უკან

საზოგადოება

5 იანვარი, 2017 18:30
font-size

ანა დოლიძე - პრეზიდენტი იზიარებს განათლების რეფორმის აუცილებლობას

„პრეზიდენტი იზიარებს განათლების რეფორმის აუცილებლობას, თუმცა მიაჩნია, რომ რეფორმა კონსტიტუციის სულისკვეთების ფარგლებში უნდა გატარდეს“,- აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებისა და განათლების რეფორმის შესახებ გააკეთა.

მისი განცხადებით, დღეს საქართველოს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომელიც მიზნად ისახავს მთელ რიგ ცვლილებებს ზოგადი განათლების სისტემაში.

“მანამდეც და ახლაც აღვნიშნავთ - მნიშვნელოვანია, რომ რეფორმა უნდა გატარდეს ჩვენი კონსტიტუციის სულისკვეთების ფარგლებში. ეს სულისკვეთება კი, არის ის, რომ ჩვენი მოქალაქეები და ბავშვები თანასწორნი არიან კანონის წინაშე და რომ ხარისხიანი განათლება საყოველთაოდ ხელმისაწვდომი უნდა იყოს მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე” - განაცხადა ანა დოლიძემ.

მისი თქმით, როგორ ჩამოყალიბდება განათლების პოლიტიკის გარკვეული წახნაგები ეს განათლების სამინისტროს და საქართველოს პარლამენტის პრეროგატივას განეკუთვნება.

„ჩვენ აღვნიშნეთ ამ პროცესის დასაწყისში და მომავალშიც გავამახვილებთ იმაზე ყურადღებას, რომ განათლების პოლიტიკა უნდა ექვემდებარებოდეს ძირითდ კონსტიტუციურ ფასეულობებს - ეს არის თანასწორობა, რათა ყველა ბავშვს, საცხოვრებელი ადგილის მიუხედავად, ხელი მიუწვდებოდეს ხარისხიან განათლებაზე”, - აღნიშნა ანა დოლიძემ.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ეკონომიკის ოლიმპიადის სასკოლო რაუნდი გაიმართა

22 აპრილი, 2024 , 16:07

საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, რომლის მიზანი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდაა, ეკონომიკის ოლიმპიადის მხარდამჭერია. ეკონომიკის ოლიმპიადაში მონაწილეობას მე-10, მე-

ბზის მოჭრაზე კონტროლი გამკაცრდა - სანქციის ოდენობა 500-დან 2000 ლარამდე გაიზრდა

22 აპრილი, 2024 , 10:41

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს. სამინისტროს ინფორმაციით, ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა. სანქციის ოდენობა გაზრდილია და 500-დან 2000 ლარამდე ჯა

იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს! – პრეზიდენტი

19 აპრილი, 2024 , 15:56

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა საქართველოს დროშით მოაბიჯებს და წერს: “მომავლის და საკუთარი თავის, რომ სჯერა ადამიანს, მისთვის  შეუძ

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

19 აპრილი, 2024 , 15:14

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

კარგი გულიანი ნაცემი ვარ - ალეკო ელისაშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:06

პარტია „მოქალაქეების" ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „გულიანი ნაცემია", მათ შორის აქვს ნეკნის მოტეხილობა. მთავრობის ადმინისტრაციასთან წუხელ გამართულ აქციაზე განვითარებული მოვლენების

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი