უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

3 ოქტომბერი, 2017 10:35
font-size

ამომრჩეველთა სიაში ცვლილებების შეტანის მოთხოვნის ვადა დღეს იწურება

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა სიაში ცვლილებების შეტანის მოთხოვნის ბოლო ვადა 3 ოქტომბერია.

როგორც ცესკოში აცხადებენ, ინოვაციური სერვისების საშუალებით, ამომრჩევლებს საკუთარი და ოჯახის წევრების მონაცემების გადამოწმება შეუძლიათ ცესკოს ვებგვერდის (voters.cec.gov.ge), მობილური ტელეფონის, პლანშეტისა და მთელი ქვეყნის მასშტაბით განთავსებული 9 500 სწრაფი გადახდის აპარატის მეშვეობით. ამომრჩეველთა სიაში მონაცემების გადამოწმებისას, მომხმარებელი ასევე მიიღებს ინფორმაციას, თუ რა მისამართზეა განთავსებული მისი საარჩევნო უბანი.

2017 წლის მნიშვნელოვანი სიახლეა, რომ ამომრჩევლებს მონაცემების გადამოწმება, გარდა ანდროიდის სისტემაზე მორგებული აპლიკაციისა, წელს უკვე iOS-ის სისტემის მობილურისა და პლანშეტის გამოყენებითაც შეუძიათ.

ამომრჩეველთა სია ხელმისაწვდომია როგორც ქართულ, ისე აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე. გარდა ამისა, ადაპტირებული ვებგვერდის საშუალებით საკუთარი მონაცემების გადამოწმება უსინათლო ამომრჩევლებსაც შეუძლიათ.

მნიშვნელოვანი სიახლე შესთავაზა წელს ცესკომ ყრუ და სმენადაქვეითებულ ამომრჩევლებსაც - ისინი ინფორმაციას ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრში ვიდეო ზარის საშუალებით ჟესტურ ენაზე მიიღებენ და შეძლებენ გადაამოწმონ საკუთარი მონაცემები ამომრჩეველთა ერთიან სიაში.

ამომრჩევლებს სიებში მონაცემების გადამოწმება საარჩევნო უბნებზეც შეუძლიათ. კანონმდებლობის შესაბამისად, ამომრჩეველთა სიის საჯარო ვერსია ყველა საარჩევნო უბანზეა გამოკრული.

ყოველ დღე, შაბათ-კვირის ჩათვლით, ფუნქციონირებს ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრი, რომლის ტელეფონის ნომერიც არის 2 51 00 51. ასევე მუშაობს ონლაინ ჩათი და ონლაინ ოპერატორი.

საკვანძო სიტყვები:

ჩვენ აუცილებლად მივმართავთ როგორც სასამართლოს პატივისა და ღირსების შელახვისთვის, ასევე პროკურატურას - თაღლითობის ნაწილში - დიმიტრი ქუმსიშვილი „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე

21 სექტემბერი, 2018 , 17:45

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი გამოეხმაურა „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე გამოქვეყნებულ მორიგ ჩანაწერს, რომელშიც მისი გვარიც ფიგურირებს. ყოფილი მინისტრის შეფასებით, მისი გვარი

საპრეზიდენტო არჩევნებისთვის უწყებათაშორისმა კომისიამ რეკომენდაცია გამოსცა

21 სექტემბერი, 2018 , 17:35

უწყებათაშორისმა კომისიამ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის 20 სექტემბრის  სხდომაზე  რეკომენდაცია გამოსცა. აკისრია რა პასუხისმგებლობა, ხელი შეუწყოს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების გამჭვირვალე და სამართლ

როგორც წესია და რიგია, ლევან ყიფიანსაც არ დაკითხავენ და ძალიან რბილად მოექცევიან - ნატო ჩხეიძეს გამოძიების იმედი არ აქვს

21 სექტემბერი, 2018 , 16:00

პარლამენტის დეპუტატი  ნატო  ჩხეიძე „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე გავრცელებულ მორიგ ჩანაწერს გამოეხმაურა. ჩხეიძის თქმით, მას არ აქვს იმედი, რომ საქმეს სათანადოდ გამოიძიებენ. „მე ვფიქრობ, რომ როგორც წე

თეა წულუკიანი ევროპის საბჭოს წამების პრევენციის კომიტეტის დელეგაციასშეხვდა

21 სექტემბერი, 2018 , 15:15

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ევროპის საბჭოს წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) დელეგაცია მიიღო. დელეგაციას კომიტეტის პრეზიდენტი მიკოლა

ნატო-ს პოზიცია მყარი და ნათელია, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი - როუზ გოტემოლერი

21 სექტემბერი, 2018 , 14:30

ნატო-ს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს საქართველოსთან, საქართველო ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პარტნიორია, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე როუზ გოტემოლერმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარ

პარლამენტი თბილისში სრულად დაბრუნდება, ქუთაისში მდებარე შენობა კი, სავარაუდოდ შს სამინისტროს გადაეცემა

21 სექტემბერი, 2018 , 14:30

საქართველოს პარლამენტი პლენარული სხდომების ფორმატში საქმიანობას მომავალი წლის იანვრიდან სავარაუდოდ, დედაქალაქში გააგრძელებს.პირველი არხის ინფორმაციით, მმართველ გუნდში უკვე მიღებულია გადაწყვეტილება, რომ საკანონმდებლო ორგა

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`