტლი თბილისი გთავაზობთ დახვეწილი აქსესუარების ფართო არჩევანს
2 მარტი, 2021 , 10:39

ევროპაბეთსა და ნარდის სპორტულ ფედერაციას შორის თანამშრომლობა გრძელდება
9 თებერვალი, 2021 , 20:28

რამ შეიძლება გამოიწვიოს ვარიკოზი?
3 თებერვალი, 2021 , 19:09