უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

8 ივნისი, 2018 16:15
font-size

ამხელა სკოლაში არ არსებობს ადამიანი, ვინც დაადასტურებს, რომ დათო სარალიძე იყო ბულერი ან ჩაგრავდა ვინმეს - 51-ე სკოლის დირექტორი

თბილისის 51-ე სკოლის დირექტორი, მანანა თურქაძე გამოეხმაურა ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის მოთხოვნას, რომ სკოლის ადმინისტრაციამ მის შვილზე არსებული ინფორმაცია გაასაჯაროვოს.

თურქაძემ პირველ არხთან საუბრისას უარყო ინფორმაცია, რომ დავით სარალიძე სხვებს ჩაგრავდა და ფულს სძალავდა.

„მე ვერასოდეს წარმოვიდგენდი, თუ დათოს ამ საქციელზე კომენტარის გაკეთება მომიწევდა და ძალიან ვწუხვარ, რომ უფროსების არასწორ ინფორმაციაზე, აი, ასეთ განცხადებაზე კომენტარი უნდა გავაკეთოთ. დათო იყო თავაზიანი, წესიერი, საყვარელი ადამიანი და ამხელა სკოლაში არ არსებობს ადამიანი, ვინც დაადასტურებს, რომ დათო იყო ბულერი ან ჩაგრავდა ვინმეს. ის იყო კეთილი, რეპავდა ხოლმე დერეფნებში: „მე ვარ ბიჭი პოზიტივი“. იყო სპორტული ღონისძიებების ორგანიზატორი, მასთან არასოდეს ყოფილა ასეთი პრობლემა“, – განაცხადა თურქაძემ.

თურქაძის თქმით, მას უჭირს, შეაფასოს, რას ემსახურება დავით სარალიძეზე გავრცელებული ინფორმაცია.

„ვერ გეტყვით, რას ემსახურება ეს სიცრუე. ეს არასწორი განცხადებაა, რაც ცუდად გაჟღერდა. სკოლაში ვერც ვიფიქრებდით, რომ მსგავსი ტიპის განცხადებაზე მოგვიწევდა კომენტარის გაკეთება. მას უყვარდა სიცოცხლე, ყველა ღონისიძიებაში იყო ჩართული“, – განაცხადა სკოლის დირექტორმა.

როგორც ზაზა სარალიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, „ფეისბუკსა“ და სხვა წყაროებით ვრცელდება ცნობები, რომ მისი შვილი სხვებს აბულინგებდა.

სარალიძის თქმით, თუ ეს ინფორმაცია დადასტურდება, მაშინ დადგება სკოლის ადმინისტრაციის პასუხისმგებლობის საკითხი.

„ვრცელდება „ფეისბუქსა“ და სხვა წყაროებით, რომ ჩემი შვილი არის გამომძალველი, ვიღაც-ვიღაცებს ტუალეტში აყოფინებდა თავს და ა.შ.. მივმართავ 51-ე სკოლის ადმინისტრაციას, დაუყოვნებლივ გამოააშკარაონ ჩემი შვილის ვინაობა, თუ იყო მოძალადე, თქვან, არ დამალონ არაფერი. თუ ჩემი შვილი მოძალადე იყო და ამ სკოლაში ძალადობა ხდება, მეთანხმებით ალბათ, რომ 51-ე სკოლის პასუხისმგებლობა დგება. თუ არ იყო მოძალადე, ადგნენ და გამოააშკარაონ ყველაფერი. ვერ ვხედავ ვერცერთ ნაბიჯს, რომ ჩემი შვილის სულის სიწმინდე დაიცვან", - განაცხადა სარალიძემ.

28 სექტემბერს, „ეთნოფესტი 2018“ გაიხსნება

25 სექტემბერი, 2018 , 17:30

ტრადიციული რეწვისა და დიზაინის თბილისის მეორე საერთაშორისო სამიტი „ეთნოფესტი 2018“ 28 სექტემბერს გაიხსნება, რომელსაც ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი თბილისის მერიის, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და საქ

აფხაზეთის მთავრობასა და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

25 სექტემბერი, 2018 , 17:30

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და სსიპ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას შორის სამეცნიერო-საგანმანათლებლო და საინფორმაციო თანამშრომლობის შესახებ ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუ

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2017 წლის საუკეთსო ათეულთან თანამშრომლობა გრძელდება

25 სექტემბერი, 2018 , 17:30

კოალიცია „განათლება ყველასათვის-საქართველო“ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2017 წლის საუკეთსო ათეულთან თანამშრომლობა აგრძელებს. საუკეთესო პედაგოგიური პრაქტიკის გაუმჯობესების მიზნით გამოცხადებულ კონკურსში გამარჯ

პრაღაში გურამ ოდიშარიას წიგნის - „დევნილთა უღელტეხილი“ პრეზენტაცია გაიმართა

25 სექტემბერი, 2018 , 17:30

პრაღაში, გურამ ოდიშარიას წიგნის - „დევნილთა უღელტეხილი“ ჩეხურენოვანი თარგმანის პრეზენტაცია გაიმართა. წიგნი მკითხველს იმ ადამიანების განცდებზე მოუთხრობს, რომლებმაც სიკვდილისგან თავის დასაღწევად, 1993 წელს ჭუბე

N74 ბაგა-ბაღში სკოლამდელი განათლების დამხმარე სასწავლო პროგრამა „ნეიროპლასტიურობა და განათლება“ დაინერგება

25 სექტემბერი, 2018 , 17:30

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ახალი სააღმზრდელო წლის დაწყებასთან ერთად, იწყებს ახალ პროექტს, რომლის მიზანია სკოლამდელი განათლების პროგრამებში ნეიროპლასტიურობის მეთოდიკის ინტეგრირება. ნეიროპლასტიურობა და

საქართველოს რკინიგზა თბილისში, ფეიქრების ქუჩაზე მომხდარ შემთხვევაზე განცხადებას ავრცელებს

25 სექტემბერი, 2018 , 16:30

საქართველოს რკინიგზა თბილისში, ფეიქრების ქუჩაზე მომხდარ შემთხვევაზე განცხადებას ავრცელებს და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს. „დღეს, დილით 08:30-ზე ავჭალა-დიდუბის გადასარბენზე, ახალგაზრდა ქალი ლიანდაგზე გადად

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`