უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

20 მარტი, 2020 17:20
font-size

ამირან გამყრელიძე ვაშაძის შეთავაზებაზე - მე მეგონა შემოგვთავაზებდა, რომ ტესტებს გვაჩუქებდა და ძალიან დიდ მადლობას გადავუხდიდი

მე მეგონა შემოგვთავაზებდა, რომ ტესტებს გვაჩუქებდა და ძალიან დიდ მადლობას გადავუხდიდი, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ გიორგი ვაშაძის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.

გიორგი ვაშაძემ მთავრობას შესთავაზა, რომ ტესტებთან დაკავშირებით შესაბამისი უწყებებს მომწოდებლებთან დააკავშირებდა.

ამირან გამყრელიძემ შემოთავაზებისთვისა და ინფორმაციისთვის გიორგის ვაშაძეს მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა, რომ ინფორმაცია ძალიან ბევრი აქვს და თუ მას შეუძლია პირადად დაეხმაროს და ტესტები ჰუმანიტარული წესით გადასცეს ქვეყანას, ამაზე მხოლოდ მადლობელი იქნება.

“მე გვარს არ დავასახელებ, რამდენიმე ადამიანმა შესწირა და გადმოგვცა ტესტიც და ასევე, სხვათა შორის, ფულადი სახსრებითაც დაეხმარა დაავადებათა კონტროლის ცენტრს. როდესაც ჩვენ მოვრჩებით და ეპიდემია ჩაქრება, ქვეყანაში ყველა მათგანს სათითაოდ გადავუხდით დიდ მადლობას. დაკავშირება ნამდვილად არ გვჭირდება იმიტომ, რომ ყოველდღიურად ჩემთან შემოდის საშუალოდ 10 კომპანიიდან მაინც შემოთავაზება, ტესტების მოწოდებასთან დაკავშირებით და ჩვენი ლუგარის ცენტრის პერსონალი აანალიზებს და უკვე გაანალიზებულია, გადაცემული აქვს სამინისტროს, რადგან სამინისტრო აპირებს ცენტრალიზებულად, მთელი რიგი ტესტების შეძენას. ასევე, პირდაპირი მოლაპარაკებები მიმდინარეობს ჩინეთთან, კორეასთან, რათა გარკვეული რაოდენობა და იცით, რომ გასულ კვირას ჩვენ ჩინეთმა ძალიან სერიოზული აპარატურა დონაციის სახით გვაჩუქა პისიარ ტექნოლოგიების და მომავალ კვირაში ათას ტესტს ამ დახვეწილი ტექნოლოგიებისას გადმოგვცემს. ეს მუშაობა სერიოზულად მიმდინარეობს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ზურაბ ჯაფარიძეზე მეტ ხმას „პოლის ჯოხიც“ რომ დავაყენოთ, ისიც აიღებს - სალომე სამადაშვილი

26 სექტემბერი, 2020 , 12:05

ზურაბ ჯაფარიძეზე მეტ ხმას „პოლის ჯოხიც“ რომ დავაყენოთ, ისიც აიღებს, – განუცხადა „რუსთავი 2“-ს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა. ამასთან, კითხვას – შესაძლ

ალიევის ხელისუფლებამ ივანიშვილის პარტიასთან სრული შეთანხმებით მიიტაცა დავით გარეჯი - შალვა ნათელაშვილი

25 სექტემბერი, 2020 , 18:24

“მოვუწოდებ ალიევის ხელისუფლებას, გონს მოეგოს. ნუ იფიქრებს, რომ ივანიშვილის მაფიოზური ბიზნესგამყიდველური რეჟიმია საქართველოსა და აზერბაიჯანის ურთიერთობათა მომავალი,” – ამის შესახებ განცხადება, „ლეი

ოპოზიციას ვურჩევდი, თავი დაანებოს ჭორაობას და უსაფუძვლო ბრალდებებს - რატი იონათამიშვილი

25 სექტემბერი, 2020 , 17:05

ოპოზიციას ვურჩევდი, რომ თავი დაანებოს ჭორაობას და უსაფუძვლო ბრალდებებს, თორემ ძალიან უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდება, - ასე ეხმიანება ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი ოპოზიციის ბრალდებებს ძ

ვნახე ქართველები, კარგად არიან, გამოსვლას ელოდებიან - ხვიჩა მღებრიშვილი

25 სექტემბერი, 2020 , 16:30

ვნახე ქართველები, კარგად არიან, გამოსვლას ელოდებიან, - ამის შესახებ ხვიჩა მღებრიშვილმა ცხინვალის ციხიდან გათავისუფლების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ცხინვალში პატიმრობაში ყოფნისას კარგად ექცეოდნენ. „არცევში მივდიო

სადაც დავითი დააკავეს, ახლა მეც აუცილებლად დამაკავებენ, არაფრის მეშინია, რაც უნდათ, ის უქნიათ - - მიხეილ რამიშვილი

25 სექტემბერი, 2020 , 15:10

სადაც დავითი დააკავეს, ახლა მეც აუცილებლად დამაკავებენ, – ამის შესახებ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა ჟურნალისტებს გავრელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განუცხადა, რომლის თანახმად, დავით ფუ

კიბერუსაფრთხოების მიმართულება გუშინ უფრო სუსტი იყო, დღეს უფრო ძლიერები ვართ, მაგრამ ხვალ უფრო ძლიერები გვინდა ვიყოთ - ვახტანგ გომელაური

25 სექტემბერი, 2020 , 12:30

საქართველოს კიბერუსაფრთხოების ფორუმის გახსნის შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. შინაგან საქმეთა მინისტრმა საქართველოს კიბერუსაფრთხო

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

პოლიტიკური პარასკევი ნატო ჩხეიძე