უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

6 აგვისტო, 2020 16:20
font-size

“ანაბარზე თანხაა, გამოიყენეთ” - შსს-ს ცნობით, წარწერა თამარ ბაჩალიაშვილს ეკუთვნის

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის მანქანაში აღმოჩენილ მცირე ზომის ფურცელზე არსებული ჩანაწერი: „ანაბარზე თანხაა, გამოიყენეთ“, თავად თამარ ბაჩალიაშვილის მიერ არის შესრულებული.

როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, შესაბამის საკითხზე ექსპერტიზის დასკვნა 5 აგვისტოს მიიღეს.

"მედიანიუსი" განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"2020 წლის 5 აგვისტოს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან მიღებულ იქნა ხელწერის ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც, შემთხვევის ადგილზე ავტომანქანის დათვალიერებისას აღმოჩენილ მოცისფრო, პატარა ზომის ფურცელზე არსებული ტექსტობრივი ჩანაწერი: „ანაბარზე თანხაა, გამოიყენეთ“ - შესრულებულია თამარ ბაჩალიაშვილის მიერ. შემთხვევის ადგილზე ნანახი, თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი ავტომანქანა იყო დაკეტილ მდგომარეობაში. ავტომანქანის გასაღები კი მოთავსებული იყო უკანა სავარძელზე, რის გამოც ავტომანქანის გაღება მოხდა ოჯახის წევრების მიერ წარმოდგენილი სათადარიგო გასაღებით.

ასევე, გადამოწმდა თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი ანგარიშები. ერთ-ერთ ბანკში თამარ ბაჩალიაშვილის ანაბარზე ირიცხება 75 000 ლარი.

თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ინტენსიურად გრძელდება გამოძიება, მიმდინარეობს ექსპერტიზები. სამინისტრო აქტიურ კომუნიკაციაშია ოჯახთან. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით პერიოდულად მოხდება საზოგადოების ინფორმირება", - აღნიშნულია განცხადებაში.

საგამოძიებო სამსახური ენზელ მკოიანის მიერ გავრცელებულ ვიდეო მასალასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

18 სექტემბერი, 2020 , 16:15

ენზელ მკოიანის განცხადებების და მის მიერ გავრცელებულ ვიდეო მასალასთან დაკავშირებით, საგამოძიებო სამსახური განცხადებას ავრცელებს. “მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, გასული დღეების განმავლობაში ენზელ მ

არსებობს ბაჩალიაშვილის აუდიო და ვიდეოჩანაწერები, რომელშიც ის ტყეში თვითმკვლელობით სიცოცხლის დასრულებაზე საუბრობს - პროკურორი

18 სექტემბერი, 2020 , 14:45

პროკურორ ამირან გულუაშვილის თქმით, თამარ ბაჩალიაშვილის საქმის მასალებში არსებობს აუდიო და ვიდეოჩანაწერები, რომელშიც ბაჩალიაშვილი ტყეში თვითმკვლელობით სიცოცხლის დასრულებაზე საუბრობს. როგორც პროკურორი ამბობს, მასალა ბაჩალი

თამარ ბაჩალიაშვილის სიკვდილის მიზეზი მედიკამენტოზური ინტოქსიკაცია უნდა იყოს - პროკურატურა

18 სექტემბერი, 2020 , 14:45

პროკურატურის განცხადებით, თამარ ბაჩალიაშვილის სიკვდილის მიზეზი მედიკამენტოზური ინტოქსიკაცია უნდა გამხდარიყო. უწყებაში გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა ქიმიურ-ტოქსიკოლოგიურ, ქიმიურ, ბიოლოგიურ, ტრასოლოგიური დასკვნებზე, ასევე

რუსთავში პოლიციელების მიმართ განხორციელებული ძალადობისა და წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით ორი პირი დააკავა

17 სექტემბერი, 2020 , 16:00

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2001 წელს დაბადებული ორი პირი - ბ.ბ. და ნ.უ. ქალაქ რუ

მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

17 სექტემბერი, 2020 , 15:15

საბაჟო გამშვებ პუნქტებზე „სადახლო-საავტომობილო“ და „წითელი ხიდი", არადეკლარირებული მედიკამენტების, სიგარეტისა და სხვადასხვა დასახელების საქონლის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტ

მორაგბის დაჭრის ფაქტზე რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი დააკავეს

17 სექტემბერი, 2020 , 10:40

მორაგბე, "შვიდკაცას" კაპიტნის რამაზ ხარაზიშვილის დაჭრის ფაქტზე შსს-მ ერთი პირი დააკავა. დაკავებულია რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი მერაბ ბესელია. უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტ