უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კონფლიქტის ზონა

13 მარტი, 2018 15:25
font-size

ანატოლი ბიბილოვმა არჩილ ტატუნაშვილის “დაღუპვაზე ატეხილი ისტერია” საქართველოში მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებს დაუკავშირა

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის განცხადებით, „დღეს საქართველოში მიმდინარეობს მწვავე პოლიტიკური ბრძოლა საპრეზიდენტო არჩევნების წინ, სხვადასხვა პოლიტიკური ძალა ცდილობს, ქულები დაწეროს პოპულისტური განცხადებებითა და აქციებით, ხოლო ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი მეზობლების შემთვევაში, ასეთი ქულების დაგროვება ყველაზე ადვილია ნაციონალიზმით, რევანშისტული განცხადებებითა და ეროვნებათშორისო შუღლის გაღვივებით“.

მისივე თქმით, „ძირითადი უფლებების არანაირი რეალური დარღვევა მათ არ აინტერესებთ, თორემ ისინი აიმაღლებდნენ ხმას იმ შემთხვევებში, როცა ქართული პოლიციის მიერ განხორციელებული დაკავების შემდეგ გაუჩინარდნენ ჩვენი მოქალაქეები, მათ შორის არასრულწლოვნები და ამის უდავო მტკიცებულებები არსებობს“.

მისი შეფასებით, ინფორმაციული თავდასხმის სამიზნეა რუსეთი, რომლის წარმოჩენა დასავლელ პოლიტიკოსებს სურთ აგრესორად და ოკუპანტად.

22 თებერვალს საოკუპაციო ძალებმა ახალგორის რაიონში საქართველოს სამი მოქალაქე: არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი დააკავეს. მომდევნო დღეს ოსურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია ტატუნაშვილის დაღუპვის შესახებ. ოფიციალური თბილისი ითხოვს ცხედრის გადმოცემას, თუმცა ცხინვალი ამ პროცესს აჭიანურებს.

ეუთო-ს მონაწილე ქვეყნების ვალდებულებათა შესრულების შემფასებელ შეხვედრაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილეს

20 სექტემბერი, 2018 , 16:35

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობა იყო მთავარი თემა ღონისძიებაზე, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვის განზომილება - ეუთო-ს მონაწილე ქვეყნების ვალდებულებათა შესრულების

მზად ვართ თბილისთან დისკუსიებისთვის, თუკი ხელს მოაწერენ მემორანდუმს ძალის გამოუყენებლობის შესახებ და აღიარებენ სამხრეთ ოსეთს - ანატოლი ბიბილოვი

20 სექტემბერი, 2018 , 13:15

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის განცხადებით, ოსური მხარე მზადაა დისკუსიისთვის თბილისთან იმ შემთხვევაში, თუკი საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობა ხელს მოაწერს ძალის გამოუყენებლობის შეს

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი ერთი დღით ე.წ. საზღვარს კეტავს

19 სექტემბერი, 2018 , 10:35

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი ერთი დღით ე.წ. საზღვარს ჩაკეტავს. როგორც ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. მთავრობა აცხადებს, აღნიშნული დაკავშირებულია საზეიმო ღონისძიებებთან, რომელიც ცხინვალში გაიმართება და ე.წ. რესპუბლიკის დაარსებ

ერგნეთში შეხვედრა დე-ფაქტო ხელისუფლების წაემომადგენლებმა ჩაშალეს

14 სექტემბერი, 2018 , 15:40

დღეს ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 89-ე შეხვედრა დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა პროტესტის ნიშნად ჩაშალეს. ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იუწყე

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 89-ე შეხვედრა დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა პროტესტის ნიშნად ჩაშალეს - სუს-ი

14 სექტემბერი, 2018 , 15:40

მიმდინარე წლის 14 სექტემბერს ერგნეთში გამართული ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 89-ე შეხვედრა დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა პროტესტის ნიშნად ჩაშალეს, - ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრ

ევროკავშირი მოითხოვს არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე სათანადო გამოძიება ჩატარდეს და მართლმსაჯულება აღსრულდეს გიგა ოთხოზორიას საქმეზე

13 სექტემბერი, 2018 , 11:00

ევროკავშირმა საქართველოს რეგიონებში - აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“ რუსეთის უკანონო სამხედრო ყოფნის, სამხედრო სწავლების ჩატარებისა და სამხედრო ინფრასტრუქტურის გაძლიერების გამო შეშფოთება გამოთქვა. ამის შესახებ

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`