უკან

საზოგადოება

26 მარტი, 2018 16:00
font-size

ანა ნაცვლიშვილი დაღუპული მუშის საქმეზე არსებული სამართლებრივი მექანიზმების გამოყენების აუცილებლობაზე საუბრობს

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი დღეს ჭიათურის მაღაროში გარდაცვლილი მუშის ამბავს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაზე უკვე არსებული სამართლებრივი მექანიზმების გამოყენება აუცილებელია.

„ის მდგომარეობა, რომელიც გვაქვს საქართველოში არის მიუღებელი. შუძლებელია სახელმწიფო და საზოგადოება შეეგუოს ასეთ მძიმე ვითარებას სამუშაო ადგილებზე, როდესაც ეს აღარ არის ადამიანის უსაფრთხოების თემა, ეს არის სიკვდილ-სიცოცხლის თემა. ფაქტიურად კვირა არ გავა ისე, რომ ჩვენ არ მოვისმინოთ ახალი შემზარავი ისტორია, თუ როგორ დაიღუპა ადამინი სამუშაო ადგილზე,“- განაცხადა ნაცვლიშვილმა

მისი თქმით, წინა კვირაში საქრთველოს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონს შრომის უსაფრთხოების შესახებ და მათ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ეს უნდა იყოს სახელმწიფოს მხრიდამ მხოლოდ დასაწყისი პროცესის და არამც და არამც დასასრული. თუმცა, მისივე თქმით, სანამ კანონი ძალაში შევა და სანამ ის შეძლებს ისპექტირებით ხელი შუწყოს მაღალი სტანდარტების დანერგვას სამუშაო ადგლებზე, აუცილებელია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაზე გამოძიება იყოს სწრაფი და მიუკერძოებელი.

„ჩვე ვადევნებთ თვალს გამოძიების შდეგებს, თუმცა არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე, მაინც და მაინც მაღალი მოლოდნი, სამწუხაროდ საზოგადოებაში არ არსებობს, იმიტომ რომ წინა შემთხვევბშიც ვიცით დაწყებული გამოძიებები, მაგრამ მათი გაგრძელება ან არ არის ცნობილი საზოგადოებისთვის ან ეფექტურ შედეგებს ვერ იძლევა“, -ამბობს ანა ნაცვლიშვილი.

მისივე თქმით, პროფკავშირებმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ამ მაღაროში საერთოდ საშიშია მუშაობა და ასეთ პირობებში დამსაქმებელი ვალდებულია, ყველა გონივრული ზომა მიიღოს იმისთვის, რომ სხვა მუშების უსაფრთხოება და სიცოცხლე არ დადგეს რისკის ქვეშ.

შეგახსენებთ, რომ დღეს, დაახლოებით 05:00 საათზე, უბედური შემთხვევა მოხდა ჭიათურის შუქრუთის მაღაროზე, სადაც მაღაროს ჩამონგრევის შედეგად გვირაბგამყვანის პოზიციაზე მომუშავე ზაზა აბრამიშვილი ნანგრევების ქვეშ მოყვა და გარდაიცვალა.

ცირა გურგენიძე

თბილისის მეტროპოლიტენში შეფერხება იყო

22 აგვისტო, 2019 , 11:05

მეტროსადგურ „დიდუბიდან“ „ახმეტელის თეატრის“ სადგურამდე მოძრაობა შეფერხებული იყო. როგორც მეტროპოლიტენის პრესსამსახურში განაცხადეს, დღეს დილით მეტროს პირველ ხაზზე მატარებელი მხოლოდ ნაწილობრივ მოძრაო

„ფორსაჟის“ გადაღების გამო, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მოძრაობის შეზღუდვის არეალი გაფართოვდება

22 აგვისტო, 2019 , 10:55

ცნობილი ჰოლივუდური ფილმის, „ფორსაჟის“ გადაღებებიდან გამომდინარე, 23 აგვისტოს 00:00 საათიდან 24 აგვისტოს 00:00 საათამდე, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მოძრაობის შეზღუდვის არეალი გაფართოვდება და ბექას ქუჩიდან მეტროსად

თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

22 აგვისტო, 2019 , 10:35

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ნაძალადევის რაიონი: გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:30 ს

„კახი კალაძე მილანიდან თმაშეჭრილი დაბრუნდა“

21 აგვისტო, 2019 , 19:05

„რუსთავი 2“-ის ყოფილი ჟურნალისტი თენგო გოგოტიშვილი იმ 18-პუნქტიან ჩამონთვალს აქვეყნებს ფეისბუქში, რაც „რ2-მა "კურიერის" გაჩერების გამო ვერ თქვა. „ის, რაც ვერ თქვა რ2-მა "კურიერის" გაჩერების გამო:1

საქართველოსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის სამთავრობო კომისიების საექსპერტო ჯგუფები საზღვრის შეუთანხმებელ მონაკვეთებზე ერთობლივ სამუშაოებს განაგრძობენ - საგარეო უწყება

21 აგვისტო, 2019 , 17:25

საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის სამთავრობო კომისიების საექსპერტო ჯგუფები განაგრძობენ ერთობლივ სამუშაოებს სახელმწიფო საზღვრის შეუთანხმებელ მონაკვეთებზე, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართ

ე.წ. სტაიანშიკებს არ აქვთ უფლება მოსთხოვონ მძღოლებს რაიმე საფასური - კახა კალაძე

21 აგვისტო, 2019 , 16:15

„ე.წ. სტაიანშიკებს არ აქვთ უფლება მოსთხოვონ მძღოლებს რაიმე საფასური, ეს უკანონოა“ - ამის შესახებ თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს. მისი თქმით, დედაქალაქში პარკინგს თბილისის მერიის შესაბამისი სამსახური უზრუნ

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს