უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

2 მაისი, 2017 12:35
font-size

ამჟამად ჩვენ ვსწავლობთ მთლიანად კონსტიტუციის პროექტს და შემდეგ რეკომენდაციებსაც წარვადგენთ - სახალხო დამცველი

სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის განცხადებით, აპარატი კონსტიტუციას სწავლობს და მისი რეკომენდაციები მხოლოდ ადამიანთა უფლებების თავით არ შემოიფარგლება.

„ჩვენ გვქონდა რამდენიმე რეკომენდაცია, თუმცა მათი დიდი ნაწილი კომისიის მიერ გათვალისწინებული არ იყო. ამჟამად ჩვენ ვსწავლობთ მთლიანად კონსტიტუციის პროექტს, ვინაიდან სახალხო დამცველი მხოლოდ ადამიანის უფლებების თავის სამუშაო ჯგუფში იყო ჩართული და ჩვენი რეკომენდაციებიც ძირითადად ამ თავის გარშემო წარვადგინეთ, თუმცა ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას, რათა წარმოვადგინოთ რეკომენდაციები“, - განუცხადა ომბუდსმენმა ჟურნალისტებს.

ნანუაშვილმა ასევე ყურადღება გაამახვილა ახალი კონსტიტუციის ხარვეზებზე.

„ხარვეზები ძირითადად ეხება სპეციალურ უფლებებს. კერძოდ, სოციალური დაცვის მუხლი კონსტიტუციაში აღარ არსებობს, ისევე, როგორც შრომის უფლებების სამართლიანი გარანტიები უნდა არსებობდეს კონსტიტუციაში. ჩვენ ასევე ვსაუბრობთ იმაზე, რომ აუცილებელია დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნა და მისი კონსტიტუციაში ასახვა. რეკომენდაციები ასევე შეეხება სასამართლო სისტემასაც. იმედი მაქვს, რომ რეკომენდაციები საბოლოო ჯამში, გათვალისწინებული იქნება“, - განაცხადა სახალხო დამცველმა.

ანა მებურიშვილი

საკრებულოს თავმჯდომარისგან მივიღოეთ დაპირება, რომ ერეკლე კუხიანიძის საკითხზე გუნდში იმსჯელებენ -ალეკო ელისაშვილი

16 დეკემბერი, 2019 , 14:30

„სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის თქმით, საკრებულოს თავმჯდომარისგან მიიღო დაპირება, რომ საკრებულოს დეპუტატ ერეკლე კუხიანიძის საკითხზე გუნდში იმსჯელებენ. როგორც ალეკო ელისაშვილმა თბილისის საკრე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Spotlight 2019-ი გაიმართა

16 დეკემბერი, 2019 , 12:50

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წლის მთავარი მარკეტინგული მოვლენა Spotlight 2019 სასტუმრო “რედისონში” გაიმართა. ღონისძიების მთავარი თემა იყო “ერთიანობა” – სიტყვა, რომელიც სიმარტივის მიუხედავა

მეწარმე ქალებმა შემაჯამებელი შეხვედრა გამართე

16 დეკემბერი, 2019 , 12:50

საქართველოს ფერმერთა ასოციაცია და გაეროს ქალთა ორგანიზაცია პროექტის „ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის საქართველოში“ მონაწილე მეწარმე ქალების მხარდაჭერას აგრძელებენ. საქართველოს ფერმერთა

25 დღე № 520 დადგენილების ამოქმედებიდან - ჰოსპიტალური სექტორი პაციენტებს გეგმიურ ოპერაციების ჩატარებაზე უარს ეუბნება

16 დეკემბერი, 2019 , 10:35

ერთ თვეც არ გასულა მას შემდეგ რაც № 520-ე  დადგენილება ამოქმედდა და ეკატერინე ტიკარაძის მიერ გატარებულმა პირველივე რეფორმამ კლინიკებს და პაციენტებს უკვე მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა. ჰოსპიტალური სექტორი პაციენტებს

ენთროპიული ვითარებაა ქართულ სახელმწიფოში ანუ რაღაცა დალპა - პაატა ჩხეიძე

16 დეკემბერი, 2019 , 10:35

ენთროპიული ვითარებაა ქართულ სახელმწიფოში ანუ რაღაცა დალპა! ვზივარ და ვფიქრობ, - წერს სოციალურ ქსელში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი პაატა ჩხეიძე. „საქართველოს მოქალაქის ფიქრები. ენთროპიული ვითარებაა ქართუ

თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

16 დეკემბერი, 2019 , 10:10

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, თბილისის რამდენიმე უბანში დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. სამგორის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`