უკან
სამართალი
22 მაისი, 2018 16:30
ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში ბრალდებული ლადო გრიგალაშვილი პატიმრობაში რჩება
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, თემქაზე 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში ბრალდებული ლადო გრიგალაშვილი პატიმრობაში რჩება.
მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა ბრალდებულის 2-ათასლარიანი გირაოს საფუძველზე გათავისუფლების თაობაზე.
როგორც ადვოკატი განმარტავდა, არ არსებობს გრიგალაშვილის არც მიმალვის, არც მოწმეებზე ზემოქმედების და არც ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეები.
თავის მხრივ, ამ საფრთხეების არსებობას გაუსვა ხაზი პროკურორმა, რომელმაც გრიგალაშვილისთვის შეფარდებული მკაცრი აღკვეთის ღონისძიების ძალაში დატოვება მოითხოვა.
ცნობისათვის, თემქაზე 20 წლის ანა ნაცვლიშვილი 22 თებერვალს მოკლეს. პოლიციამ მისი შეყვარებული, ლადო გრიგალაშვილი მკვლელობიდან მეორე დღესვე დააკავა.