უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

20 ნოემბერი, 2019 12:15
font-size

ამოქმედდა აპლიკაცია „უვნო“, რომელიც სურსათის სააგენტოს მიერ გამოვლენილ ხარვეზებს ასახავს

ევროპის ფონდმა სურსათის უვნებლობის აპლიკაცია „უვნო“ (uvno) შექმნა, რომელიც ხელმისაწვდომს ხდის სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ საქართველოში მოქმედი სასურსათო ობიექტების ინსპექტირების შედეგებს 2016 წლიდან დღემდე.

აპლიკაციის მიზანია, სურსათის საწარმოებში არსებული მდგომარეობის შესახებ მომხმარებლის ინფორმირება, რათა მან გაცნობიერებული გადაწყვეტილება მიიღოს ობიექტში სურსათის შეძენის თაობაზე. მეორე მხრივ, აპლიკაცია ერთგვარი პლატფორმაა სამოქალაქო მონიტორინგისათვის, რათა მომხმარებლებს ჰქონდეთ ერთმანეთისათვის ინფორმაციის გაზიარების ქმედითი ინსტრუმენტი.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აპლიკაცია „უვნო“ (uvno) შექმნილია, როგორც „აიოსის“ (IOS), ისე „ანდროიდის“ (Android) ოპერაციული სისტემისათვის და მისი გადმოწერა შესაძებელია „ეფლი სთორიდან“ (Apple Store) და „გუგლ პლეიდან“ (Google Play). მომხმარებელს აპლიკაციაში მარტივად შეუძლია, მოძებნოს მისთვის სასურველი სურსათის ობიექტი, დასახელების, მისამართის ან წარმოების ტიპის მიხედვით და გაეცნოს ობიექტის სახელმწიფო კონტროლის შედეგებს. აპლიკაციაში ჩანს, რამდენად იცავს ობიექტი სურსათის უვნებლობის სტანდარტებს. შეუსაბამობის შემთხვევაში, აპლიკაციაში ხელმისაწვდომია ინფორმაცია იმის თაობაზეც, თუ რამდენი კრიტიკული ან არაკრიტიკული შეუსაბამობა იყო დაფიქსირებული კონკრეტულ ობიექტზე.

გარდა სურსათის ეროვნული სააგენტოს მონაცემებისა, აპლიკაცია თავს მოუყრის მომხმარებლის შეფასებებსა და კომენტარებსაც. ის საშუალებას აძლევს მომხმარებელს, თავად შეაფასოს სასურსათო ობიექტი – ასახოს ეს შეფასება ვარსკვლავების მინიჭებით ან დატოვოს კომენტარი კონკრეტული საწარმოს გვერდზე.

„გარდა იმისა, რომ აპლიკაციას საინფორმაციო მნიშვნელობა აქვს მომხმარებლისთვის, ის სამოქალაქო აქტიურობისა და თანამონაწილეობისათვის შექმნილი პლატფორმაა, რათა ჩვენ ყველა ერთად ჩავერთოთ სურსათის უვნებლობის სტანდარტების დამკვიდრებაში, რაც საბოლოო ჯამში ჩვენი და ჩვენი ოჯახების ჯანმრთელობაზე აისახება,“- განაცხადა ევროპის ფონდის პრეზიდენტმა, ქეთევან ვაშაკიძემ.

საკვანძო სიტყვები:

იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს! – პრეზიდენტი

19 აპრილი, 2024 , 15:56

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა საქართველოს დროშით მოაბიჯებს და წერს: “მომავლის და საკუთარი თავის, რომ სჯერა ადამიანს, მისთვის  შეუძ

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

19 აპრილი, 2024 , 15:14

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

კარგი გულიანი ნაცემი ვარ - ალეკო ელისაშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:06

პარტია „მოქალაქეების" ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „გულიანი ნაცემია", მათ შორის აქვს ნეკნის მოტეხილობა. მთავრობის ადმინისტრაციასთან წუხელ გამართულ აქციაზე განვითარებული მოვლენების

თბილისში ავარიული საცხოვრებელი კორპუსები კიდევ ორ მისამართზე ჩანაცვლდება

17 აპრილი, 2024 , 13:38

თბილისის მუნიციპალიტეტი ავარიული სახლების სრულ დემონტაჟს კიდევ ორ მისამართზე განახორციელებს და მათ ნაცვლად, თანამედროვე სტანდარტების მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებს ააშენებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა

პირდაპირ ჩემ სახეზე გაატარეთ აწი ევროპა - აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი

17 აპრილი, 2024 , 12:14

16 აპრილს პარლამენტთან აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ჩანს დაშლის დროს რა დაზიანებები მიიღო. ის ამჟამად ბოკერიას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. გთავაზობთ პოსტს უცვლელად:

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი