უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

30 აგვისტო, 2017 15:00
font-size

ამჟამად საქართველოში 189 საჯარო სკოლა ავარიულია - სახალხო დამცველი

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით 189 სკოლაა ავარიული, სასკოლო ინფრასტრუქტურის მხრივ კი ყველაზე მძიმე მდგომარეობაა სოფლებსა და მთიან რეგიონებში მდებარე სასწავლო დაწესებულებებში.

სახალხო დამცველის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების 2017 წლის სამოქმედო გეგმის ფარგლებში“ ხორციელდება სკოლების მშენებლობა, ასევე აღდგენა-სარეაბილიტაციო სამუშაოები, პროგრამა მცირე მასშტაბისა და ვერ მოიცავს ყველა პრობლემურ ადგილს. ომბუდსმენი იმედოვნებს, რომ სამუშაოები დროულად ჩატარდება და ხელს არ შეუშლის ახალი სასწავლო წლის დაწყებას.

„მედიანიუსი“ სახალხო დამცველის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„2017 წლის 16 აგვისტოს საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა საქართველოს მთავრობასა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურული მდგომარეობის გაუმჯობესებისა და მოსწავლეთა უსაფრთხოების დაცვისათვის საჭირო ღონისძიებათა გატარების მიზნით.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი 2016–2017 წლების განმავლობაში აქტიურად სწავლობდა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურულ მდგომარეობასა და ფიზიკური გარემოს განვითარების საკითხებს. აღნიშნულ თემებზე ყურადღება გამახვილებულია საქართველოს სახალხო დამცველის როგორც საპარლამენტო, ისე სპეციალურ ანგარიშებში, თუმცა მთელი რიგი მნიშვნელოვანი საკითხებისა კვლავ გადაუჭრელი რჩება.

შესწავლის შედეგად გამოიკვეთა, რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მნიშვნელოვანი ნაწილი ფუნქციონირებს ავარიულ და მოსწავლეთათვის საფრთხის შემცველ პირობებში. მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა მაღალმთიან რეგიონებსა და სოფლად მდებარე საჯარო სკოლებში. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, ამჟამინდელი მდგომარეობით, საქართველოს მასშტაბით, 189 საჯარო სკოლა ავარიულია. 2016 წელს ავარიულ მდგომარეობაში ფუნქციონირებდა 209 საჯარო სკოლა, მათგან 42 არ ექვემდებარებოდა აღდგენა–გამაგრებით სამუშაოებს. ამასთან, თითქმის ყველა საჯარო სკოლა საჭიროებს ცალკეულ სარემონტო–სარეაბილიტაციო სამუშაოს. ავარიულ და სარეაბილიტაციო საჯარო სკოლებში 42 394 მოსწავლე ირიცხება, მათ შორის არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მონაცემებიც. მოწოდებული ინფორმაციით, ავარიულ სკოლებში მოსწავლეთა უსაფრთხოების მიზნით ტარდება აუცილებელი ღონისძიებები, თუმცა, მსგავსი ღონისძიებები რიგ შემთხვევებში სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს მოსწავლეთა უსაფრთხოების ჯეროვან დაცვას.

მისასალმებელია, რომ 2015–2017 წლებში საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში ახალი საჯარო სკოლები შენდება, თუმცა, მათი რიცხვი მცირეა. მცირეა ასევე აღდგენა–სარეაბილიტაციო (გამაგრებითი) ღონისძიებები. კერძოდ, 2015–2017 წლებში (წინასწარი მონაცემებით) სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ინფრასტრუქტურის განვითარების 2015–2017 წლების გეგმების ფარგლებში დაიწყო 22 საჯარო სკოლის მშენებლობა და დასრულდა 8 საჯარო სკოლის მშენებლობა. დადებითად უნდა ჩაითვალოს, რომ „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების 2017 წლის სამოქმედო გეგმის ფარგლებში“ დაგეგმილია 35 საჯარო სკოლის გამაგრებითი სამუშაოები და 518 საჯარო სკოლის ნაწილობრივი რეაბილიტაცია, თუმცა აუცილებელია, რომ აღნიშნული პროცესი განხორციელდეს დროულად და ხელი არ შეეშალოს 2017 წლის საშემოდგომო სემესტრის დაწყებას.

გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციისა (CRC) და ამავე კონვენციის N1 ზოგადი კომენტარის თანახმად, ხელშემკვრელმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ ზოგადი განათლების თანაბარი ხელმისაწვდომობა და საგანმანათლებლო დაწესებულებების უსაფრთხო ფუნქციონირება. აღნიშნულის უზრუნველსაყოფად, სახელმწიფომ უნდა გაატაროს ყველა საჭირო ღონისძიება და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში უზრუნველყოს შესაბამისი სტანდარტების დაცვა.

საქართველოს სახალხო დამცველი მიუთითებს, რომ აუცილებელია, აქტიურად განხორციელდეს საჯარო სკოლებში მოსწავლეთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული ღონისძიებები, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდეს განათლების ხელმისაწვდომობასა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში უსაფრთხო ფიზიკური გარემოს უზრუნველყოფაზე. ასევე, უნდა გაუმჯობესდეს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურული მდგომარეობა და განახლდეს სასწავლო ინვენტარი, განსაკუთრებით, სოფლად და მაღალმთიან რეგიონებში. მნიშვნელოვანია, უფრო ინტენსიური გახდეს ახალი საჯარო სკოლების მშენებლობა“, - ნათქვამია განცხადებაში.

ანა მებურიშვილი

რატომ უნდა თქვას საპროკურორო საბჭომ უარი გენპროკურორობის კანდიდატად ირაკლი შოთაძის შერჩევაზე

17 იანვარი, 2020 , 15:38

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ საპროკურორო საბჭოსათვის ირაკლი შოთაძის კანდიდატურის წარდგენას ეხმაურება და მიაჩნია, რომ გენერალური პროკურორის კანდიდატად ირაკლი შოთაძის შერჩევა იქნ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ეწვივნენ

17 იანვარი, 2020 , 14:33

საქართველოს პარლამენტის საპარლამენტო უმრავლესობის წევრები გუშინ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია II-ს საპატრიარქოში ეწვივნენ და დაბადების დღე, აღსაყდრებიდან 42 წელი და შობა-ახალი წლის დღესასწაული მიულოცეს. პ

`MATKA 2020`-ზე საქართველო „წლის ტურისტული დანიშნულების ქვეყნად“ დასახელდა

17 იანვარი, 2020 , 14:29

ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკში გამართულ ნორდიკულ ქვეყნებში უმსხვილეს საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა-ბაზრობაზე “MATKA 2020” საქართველო „წლის ტურისტული დანიშნულების ქვეყნად” დასახელდა. ამის შესახე

მიხეილ ჩხენკელმა საუკეთესო ხელბურთელი დააჯილდოვა

17 იანვარი, 2020 , 14:18

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა თბილისის სპორტის სასახლეში ფინეთის ნაკრებს უმასპინძლა, - შეხვედრა 24:24 დასრულდა. ამის შესახებ „მედიანიუსს“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს

დავით სერგეენკო: ცე ჰეპატიტის პროგრამა ზეპარტიულია

16 იანვარი, 2020 , 15:42

"ცე ჰეპატიტის მართლაც გამორჩეული პროგრამა ზეპარტიულია და არის რაღაც საკითხები, რაც ადამიანმა არ უნდა იკადრო არაფრის ფასად", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ჯანდაცვის საკითხებში, ჯანდაცვის ყოფილმა მ

საქართველოს თავდაცვის ძალებში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ახალი სტანდარტები დაწესდა

16 იანვარი, 2020 , 15:36

თავდაცვის სამინისტროში თანამედროვე სტანდარტები მკვიდრდება. ევროპული სტანდარტები ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც გავრცელდება. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ახალი სტანდარტების დადგენის მიზნით თავდ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`