უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

22 ოქტომბერი, 2019 16:40
font-size

ანაკლიის პროექტს პერფორმანსი და პარლამენტში ღია განხილვის მოწყობა არ სჭირდება - მაია ცქიტიშვილი

"ჩვენ ამ შეხვედრებს აუცილებლად გამართავთ იმ სამუშაო ფორმატში და არა პარლამენტში, რომელიც ორივე მხარეს საშუალებას მოგვცემს", - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

"ანაკლიის განვითარების პროექტს არ სჭირდება კიდევ ერთი პერფორმანსი და პარლამენტში ღია განხილვის მოწყობა. ჩვენ ამ შეხვედრებს აუცილებლად გამართავთ იმ სამუშაო ფორმატში და არა პარლამენტში, რომელიც ორივე მხარეს საშუალებას მოგვცემს ამ პროექტის წარმატებისთვის აუცილებელი გამოსავალი მოვძებნოთ.

ასევე არაერთი დებატი, ღია ეთერი, განცხადება მქონდა ანაკლისის თემასთან დაკავშირებით და ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ არ გვიჭირს ანაკლიის თემაზე ღია და საჯარო საუბარი. არაერთხელ იყო ასევე ჩემი მხრიდან შეთავაზება მამუკა ხაზარაძისთვის, რომელმაც რაც არ უნდა თქვას, მაინც არის ანაკლიის კონსორციუმის ძირითადი წარმომადგენელი, ღია და სატელევიზიო დებატები გაგვემართა, რაზეც მივიღეთ უარი. ახლა არის ის დრო, როცა ჩვენ კონსორციუმთან გვაქვს სამუშაო შეხვედრების ფორმატი. არასდროს არ გვქონია დიალოგის პრობლემა და შეხვედრის პრობლემა ანაკლიის კონსორციუმთან" - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ანაკლიის განვითარების კონსორციუმის ხელმძღვანელი ლევან ახვლედიანი მზადყოფნას გამოთქვამს, პარლამენტში ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტზე მოხსენებით წარდგეს.

ჩვენთან პოლიტიკურმა ძალებმა არ იციან, ფული აკეთონ თუ პოლიტიკა - დავით ჭიჭინაძე

2 ივნისი, 2020 , 16:50

ჩვენთან პოლიტიკურმა ძალებმა არ იციან, ფული აკეთონ თუ პოლიტიკა და აი, ეს არის მთავარი პრობლემა, - აცხადებს პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე. ამასთან, დეპუტატი ოპოზიც

ვთვლი, რომ ხალხის ზურგს უკან მიმდინარე გარიგებებს მნიშვნელობა არ უნდა მივანიჭოთ - დავით ჭიჭინაძე

1 ივნისი, 2020 , 17:10

რაზეც დღეს ოპოზიციური პარტიების ნაწილი და ხელისუფლება ვაჭრობს, არა მგონია ხალხისთვის ან მნიშვნელოვანი, ან საინტერესო იყოს. მითუმეტეს, რომ ეს წარმოდგენილი ვარიანტი ისიც კი არ არის, რასაც ხალხი ითხოვდა“, - აცხადებს პ

ძალიან კარგ ადგილზე ვარ და პოლიტიკაში დაბრუნების სურვილი არ მაქვს - ამირან გამყრელიძე

1 ივნისი, 2020 , 16:25

"პოლიტიკაში ვიყავი 1994 წლიდან 2004 წლის თებერვლამდე, როდესაც დავტოვე პოსტი. მეორედ ამის შემოთავაზება იყო 2012-ში და იცით, რომ მე 69 წლის ვარ. ჩემთვის ეს უკვე განვლილი გზაა, დამთავრებულია",- ამის შესახებ დაავადებათა კონტ

სამთავრობო პროგრამის ანგარიში არის კომპლექსური დოკუმენტი, რომელიც დეტალურად ასახავს პრიორიტეტებს - ნათია მეზვრიშვილი

1 ივნისი, 2020 , 16:00

საქართველოს მთავრობამ პარლამენტში წარადგინა სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიში, რომელიც საკმაოდ კომპლექსური დოკუმენტია და დეტალურად ასახავს მთავრობის მიერ განხორციელებულ აქტივობებს, რომელიც სამთავრობო პროგრამით გან

დარჩენილია ერთი პატარა ნაბიჯი - გიორგი რურუას გათავისუფლება - რომან გოცირიძე

1 ივნისი, 2020 , 15:30

თუ საკონსტიტუციო ცვლილებებს პარლამენტი ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილის მონაწილეობის გარეშე დაამტკიცებს, ეს სერიოზულ პრობლემებს შექმნის და არჩევნების ლეგიტიმაცია კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება, - აცხადებს ფრაქცია „ნაცი

გიორგი გახარია რომან გოცირიძეს - წარსულში ცხოვრობთ და დარჩებით იქ

29 მაისი, 2020 , 16:26

წარსულში ცხოვრობთ და დარჩებით იქ, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საპარლამენტო უმცირესობის წევრის, რომან გოცირიძის კითხვას, რომელიც ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის მიერ თანამდებო

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ქრისტე აღსდგა!