უახლესი ამბები
არქივი
ძებნა
ანონსები
სამართალი
ამომრჩევლის მოსყიდვის ბრალდებით დაკავებული სამი პირის წინასასამართლო სხდომა გაიმართება 16.07.2012 19:01

ხვალ, 17 ივლისისთვის, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ამომრჩევლის მოსყიდვის ბრალდებით დაკავებული მიშა მესხის, მიხეილ ამაშუკელის და გაგა ამბროლაძეს წინასასამართლო სხდომაა ჩანიშნული.

“ქართულ ოცნებასთან” ასოცირებულ ზემოხსენებულ პირებს, რომელთაც სასამართლომ 8 ივნისს წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 3 წლამდე პატირობა ან ფულადი ჯარიმის გადახდა ელით.

როგორც ცნობილია, ზემოხსენებული პირები სამართალდამცველებმა 6 ივნისს, კონტროლის პალატის განცხადების საფუძველზე დააკავეს. გამოძიება ეჭვობს, რომ ბრალდებულები “ქართული ოცნების” სახელით, ქუთაისში ე.წ. ოცნების ბარათების გამოყენებით, “1000 ლარამდე ღირებულების საყოფაცხოვრებო ნივთებით დაკმაყოფილების დაპირებით”, მოსახლეობის მოსყიდვას ცდილობდნენ. დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ. აღნიშნულს კოალიცია “ქართული ოცნება” გაემიჯნა და ზემოხსენებული პირები ბიძინა ივანიშვილის პარტიიდან გარიცხა.