უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

12 ივნისი, 2019 11:02
font-size

ანაკლიის პროექტში ჩვენს ვალდებულებებს ვასრულებთ და ამაში კონსორციუმსაც ვეხმარებით - მამუკა ბახტაძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, ანაკლიის პროექტს სახელმწიფოს ხრიდან სრული მხარდაჭერა აქვს და მთავრობა ნაკისრ ვალდებულებებს ასრულებს, ამასთან კონსორციუმსაც ეხმარება.

ამის შესახებ ბახტაძემ ჟურნალისტებს ვაშინგტონში განუცხადა.

"ანაკლიის პორტის პროექტს ჩვენი მხრიდან აქვს სრული მხარდაჭერა; ჩვენ ვასრულებთ ჩვენს ვალდებულებებს და მეტიც, ვეხმარებით კონსორციუმის წევრებს, მათაც შეასრულონ თავიანთი ვალდებულებები, რომ შედეგად საქართველომ მიიღოს ღრმაწყლოვანი პორტი და სრულფასოვნად აითვისოს საკუთარი სატრანზიტო პოტენციალი", - განაცხადა პრემიერმა.

პრემიერმა ისაუბრა სიეტლში კომპანია შშA Mარინე-თან გამართულ შეხვედრაზე და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის სურვილია, მსგავსი პროფილისა და მასშტაბის ამერიკული კომპანიები ანაკლიის პორტის პროექტში უფრო ფართოდ იყვნენ წარმოდგენილი.

“ჩვენი მთავარი სტრატეგია გულისხმობს იმას, რომ სწორედ საქართველო უნდა იყოს რეგიონის ეკონომიკური ცენტრი. ამისთვის ჩვენ გვჭირდება შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რათა მივაღწიოთ მიზანს და საქართველო იყოს ეკონომიკური ცენტრი. ანაკლიის პორტის პროექტს ჩვენი მხრიდან აქვს სრული მხარდაჭერა”, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ქალთა ეკონომიკური გაძლიერება უმნიშვნელოვანესია ინკლუზიური ეკონომიკური განვითარებისათვის - ეკატერინე მიქაბაძე

15 ივნისი, 2019 , 14:31

„ქალთა ეკონომიკური გაძლიერება უმნიშვნელოვანესია ინკლუზიური ეკონომიკური განვითარებისათვის. ეკონომიკური მოდელი, სადაც საზოგადოების ყველა წევრს თანაბარი შესაძლებლობები და არადისკრიმინაციული წვდომა ექნება იმ სარგებელზე

შპს `ზიქსიფეის` საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაცია გაუუქმდა

14 ივნისი, 2019 , 15:13

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, არჩილ მესტვირიშვილის 2019 წლის 06 ივნისის N43 განკარგულების საფუძველზე, შპს "ზიქსიფეის" (საიდენტიფიკაციო ნომერი: 404551150) საგადახდო მომსახურების პროვაიდე

საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობა გაიზარდა

14 ივნისი, 2019 , 14:58

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2019 წლის მაისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 145.8 მლნ აშშ დოლარი (400.4 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 11.8 პროცენტით (15.4 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2018 წლი

თბილისში ღვინის მე-11 საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოვეს

14 ივნისი, 2019 , 11:51

თბილისში გამართულ ღვინის მე-11 საერთაშორისო კონკურსზე International Wine Competition ოქროს მედალი 26-მა ღვინომ დაიმსახურა. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ამასთან ერთად, ვერცხლის მედლით 52 და ბრინჯაოს მედლით 133 ღ

შემოსავლების სამსახურის უფროსი ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა

13 ივნისი, 2019 , 12:55

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსი ვახტანგ ლაშქარაძე ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა და ასოციაციის წევრებს საგადასახადო სისტემაში მიმდინარე რეფორმები გააცნო. ამის შესახებ &b

ჩვენი და აშშ-ის მთავრობის ხედვა ანაკლიის პროექტის შესახებ ერთმანეთის იდენტურია - ნათია თურნავა

13 ივნისი, 2019 , 12:02

ანაკლიის პროექტი სტრატეგიული მნიშვნელობისაა და ბუნებრივია, რომ მასზე გაამახვილა ყურადღება ისეთმა მაღალი რანგის თანამდებობის პირმა, როგორიცაა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო, - განაცხადა აშშ-ში ვიზიტით მყოფმა ეკონომ

ვიდეო გალერეა

ქრისტე აღსდგა!