უკან

ეკონომიკა

15 მარტი, 2019 17:05
font-size

ანაკლიის გზის პროექტირებაზე ინტერესი ოთხმა კომპანიამ გამოხატა

სავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ანაკლიის ღრმაწყლოვანპორტთან მისასვლელი საავტომობილო გზისა და რკინიგზის საპროექტო დოკუმენტაციის მოსამზადებლად, წინადადებების მიღება დასრულდა. ინტერესთა გამოხატვის პირველ ეტაპზე, საპროექტო დოკუმენტაციის მოსამზადებლად დაინტერესება სულ ოთხმა კომპანიამ გამოხატა და შესაბამისი ტექნიკური და ფინანსური წინადადება წარადგინა.

დეპარტამენტის ინფორმაციით, მონაწილეებს შორის ერთი ქართული კომპანიებისგან შემდგარი ამხანაგობაა. ასევე, წინადადებები წარადგინეს ესპანურმა, ხორვატიულმა და ავსტრალიურმა კომპანიებმა.

„პროცედურის პირველ ეტაპზე, შეფასდება ტექნიკური წინადადებები, რომლის წონა განისაზღვრება – 80 პროცენტით, ხოლო მეორე ეტაპზე, შეფასდება ფინანსური წინადადებები, რომლის წონა – 20 პროცენტია“, – ნათქვამია დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამასთან, უწყება აღნიშნავს, რომ 2018 წელს, პორტთან მისასვლელი საავტომობილო გზის, რკინიგზის და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობისათვის დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის მოსამზადებლად სამი ტენდერი გამოცხადდა, თუმცა ყველა მათგანი სხვადასხვა მიზეზით უშედეგოდ დასრულდა და გამარჯვებული ვერ გამოვლინდა.

„ტენდერების ჩაშლის მიზეზების ანალიზის შედეგად და კვალიფიციური კონტრაქტორის შერჩევის მიზნით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი საპროექტო მომსახურების მიმწოდებელს, ამჯერად, განსხვავებული წესით შეარჩევს. გამოცხადებული პროცედურის ფორმა შემუშავებულია საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების შესყიდვის პრაქტიკისა და სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნების გათვალისწინებით“, – აცხადებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 9 718 972 ლარს შედგენს. კომპანიასთან, რომელიც კონკურსში საუკეთესო წინადადებას წარადგენს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ხელშეკრულების გაფორმებას მარტის ბოლომდე გეგმავს.

„საპარტნიორო ფონდსა“ და ჩინეთის განვითარების ბანკს შორის ხელშეკრულება გაფორმდა

23 მარტი, 2019 , 12:35

„საპარტნიორო ფონდსა“ და „ჩინეთის განვითარების ბანკს“ შორის თანამშრომლობის ჩარჩო ხელშეკრულება და „20 მილიონი აშშ დოლარის სესხის ძირითადი პირობების შეთანხმება“ გაფორმდა. ფონდსა და ბანკს

შემოსავლების სამსახურის უფროსი ვახტანგ ლაშქარაძე ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრებს განაგრძობს

23 მარტი, 2019 , 12:21

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა ვახტანგ ლაშქარაძემ ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლებთან მორიგი შეხვედრა გამართა. ვახტანგ ლაშქარაძემ და შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ ზურაბ ძნელაშვილმა სტუ

ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა

23 მარტი, 2019 , 09:00

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 23 მარტისთვის დადგენილი კურსით, ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6821 ლარია. აქამდე მოქმედი კურსით ლარი 2.6793 ღირდა. შესაბამისად, ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.0028-ით

ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა

22 მარტი, 2019 , 18:09

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 23 მარტისთვის დადგენილი კურსით, ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6821 ლარია. აქამდე მოქმედი კურსით ლარი 2.6793 ღირდა. შესაბამისად, ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.0028-ით

ბიძინა ივანიშვილი ცდილობს საკუთარი საცეცებით გადაფაროს მსხვილი ბიზნესები - საერთაშორისო სავაჭრო პალატა პრემიერ-მინისტრს ღია წერილით მიმართავს

22 მარტი, 2019 , 12:03

საერთაშორისო სავაჭრო პალატის ეროვნული კომიტეტის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარის, ფადი ასლის წერილს საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისადმი უცვლელად გთავაზობთ. „ძვირფასო პრემიერ მინისტრო, ჩვენ ვიმედოვნებდი

საქართველოს ბანკი ქალების ბიზნესში მხარდაჭერას განაგრძობს

21 მარტი, 2019 , 13:15

საქართველოს ბანკი, ქვეყნის წამყვანი ბანკი, მარტის ქალების თვედ გამოცხადებასთან დაკავშირებით ქალებისთვის ბიზნესში სპეციალური ღონისძიებების განხორციელებას განაგრძობს. კერძოდ, აქტიურად მონაწილეობს და თავადაც უწევს ორგანიზებ