უკან

ეკონომიკა

13 ნოემბერი, 2017 17:20
font-size

ანაკლიის პორტის პარტნიორის მენეჯმენტი საქართველოში სამუშაო ვიზიტით ჩამოვიდა

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ტერმინალ-ოპერატორის, უმსხვილესი ამერიკული კომპანიის SSA Marine – ს ვიცე პრეზიდენტი კარლ როჯერ საჰლინი და მთავარი ინჟინერი რიკარდო ჩენგი „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ. კომპანიის წარმომადგენლები ანაკლიის პორტის სამშენებლო სამუშაოების გეგმებს „ანაკლიის განვითრების“ კონსორციუმის მენეჯმენტთან ერთად განიხილავენ. ასევე, ერთი კვირის განმავლობაში თბილისსა და ბათუმში შეხვდებიან სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებს, ხოლო ანაკლიაშიპორტის პროექტის ტერიტორიას ეწვევიან.

„ჩვენ ჩამოვედით საქართველოში, რათა ჩვენს პარტნიორებთან ერთად ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობას შევუდგეთ. ჩვენ დღეიდან პორტის გაშვებამდე დეტალურად ვიქნებით ჩართულები ყველა სამუშაო პროცესში. ანაკლია იქნება ყველაზე თანამედროვე ღრმაწყლოვანი პორტი შავი ზღვის აუზში“, - განაცხადა SSA Marine-ს ვიცე პრეზიდენტმა კარლ როჯერ საჰლინმა.

„საქართველოში დიდი და მნიშვნელოვანი სამუშაოების ჩატარებას ვგეგმავთ. ჩვენ უნდა შევქმნათ საუკეთესო გუნდი, სადაც აქცენტს, პირველ რიგში, ქართველ ახალგაზრდებზე გავაკეთებთ, რათა ისინი ახალი პორტის თანამედროვე საოპერაციო და საინჟინრო სპეციალისტებად იქცნენ“, - განაცხადა SSA Marine-ის მთავარმა ინჟინერმა რიკარდო ჩენგმა.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

18 ნოემბერი, 2017 , 09:00

17 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.7268 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.7039 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 2.29 თეთრი შეადგინა. გამყარდა ევრო

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

17 ნოემბერი, 2017 , 17:15

17 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.7268 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7039 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 2.29 თეთრი შეადგინა. გამყარდა ევრო,

დიმიტრი ქუმსიშვილი „Hellenic Petroleum“-ის ხელმძღვანელებს შეხვდა

17 ნოემბერი, 2017 , 15:55

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ბალკანეთში უმსხვილესი ნავთობკონცერნის „Hellenic Petroleum“-ის ხელმძღვანელს გრიგორის სტერგიოულისს და კონცერნის სხვა წარმომ

საქართველო თავისი ბიზნესკლიმატით გამოირჩევა - დიმიტრი ქუმსიშვილი

17 ნოემბერი, 2017 , 15:55

„საქართველო თავისი ბიზნესკლიმატით გამოირჩევა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, ამ მხრივ, თავისუფალი ბაზარია, სადაც ყველა მოთამაშეს აქვს შესაძლებლობა, თანასწორი უფლებებით ისარგებლოს,“ - ამის შესახებ პირველმ

ის, რაც კარგია უკრაინისთვის, კარგია საქართველოსთვის და რაც კარგია საქართველოსთვის, კარგია უკრაინისთვის - დავით საგანელიძე

17 ნოემბერი, 2017 , 15:55

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ უკრაინის „აბრეშუმის გზის“ მეორე ფორუმში მიიღო მონაწილეობა. კიევში გამართული საერთაშორისო ფორუმის მიზანი აბრეშუმის გზის ქვეყნებს შორ

„აწარმოე საქართველოში“ პროგრამის დახმარებით კიდევ ერთი საწარმო ფართოვდება

17 ნოემბერი, 2017 , 15:20

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში გაფართოვებას ავეჯის კომპონენტების მწარმოებელი კომპანია შეძლებს. შპს „ჯეო დეკორი“ ავეჯის კომპო

ვიდეო გალერეა

ინტერვიუ ვანიჩკასთან - ნატო ჩხეიძე