უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

1 აპრილი, 2020 16:00
font-size

ამსტერდამი-თბილისი სპეცრეისით ჩამოსული მგზავრები საკარანტინო ზონებში გადაიყვანეს

ამსტერდამი-თბილისის ჩარტერული რეისით საქართველოს 179 მოქალაქე დაბრუნდა. მოქალაქეები 14 დღეს თბილისში გახსნილ საკარანტინო ზონებში ექიმთა მეთვალყურეობით ქვეშ დარჩებიან.

საქართველოს მთავრობის დავალებით, ქვეყნის მასშტაბით საკარანტინო სივრცეების მოწყობას, ორგანიზებას და ოპერირებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ახორციელებს.

ამსტერდამი-თბილისის რეისით ჩამოსული მგზავრები სასტუმრო „მოქსსა“ და „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ გადანაწილდნენ. სადაც საკარანტინო ზონებია შექმნილი.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი „რაკია ჯორჯიას“ სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასის,“ ხოლო ჯი-ემ-თი ჯგუფს სასტუმრო „მოქსი თბილისის“ საკარანტინო ზონისთვის უსასყიდლოდ დათმობისთვის მადლობას უხდის.

„31 მარტს, ღამით საქართველოში ჩამოფრინდა ამსტერდამი-თბილისის გეგმიური რეისი და საქართველოში 180-მდე მოქალაქე დაბრუნდა. თითოეული მათგანი ახლად მოწყობილ საკარანტინო სივრცეებში გადავიყვანეთ, სადაც 14 დღე მოუწევთ გატარება. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო იმ სასტუმროების მფლობელებსა და მმართველებს, რომლებმაც სასტუმროები საკარანტინო ზონებისთვის უსასყიდლოდ დაგვითმეს. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აგრძელებს საკარანტინო სივრცეების მოძიებას და შემდეგომ მართვას, ამ ეტაპზე ჩვენ მთელი საქართველოს მასშტაბით 82 სასტუმროსთან ვთანამშრომლობთ.“-აცხადებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი.

საკარანტინო ზონებში მოქალაქეები უზრუნველყოფილნი არიან სამჯერადი კვებით, ინდივიდუალური სამედიცინო ინვენტარით და ექიმების მუდმივი ზედამხედველობის ქვეშ იმყოფებიან.

ამ ეტაპზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებულ საკარანტინო ზონები საქართველოს მასშტაბით 82 სასტუმროშია მოწყობილი, სადაც 5400-მდე ადამიანია განთავსებული.

30-31 მაისს თბილისის წიგნის ვირტუალური ფესტივალი გაიმართება

25 მაისი, 2020 , 17:45

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით, 30-31 მაისს, პირველად, თბილისის წიგნის ვირტუალური ფესტივალი გაიმართება. მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც გავრცელებულმა პანდემიამ თბ

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1916 ლარი გახდა

25 მაისი, 2020 , 17:35

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.1916 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1916 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

საქართველოში გამოიდარებს და დათბება

25 მაისი, 2020 , 17:35

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ხვალიდან საქართველოში გამოიდარებს და დათბება. „27-28 მაისს სითბოს ფონზე მხოლოდ ცალკეულ რაიონში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა- ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა 26 მაისს საქართვ

სამედიცინო დაწესებულებების ანაზღაურების ვადები ოთხი თვიდან სამ თვემდე შემცირდება

25 მაისი, 2020 , 17:31

ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკების ანაზღაურებასთან დაკავშირებით 36-ე დადგენილებაში ცვლილებაზე მუშაობს, რომლის მიხედვითაც სამედიცინო დაწესებულებების ანაზღაურების ვადები ოთხი თვიდან სამ თვემდე შემცირდება. ამის შესახებ ინფორმა

ელიავას ბაზრობის მოვაჭრეები მუშაობის უფლებას ითხოვენ

25 მაისი, 2020 , 17:24

ელიავას ბაზრობის მოვაჭრეები ბაზრის გახსნას და მუშაობის უფლებას ითხოვენ. მოვაჭრეების თქმით, კორონავირუსის გამო დაწესებულმა შეზღუდვებმა და ბაზრობის დაკეტვამ ისინი ყოველდღიური შემოსავლის გარეშე დატოვა. ერთერთი ვერსიით, ელია

კორონავირუსის გამო გაუქმებული ფრენების ბილეთების ანაზღაურების ვალდებულება ავიაკომპანიებს რეისების აღდგენიდან 2 თვის გასვლის შემდეგ დაეკისრებათ

25 მაისი, 2020 , 17:14

კორონავირუსის გამო გაუქმებული ფრენების ბილეთების ანაზღაურების ვალდებულება ავიაკომპანიებს რეგულარული რეისების აღდგენიდან 2 თვის გასვლის შემდეგ დაეკისრებათ, - ამის შესახებ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფ