უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

22 თებერვალი, 2017 14:15
font-size

„ამნესტი ინტერნეიშენალს“ სასამართლოს დამოუკიდებლობის გაუარესება აშფოთებს

საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ „ამნესტი ინტერნეიშენალმა“ ყოველწლიურ ანგარიშში ადამიანთა უფლებების დაცვის კუთხით საქართველოში არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა.

ანგარიშის იმ ნაწილში, რომელიც საქართველოს ეხება, ყურადღება გამახვილებულია მოსამართლეებზე ზეწოლასა და მთავრობისთვის ხელსაყრელი სასამართლო გადაწყვეტილების მიღების ფაქტებზე. დოკუმენტის თანახმად, ორმაგი მიდგომა იკვეთება ოპოზიციურად განწყობილ და სამთავრობო ძალების მიმართ გამოტანილ განაჩენებში. კერძოდ, მოყვანილია თბილისის საქალაქო სამსართლოს 16 მაისის გადაწყვეტილება, როცა ირაკლი ალასანიას მიერ(რომელიც უკვე ოპოზიციაში იყო გადასული) დანიშნულ თავდაცვის სამინისტროს 6 მაღალჩინოსან ფულის გაფლანგვისთვის 7-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს არსებითი მტკიცებულებების გარეშე. ასევე დასახელებულია „რუსთავი 2“-სა და ვანო მერაბიშვილის სასამართლო პროცესები, რომლებიც დარღვევებით მიმდინარეობს.

„ამნესტი ინტერნეიშენალის“ აზრით, შეკრების თავისუფლების უხეშ დარღვევად დასახელდა კორცხელის ინციდენტი, როცა 2016 წლის 22 მაისს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს აქციის დროს თავს დაესხნენ. ანგარიშში ნათქვამია, რომ პოლიციამ სათანადო ზომები არ მიიღო სიტუაციის გამოსასწორებლად.

მძიმე ვითარება შეინიშნება ლგბტ/ქვიარ პირთა უფლებების დაცვის კუთხით. „ამნესტი ინტერნეიშენალი“ ეყრდნობა ადგილობრივი უფლებადამცველების ინფორმაციას, რომ 2016 წელს ლგბტ/ქვიარ თემის ქალებზე არანაკლებ 35 თავდასხმა იყო განხორციელებული. მაგალითადაა მოყვანილი 23 ნომებერს გარდაცვლილი ტრანსგენდერი ქალი, რომელსაც 2 კაცი დაესხა თავს. საერთაშორისო ორგანიზაცია იზიარებს ომბუდსმენის შეშფოთებას, რომ ლგბტ/ქვიარ თემის პირების საქმეებზე ეფექტურ გამოძიებებს არ ატარებენ, არც დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემის პრაქტიკა არ არსებობს.

„ამნესტი ინტერნეიშენალმა“ გააკრიტიკა მთავრობა, რომ მან არ შექმნა დამოუკიდებელი მექანიზმები იმ სამართალდამცავების საქმეთა გამოსაძიებლად, რომლებსაც ადამიანთა უფლებების შელახვაში ადანაშაულებენ. ამის საილუსტრაციოდ მოყვანილია დემურ სტურუას მაგალითი, რომელიც პოლიციელის მხრიდან სავარაუდო მუქარისა და შანტაჟის გამო თავი მოიკლა.

ასევე „ამნესტი ინტერნეიშენალი“ შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე შექმნილ ვითარებას. ანგარიშში წერია, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციები, რუსული სამხედრო ძალის დახმარებით, ადამიანებს უზღუდავენ მოძრაობას ადმინისტრაციულ საზღვარზე. ხაზგასმულია, რომ საზრვარზე დაპატიმრებულ ხალხს აწამებდნენ. გარდა ამისა, თვითაღირებული რესპუბლიკების მიერ ადმინისტრაციული საზღვრის გამაგრების პერიოდში საზღვრისპირა ზონაში მცხოვრები ადამიანების ეკონომიკურ-სოციალური პირობები გაუარესდა, რადგან მოსახლეობა ნაწილობრივ ან საერთოდ ვერ იყენებდა თავის ბაღებს, ბოსტნებს, სახნავ-სათეს მიწებსა და საძოვრებს.

მსოფლიოში შექმნილი მდგომარეობის აღსაწერად ორგანიზაციამ ტერმინი - „დემონიზაციის პოლიტიკა“ შემოიტანა.

ანგარიშის ავტორების თქმით, 2016 წელს გლობალური პოლიტიკის მნიშვნელოვანი და გარდამტეხი ფაქტები იყო დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტება, ბრექსიტი, ახლო აღმოსავლეთის მიგრანტების მიმართ გატარებული პოლიტიკა, რაც „ამნესტი ინტერნეიშენალის“ თქმით, უარყოფითად იმოქმედა ადამიანთა უფლებებზე.

გარდა ამისა, „ამნესტი ინტერნეიშენალის“ მონაცემებით, იზრდება აგრესია პოლიტიკაში და ეს ტენდენცია მთელ მსოფლიოში იკვეთება, ხოლო 2016 წელს პოლიტიკოსების მიერ გამოყენებული „სიძულვილის ენა“ გამოყენების დონე 1930-იანი წლების პერიოდის შესაბამისია.

ანა მებურიშვილი


საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში KIABI – ს პირველი ფილიალი გაიხსნა

23 აპრილი, 2024 , 15:39

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს.  ამჯერად, ფინანსურ ინსტიტუტთან პარტნიორობით, კომპანია ჯითექსმა,  გლობალური ბრენდის,  KIABI - ის პირველი ფილიალი, East Point - ში გახსნა. პროექტის ჯამ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ეკონომიკის ოლიმპიადის სასკოლო რაუნდი გაიმართა

22 აპრილი, 2024 , 16:07

საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, რომლის მიზანი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდაა, ეკონომიკის ოლიმპიადის მხარდამჭერია. ეკონომიკის ოლიმპიადაში მონაწილეობას მე-10, მე-

ბზის მოჭრაზე კონტროლი გამკაცრდა - სანქციის ოდენობა 500-დან 2000 ლარამდე გაიზრდა

22 აპრილი, 2024 , 10:41

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს. სამინისტროს ინფორმაციით, ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა. სანქციის ოდენობა გაზრდილია და 500-დან 2000 ლარამდე ჯა

იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს! – პრეზიდენტი

19 აპრილი, 2024 , 15:56

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა საქართველოს დროშით მოაბიჯებს და წერს: “მომავლის და საკუთარი თავის, რომ სჯერა ადამიანს, მისთვის  შეუძ

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

19 აპრილი, 2024 , 15:14

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი