უკან

ეკონომიკა

22 მაისი, 2018 14:40
font-size

ანაკლიის პორტის ადრეული სახმელეთო სამუშაოების 80% დასრულებულია

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პირველი ფაზის ადრეული სახმელეთო სამუშაოების 80% დასრულებულია. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ და სახმელეთო სამუშაოების კონტრაქტორმა „კომპანია ბლექ სი გრუპმა“ სამუშაოები წინასწარ შემუშაებული სამოქმედო გეგმის მიხედვით შეასრულეს.

ტერიტორიაზე დასრულდა 110 ჰექტარზე ნაყოფიერი (ჰუმუსოვანი) ფენის თითქმის სრულად მოხსნა. სამშენებლო არეალის 100% გასუფთავებულია ნარჩენებისგან, მათ შორის, შენობა-ნაგებობებისგან და სახიფათო ნარჩენებისგან.

ამ ეტაპზე, პორტის ტერიტორიაზე მიმდინარეობს:

2.5 კმ-მდე სამელიორაციო არხის მშენებლობა

მილხიდების მშენებლობა

წყალსაქაჩი სადგურის მშენებლობა

სახმელეთო სამშენებლო სამუშაოების ყველა ეტაპის განმავლობაში გრძელდება დაკვირვება ფლორასა და ფაუნაზე, რათა მშენებლობის პროცესში მათ სათანადო გარემო პირობები შეექმნათ.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშოები საერთაშორისო და საქართველოში მოქმედი შრომის უსაფრთხოების სტანდარტების შესაბამისად მიმდინარეობს. კონსორციუმის წარმომადგენლები აგრძელებენ ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრებს მათი ინფორმირების მიზნით უსაფრთხოების წესებისა და მოსალოდნელი სამშენებლო აქტივობების შესახებ. ადრეულ სახმელეთო სამუშაოებში ჩაერთო და დასაქმდა ადგილობრივი მოსახლეობაც.

ანაკლიის პორტის ადრეულ სახმელეთო სამუშაოებს ახორციელებს „კომპანია ბლექ სი გრუპი“, რომელიც „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ 2017 წლის დეკემბერში შეარჩია. კომპანია ღია ტენდერის შედეგად, www etenders.ge-ზე გამოქვეყნებული სატენდერო დოკუმენტაციის შესაბამისად, 14 კანდიდატს შორის გამოავლინეს.

2018 წლის ზაფხულში იგეგმება პორტის ადრეული საზღვაო სამშენებლო სამუშაოების დაწყება. კერძოდ, დაიწყება რეკლამაცია, რომლის ფარგლებშიც ანაკლიაში დამაღრმავებელი გემი და სხვა საზღვაო და სახმელეთო დიდი რაოდენობით ტექნიკა შემოვა; სამუშაოების ამ ეტაპზე მოხდება 5 მლნ კუბური მეტრი მასალის ამოღება ზღვის ფსკერიდან 110 ჰექტარი ტერიტორიის რეკლამაციის მიზნით.

საქართველოს პირველი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პირველი ფაზის მშენებლობის დასრულება და ოპერირების დაწყება 2020 წლის მეორე ნახევარში იგეგმება.

კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება, რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა და საპენსიო ფონდის როლი მნიშვნელოვნად იზრდება - ირაკლი ნადარეიშვილი

5 აპრილი, 2024 , 14:03

სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დინამიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკითხი, რომელიც ყოველთვის დგება განვითარებად ეკონომიკებში, არის

საქართველოში დაბალ ინფლაციას მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს - ეროვნული ბანკი

5 აპრილი, 2024 , 12:48

2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 0.01%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივ

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:27

მინდა, მივულოცო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის

ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა

18 მარტი, 2024 , 13:04

მსოფლიო ბანკის შესყიდვის პროცედურების მიხედვით, ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი