უკან

რეგიონები

19 ივნისი, 2019 11:25
font-size

ანჯელის მასივებში საყანე ფართობები ცივი შესხურების მეთოდით მუშავდება

სურსათის ეროვნული სააგენტო აბაშის მუნიციპალიტეტში, კერძოდ, ანჯელის მასივებში, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებს სპეციალიზებული ტექნიკის გამოყენებით ატარებს. საყანე ფართობების პერიმეტრი ცივი შესხურების მეთოდით მუშავდება.

როგორც “მედიანიუსს“ სურსათის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, სასოფლო-სამეურნეო კულტურებზე ფაროსანას გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ბუფერულ ზონებში, საყანე ფართობების მიმდებარედ დამონტაჟებულია „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურები და მავნებლის დამჭერი ფერომონიანი ხაფანგები. აღნიშნული სადგურების მეშვეობით ხდება მავნებლის მოზიდვა და შემდეგ პრეპარატის შესხურებით მისი განადგურება.

იმერეთის, გურიის, სამეგრელოს, აჭარის რეგიონების იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც მავნებელი ფიქსირდება, წამლობა თერმული ნისლის ტექნოლოგიითა და ცივი შესხურებით ყოველდღიურად მიმდინარეობს.

ანჯელის ტერიტორიაზე წამლობას საკოორდინაციო მართვის ცენტრისა და მონიტორინგის ჯგუფის წარმომადგენლებთან ერთად თვალს ადევნებენ მეფუტკრე ფერმერები, რომლებიც აცხადებენ, რომ წამლობა მათთან თანამშრომლობით დაიგეგმა და მცენარეების ყვავილობის ფაზის დასრულების შემდეგ დაიწყო. ფუტკრის მაქსიმალური დაცვისათვის თერმული ნისლით წამლობა მიმდინარეობს 21:30 საათიდან, როცა ფუტკარი დაბინავებულია.

დღეის მონაცემებით, დასავლეთ საქართველოში თერმული ნისლის ტექნოლოგიით დამუშავებული 1 935 ჰა ფართობი; ცივი შესხურების მეთოდით - 12 187 ჰა ფართობი. იმ სოფლებში, სადაც მავნებლის მაღალი რაოდენობა ფიქსირდება, დამონტაჟებულია 36 690 „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგური და 3 074 მონიტორინგის ფერომონი. დამჭერ ხაფანგებზე დაკვირვება და მონიტორინგი აქტიურად მიმდინარეობს.

11-25 აპრილს გომბორი-თელავის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

10 აპრილი, 2024 , 11:05

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 11 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზ

საქართველოს ბანკის რიგით 21-ე იდეათეკა ახალციხეში გაიხსნა

25 მარტი, 2024 , 17:05

საქართველოს 8 რეგიონში უკვე საქართველოს ბანკის 21 მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცე - იდეათეკა ფუნქციონირებს. ეს ყველაფერი არაა. ფინანსური ინსტიტუტი მოსწავლეებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. საქ

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

25 მარტი, 2024 , 12:09

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. "აჭარის ტელევიზიის" ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ ოჩხამურთან მოხდა და გარდაცვლილები ოჯახის წევრები არიან.  სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის განმარტებით,

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა

20 მარტი, 2024 , 12:00

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ახალ გუბერნატორს დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრემიერმა ლევან ხარაბაძ

ოზურგეთი-თბილისის მატარებელი სოფელ ნატანებთან ლიანდაგიდან გადავიდა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა

20 მარტი, 2024 , 11:48

ოზურგეთი-თბილისის მატარებლის ელმავალი და პირველი ვაგონი სოფელ ნატანებთან ლიანდაგს ასცდა. როგორც საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მათივე ცნობით, ამ დროისათვის მიმდინარეობს მოკვლევა დ

დედოფლისწყაროში, ტყის მიმდებარედ მამაკაცი ხანძრის გაჩენას ცდილობდა - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

5 მარტი, 2024 , 11:16

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც დედოფლისწყაროს რაიონში, ტყის მიმდებარედ ხანძარს მიზანმიმართულად აჩენდა, 500 ლარით დაჯარიმდა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. „შინა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი