მსოფლიო
ანგელა მერკელი სირიაში სამხედრო ჩარევას გამართლებულად მიიჩნევს
გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი, სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების გამო კოალიციური შეტევის ფაქტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სამხედრო ჩარევა აუცილებელი და გამართლებული იყო.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ იმ ფაქტს, რომ ჩვენმა ამერიკელმა, ბრიტანელმა და ფრანგმა მოკავშირეებმა საკუთარ თავზე ეს პასუხისმგებლობა აიღეს. სამხედრო ჩარევა აუცილებელი და გამართლებული იყო,“ - განაცხადა მერკელმა.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შეიარაღბულ ძალებს იმ ობიექტებზე წერტილოვანი დარტყმების განხორცილება უბრძანა, რომლებიც სირიელი დიქტატორის, ბაშარ ასადის ქიმიურ შეიარაღებას შეიძლება უკავშირდებოდეს.
საჰაერო იერიშის დასრულების შემდეგ, აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ჯეიმს მეტისმა განაცხადა, რომ დამატებით სხვა იერიშები არ იგეგმება, თუმცა არც გამორიცხულია.
აშშ-ი რუსეთის ელჩის ანატოლი ანტონოვის განცხადებით, სირიაში აშშ-ის და მისი მოკავშირეების მოქმედებები უპასუხოდ არ დარჩება.
ცირა გურგენიძე