უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

26 მარტი, 2018 16:10
font-size

ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, დღეს არსებული ნარკოპოლიტიკა ახალ პრობლემებს აჩენს

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანის ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, დღეს არსებული ნარკოპოლიტიკა ახალ პრობლემებს აჩენს, არის რეპრესიული და ვერ პასუხობს ლეგიტიმურ მიზანს, რომ შეამციროს ნარკოდამოკიდებულება.

ანა ნაცვლიშვილის თქმით, მოლოდინი, რომ ეს ნარკოპოლიტიკა შეიცვლებოდა ჯერ კიდევ 2013 წლიდან არსებობს საზოგადოებაში და ეს მოლოდინი მაღალი იყო, თუმცა რეფორმა ჭიანურდება.

„ვხედავთ, რომ რეფორმა ჭიანურდება. პრეზიდენტმა უკვე შეცვალა შეწყალების კომისიისადმი მიმართვის პროცედურა და ის არის ბევრად მარტივი. იმ ადამიანებს, ვისაც აქვთ ბრალად შერაცხული ნარკომოხმარება და ნარკოდანაშაულები, გარდა ნარკოტრანზიტისა, გასაღებისა და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებით ჩადენილი დანაშაულებისა, ადამიანებს აღარ მოუწევთ თვეობით და წლობით ლოდინი, რათა მიმართონ შეწყალების კომისიას. ეს არის მნიშვნელოვანი ცვლილება და გზას უხსნის ამ ადამიანებს, რომ მათი საქმეები კომისიამ ინდივიდუალურ რეჟიმში შეისწავლოს, დამატებითი ლოდინის გარეშე და მიიღოს გადაწყვეტილება”, – აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.

შეგახსენებთ, რომ დღეს მედიის წარმომადგენლებმა საქართველოს პრეზიდენტს პირველი არხის ყოფილი თანამშრომლის, მამუკა ბერძენიშვილის შეწყალების თხოვნით მიმართეს, ხოლო პარლამენტს რეპრესიული ნარკოპოლიტიკის შეცვლისა და შესაბამის კანონში ცვლილებების შეტანისკენ მოუწოდეს.

ცირა გურგენიძე

ხელისუფლება არავის არაფერში ადანაშაულებს და ყველაფერი სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს - გია ვოლსკი

16 ივლისი, 2019 , 16:45

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი ამბობს, რომ ხელისუფლება არავის არაფერში ადანაშაულებს და ყველაფერი სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს. ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დეპუტატ სალომე სამად

დაშლა ამ მიტინგისა აშკარად შეიცავდა ძალის არაკანონიერი გამოყენების ნიშნებს - კობა ნარჩემაშვილი

15 ივლისი, 2019 , 16:20

20 ივნისის აქციის სისხლიან დარბევაზე, დროებით საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას, პარლამენტის წევრი, ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი, კობა ნარჩემაშვილი იზიარებს. ამ წინადადების პარლამენტში დაყენებას &bdqu

სასამართლო სისტემა იქცა უბედურებად - ლევან გოგიჩაიშვილი

15 ივლისი, 2019 , 15:30

„სასამართლო სისტემა იქცა უბედურებად, გეტირება ადამიანს ისეთ დღეში არის დღეს სასამართლო სისტემა,“ - ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატმა, ლევან გოგიჩაიშვილმა განაცხადა. გოგიჩაიშვილი

ქართულ საზოგადოებას არ უნდა დარჩეს კითხვის ნიშნები, რომ შესაძლოა, ვინმეს ხელი დააფარონ, ეს ასე არ მოხდება - მამუკა ბახტაძე

15 ივლისი, 2019 , 12:55

ჩვენ აუცილებლად უნდა მივცეთ სამართლებრივი შეფასება ყველა იმ შემთხვევას, სადაც შესაძლოა, ადგილი ჰქონდა გადაცდომას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს ვარიანში, 20-21 ივნისის მოვლენებ

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ხმის მიცემის შედეგები ტელეპატიის რანგში გადადის - ლევან კობერიძე

15 ივლისი, 2019 , 12:55

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე პროცესები ბერმუდის სამკუთხედის მისტიურ პროცესებს დაემსგავსა, როცა ხმის მიცემის შედეგები ტელეპატიის რანგში გადადის, - ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატიმა ლევან კობერიძემ

მიმდინარეობდა პარლამენტის შტურმი და პოლიციელი იძულებული იყო, გამოეყენებინა ლეგიტიმური ძალა - მამუკა ბახტაძე

15 ივლისი, 2019 , 12:55

“ნაციონალურ მოძრაობას” სურს, საკითხი წარმოაჩინოს შემდეგნაირად - პარლამენტის შტურმი თურმე პატრიოტიზმის გამოვლინებაა და კონსტიტუციის და ინსტიტუტების დაცვა - ბოროტება, ეს არავის გამოუვა, - ამის შესახებ საქართველ

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს