უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

6 ივლისი, 2017 17:25
font-size

ან 2020 წლისთვის გადავალთ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე, ან ქვეყანაში ერთპარტიული ავტორიტარიზმი დაისადგურებს - დავით უსუფაშვილის მიმართვა პრემიერ-მინისტრს

საქართველოს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს ღია წერილით მიმართა. უსუფაშვილის თქმით, მისასალმებელია, რომ კვირიკაშვილმა საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაში ჩართვა გადაწყვიტა.

უსუფაშვილმა პრემიერ-მინისტრს მოუწოდა, „ქართული ოცნების“ მიერ 2015 წელს წამოწყებული ინიციატივა სრულიად პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით არ გადადოს და 2020 წლისთვის განახორციელოს.

„როგორც თქვენი განცხადებებიდან ჩანს, შექმნილმა ვითარებამ საკონსტიტუციო პროცესში აქტიურად ჩართვა გადაგაწყვეტინათ, რაც მისასალმებელია. ბევრი, მათ შორის მეც, ყოველთვის თვლიდა, რომ ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური ლიდერის ქვეყნის უმთავრეს პოლიტიკურ პროცესში არმონაწილეობა დაუშვებელი იყო. სამწუხაროდ, „ურემი უკვე გადაბრუნებულია“, მაგრამ თქვენი მკვეთრი პოლიტიკური ნაბიჯებით მისი ფეხზე დაყენება ჯერ კიდევ შესაძლებელია.

მიმდინარე საკონსტიტუციო პროცესში საკონსტიტუციო უმრავლესობასთან დაკავშირებული ხიფათების ქრესტომათიული მაგალითი შეიქმნა. თქვენ შეგიძლიათ, პოზიტიური მაგალითი შექმნათ ამავე მიმართულებით - ქვეყანას თავიდან ააცილოთ სერიოზული პოლიტიკური კრიზისი და თან საკუთარი პარტიაც იხსნათ უკვე დაშვებული შეცდომების შემდგომი მძევლობისაგან. თუ მოხერხდება საკითხის გააზრება უფრო ფართო პოლიტიკურ პრიზმაში, ვიდრე ეს მომავალ არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობის შენარჩუნების ამოცანაა, მაშინ გამოსავალიც მარტივად გამოჩნდება და მისი დასაბუთებაც.

კონსტიტუციის ახალ რედაქციასთან ბევრი სამართლებრივ-პოლიტიკურ-ინსტიტუციური კითხვა არსებობს, მაგრამ, დამეთანხმებით, კრიზისული ფონის შექმნა საპარლამენტო საარჩევნო სისტემას უკავშირდება. ვითარებას კი ის ამძიმებს, რომ „ოცნების“ პოზიცია სწორედ ამ საკითხშია ყველაზე სუსტი, უარგუმენტო და „პულტების ანაბარა“ დარჩენილი. საქმე იმაშია, რომ 2020 წლისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა არის არა ოპოზიციის ახირება, არამედ თავად „ოცნების“ 2015 წლის საკონსტიტუციო ინიციატივა, სათანადოდ გაფორმებული, დარეგისტრირებული, სახალხოდ განხილული, საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ მოწონებული და პარლამენტში კენჭისყრისთვის მომზადებული.

ეს არ არის მხოლოდ ისტორიული ფაქტი. ეს არის პოლიტიკური განაცხადიც, დაპირებაც და ვალდებულებაც, რომლის არ შესრულება ძალიან ძვირად დაუჯდებოდა და დაუჯდება ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას. სწორედ ამ ფონზე გამოიყურება განსაკუთრებით უსუსურად, მეტი რომ არ ვთქვა, ხელისუფლების წარმომადგენლების ნებისმიერი არგუმენტი შერეული სისტემის დატოვებასთან დაკავშირებით. მაგალითად, ქვეყნის პარტიულ-პოლიტიკური სისტემა 2015 წელს გამოიყურებოდა მზად პროპორციული არჩევნებისთვის და 2017-ში ეს ასე აღარ არის? თუ ასეა, რა ჩაიდინა ამისთანა „ოცნებამ“ ამ ორ წელიწადში, რომ ასე უკუღმა დატრიალებულა ქვეყნის პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღების ბორბალი?

ბატონო პრემიერ-მინისტრო, წინ ორი გზაა - თქვენი პოლიტიკური გუნდი ან ბოლომდე მიიყვანს 2015 წელს დაწყებულ საქმეს და 2020 წლის არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდება, ან იგი ერთპარტიულ ავტორიტარიზმს დაისახავს მიზნად და ამ მიზანს შეელეწება, როგორც ყველა მისი წინამორბედი. მახსოვს, ჩვენი საერთო ოცნება მსგავსი შელეწვებისგან ქვეყნის დაზღვევა იყო“, - ნათქვამია წერილში.

ანა მებურიშვილი

ნატო-ს მინისტერიალის ფარგლებში დავით ზალკალიანი ორმხრივ შეხვედრებს მართავს

20 ნოემბერი, 2019 , 17:10

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცახდებით ნატო-ს მინისტერიალის ფარგლებში ბრიუსელში დაგეგმილი მისი შეხვედრები დაკავშირებულია ნატო-ს ლიდერთა შეხვედრაზე, რომელიც ლონდონში დეკემბრის დასაწყისში გაიმა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს შეხვდა

20 ნოემბერი, 2019 , 14:55

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ალექსანდრე ხოჯევანიშვილი, სა

მომავალი კვირიდან მთელი საქართველო „დაბოქლომდება“ - გიორგი ვაშაძე

20 ნოემბერი, 2019 , 14:55

მშვიდობიანი პროტესტის ველზე უსუსტესია ივანიშვილიც, გახარიაც და კალაძეც, - ამის შესახებ „გაერთიანებული ოპოზიციის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრ

„ივანიშვილის ძალადობრივი რეჟიმი, კვლავინდებურად აგრძელებს დანაშაულებრივ ქმედებებს“ - ზაზა ოქუაშვილი განცხადებას ავრცელებს

20 ნოემბერი, 2019 , 11:45

ბიზნესმენი, „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „ივანიშვილის ძალადობრივი რეჟიმი, რომელმაც მიიტაცა სახელმწიფო, მედია, თავისუფ

არჩილ თალაკვაძე ელიზაბეთ რუდს და კარლ ჰარცელს შეხვდა

19 ნოემბერი, 2019 , 19:19

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს ელიზაბეთ რუდს და ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს კარლ ჰარცელს შეხვდა. შეხვედრაზე პოლიტიკური პროცესის კონსტრუქციულად გაგრ

`სამოქალაქო მოძრაობა` მაჟორიტარი ფეოდალების მხილების კამპანიას იწყებს - ალეკო ელისაშვილი

19 ნოემბერი, 2019 , 18:35

"სამოქალაქო მოძრაობა" რეგიონებში გასვლასა და მაჟორიტარი ფეოდალების მხილების კამპანიას იწყებს. ამის შესახებ მოძრაობის ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. ელისაშვილის თქმით, ისინი ოპოზიციური ბრძოლის