უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

14 ნოემბერი, 2017 14:55
font-size

ანაკლიის განვითარების კონსორციუმი ტენდერების გამოცხადებას იწყებს

ანაკლიის განვითარების კონსორციუმი 2017 წლის 15 ნოემბრიდან ტენდერების გამოცხადებას იწყებს. კონსორციუმი შესყიდვებს მაქსიმალურად კონკურენტუნარიან გარემოში განახორციელებს და ის ელექტრონული ტენდერების საშუალებით მოხდება. ტენდერებთან დაკავშირებული ყველა ინფორმაცია განთავსდება „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ვებ გვერდზე: http://www.anakliadevelopment.com/procurement.

ელექტრონული შესყიდვებისთვის კი გამოიყენება Etenders.ge-ს შესყიდვების ელექტრონული სისტემის B2B პლატფორმა.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ შესყიდვებით დაინტერესებულ პირებს რეკომენდაციას აძლევს დარეგისტრირდნენ ზემოაღნიშნულ პლატფორმაზე და გამოიწერონ სისტემური შეტყობინებები, რათა დროულად მოახერხონ გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობა.

„ჩვენ გამოვაცხადებთ როგორც ღია ტენდერებს, ასევე ტენდერებს პრეკვალიფიკაციის მიხედვით და დახურულ ტენდერებს სპეციფიური ხასიათის სამუშაოების მიხედვით. მზად ვართ ვითანამშრომლოთ ყველა დაინტერესებულ პირთან და კომპნიასთან. ველოდებით მათ წინადადებებს და ყველა მონაწილეს წარმატებას ვუსურვებთ!“, - განაცხადა ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა.

ანაკლიის პორტის სამშენებლო სამუშაოები 2017 წლის 20 დეკემბერს დაიწყება. ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პირველი ფაზის გახსნა 2020 წლის ბოლოს იგეგმება.

საშუალოვადიან პერიოდში საქართველო იქნება ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ეკონომიკა ევროპასა და რეგიონის ქვეყნებს შორის - ლევან დავითაშვილი

22 აპრილი, 2024 , 10:48

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს ეკონომიკაში არსებულ ტენდენციებსა და მათი განვითარების პროგნოზებზე, ეკონომიკის სექტორულ პრიორიტეტებსა და გამოწვევე

კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება, რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა და საპენსიო ფონდის როლი მნიშვნელოვნად იზრდება - ირაკლი ნადარეიშვილი

5 აპრილი, 2024 , 14:03

სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დინამიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკითხი, რომელიც ყოველთვის დგება განვითარებად ეკონომიკებში, არის

საქართველოში დაბალ ინფლაციას მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს - ეროვნული ბანკი

5 აპრილი, 2024 , 12:48

2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 0.01%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივ

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:27

მინდა, მივულოცო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი