უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი


ეკონომიკა

13 ოქტომბერი, 2017 14:10
font-size

ანაკლიის პორტის მშენებლობა 20 დეკემბერს დაიწყება

ანაკლიის პორტის სამშენებლო სამუშაოები 2017 წლის 20 დეკემბერს დაიწყება. ამის შესახებ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ წარმომადგენლებმა 12 ოქტომბერს ბიზნესმენებთან შეხვედრაზე განაცხადეს. „გადასახადის გადამხდელთა კავშირთან“ შეხვედრისას ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დაკავშირებით ბოლო 1 წლის განმავლობაში ჩატარებული წინასამშენებლო სამუშაოები შეაჯამეს და ქალაქ ანაკლიის კონცეფცია და სამუშაო პროცესი წარადგინეს.

„ანაკლიის პორტი ჩვენი ქვეყნისთვის უპრეცედენტო მასშტაბის პროექტია და მასზე მუშაობით დაიწყო ახალი რეალობის შექმნა ჩვენი ქვეყნისა და რეგიონისთვის. პროექტის მოსამზადებელი სამუშაოები შარშან დავიწყეთ და პირობა დავდეთ, რომ სულ რაღაც ერთ წელიწადში უშუალო მშენებლობის პროცესს დავიწყებდით. ეს იყო თავაუღებელი შრომის ერთი წელი, რომელშიც ჩართული იყო მთელი ჩვენი გუნდი, ექსპერტები, საკუთარი საქმის პროფესიონალები და ის მრავალი ადგილობრივი თუ საერთაშორისო კომპანია, რომლებიც საზღვაო, ინფრასტრუქტურული, გარემოს შესწავლისა თუ სხვა სფეროებში მსოფლიოში წამყვანნი არიან. ჩვენ შევძელით და ამ მასშტაბური მუშაობის ხარჯზე, დათქმულ დროში შევასრულეთ პირობა. ახლა კი პროექტის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება, ეს არის უშუალოდ პორტის მშენებლობა”, - განაცხადა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ.

მასთან ერთად პორტის პროექტის სამუშაოები შეაჯამეს კონსორციუმის გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა და „ანაკლია სითის“ დირექტორმა ქეთი ბოჭორიშვილმა.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

18 ოქტომბერი, 2017 , 17:40

8 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.4844 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4839 ლარი იყო. შესაბამისად,დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.05 თეთრი შეადგინა. გაუფასურდა ევრო

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 10-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

18 ოქტომბერი, 2017 , 15:10

საქართველოს ეროვნული ბანკი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგს აქვეყნებს: ,,2017 წლის 18 ოქტომბერს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირ

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

18 ოქტომბერი, 2017 , 09:00

17 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.4839 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.4826 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.13 თეთრი შეადგინა. გაუფასურდა ე

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

17 ოქტომბერი, 2017 , 17:30

17 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.4839 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4826 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.13 თეთრი შეადგინა. გაუფასურდა ევ

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს ტაჯიკეთის დელეგაცია ეწვია

17 ოქტომბერი, 2017 , 17:30

17 ოქტომბერს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ორგანიზებით, საზღვრის ინტეგრირებული მართვის ინსტიტუციური განვითარების პროექტის ფარგლებში, ტაჯიკეთის რესპუბლიკის უწყებათაშორი

ქალაქის ეკონომიკურ განვითარებაში ბიზნეს სექტორის ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია -კახა კალაძე

17 ოქტომბერი, 2017 , 16:15

„ყველაზე დიდი პრობლემა რაც გვაქვს ქვეყანაში და რომელიც აწუხებს მოსახლეობას, მათ შორის, დედაქალაქშიც, არის სამუშაო ადგილები, ადამიანების დასაქმება. სწორედ თქვენ უნდა შექმნათ ახალი სამუშაო ადგილები, თქვენ უნდა დაასაქ

ვიდეო გალერეა

ინტერვიუ ვანიჩკასთან - ნატო ჩხეიძე