უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

22 ნოემბერი, 2016 15:30
font-size

ამოცანა არ არის ლარის კურსის დევნა, ამოცანა არის დამოკიდებულების შეცვლა - დიმიტრი ქუმსიშვილი

ფინანსთა მინისტრობის კანდიდატი დიმიტრი ქუმსიშვილი აცხადებს, რომ უწყებაში ცვლილებებს გეგმავს.

სამომავლო გეგმებზე ჟურნალისტებთან საუბრისას ქუმსიშვილი ლარის კურსის თემასაც შეეხო.

,,მე ეკონომიკის მიმართულებით საკმაოდ დიდი ხანია ვმუშაობ. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ძირითადი პრინციპები არ შეიცვლება. დამოკიდებულება ბიზნესის მიმართ და ეკონომიკის მიმართ დარჩება იგივე, რომ ჩვენ მაქსიმალურად მხარი უნდა დავუჭიროთ ეკონომიკას ბიზნეს განვითარებაში. ამავე დროს, სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილშიც, ხარჯების ნაწილი იქნება, რა თქმა უნდა, დაფარული და ის ვალდებულები, რაც ჩვენ გვაქვს აღებული, აუცილებლად იქნება შესრულებული.

საკადრო ცვლილებებს ვაპირებ, თუმცა ამაზე ცოტა მიგვიანებით ალბათ იქნება შესაძლებელი, რომ მოგახსენოთ. რაც ეხება ლარს, მე არაერთხელ განვმარტე და კვლავ შემიძლია განვმარტო, რომ ამოცანა არ არის ლარის კურსის დევნა, ამოცანა არის დამოკიდებულების შეცვლა, რომ ჩვენს მოსახლეობას ლარის კურსის ცვლილებასთან ერთად არ ეცვლებოდეს ის განკარგვადი შემოსავალი, რაც მათ რჩებათ გადასახადების და სესხის მომსახურების გადახდის კვალდაკვალ’’, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ნინო ექვთიმიშვილი

საქართველოს ეკონომიკის აღდგენის ხელშესაწყობად, აზიის განვითარების ბანკმა 200 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხი დაამტკიცა

29 ოქტომბერი, 2020 , 13:00

აზიის განვითარების ბანკმა (ADB) 200 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხი დაამტკიცა კორონავირუსის (კოვიდ-19) პანდემიით მიყენებული ზიანისგან საქართველოს ეკონომიკის აღდგენის ხელშესაწყობად, ქვეყნის საჯარო ფინანსურ მართვასა და

ნათია თურნავამ საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრის ფარგლებში გამართულ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა

23 ოქტომბერი, 2020 , 11:05

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ნათია თურნავამ მაღალი დონის დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრის ფარგლებში გაიმართა. დისკუსიაში „ციფრული ევროპა

გიორგი გახარია მსხვილ დამსაქმებლებთან შეხვედრაზე - ჩვენი სტრატეგიაა ბალანსის დაჭერა, რაც წერტილოვან ღონისძიებებს გულისხმობს, სისტემური ჩაკეტვები ქვეყანაში არ იქნება

20 ოქტომბერი, 2020 , 17:15

სისტემური ჩაკეტვები ქვეყანაში არ იქნება, ისეთი სისტემური ჩაკეტვები, რომლებიც ეკონომიკაზე პირდაპირ ზემოქმედებას მოახდენს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მსხვილ დამსაქმებლებთან შეხვედრისას გა

ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 30 მილიონი დოლარი გაყიდა

19 ოქტომბერი, 2020 , 17:40

დღეს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 30 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა. "2020 წლის 19 ოქტომბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 30 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. საშუალო შეწონილმა გა

პროდუქციის ექსპორტი 12.1%-ით, ხოლო იმპორტი 15.9%-ით შემცირდა - „საქსტატი“

19 ოქტომბერი, 2020 , 12:35

„საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, მიმდინარე წლის 9 თვეში საქართველოდან პროდუქციის ექსპორტი 12.1%-ით, ხოლო იმპორტი 15.9%-ით შემცირდა. 2020 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალი პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა ევროპასა და რეგიონში 2021-2025 წლებში ყველზე მაღალი ტემპებით გაიზრდება

14 ოქტომბერი, 2020 , 14:25

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალი პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა ევროპასა და რეგიონში 2021-2025 წლებში ყველზე მაღალი ტემპებით გაიზრდება, - ასეთია განახლებული პროგნოზი, რომელიც ასახულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის გლო