უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

17 აგვისტო, 2018 11:05
font-size

ანგელა მერკელის ვიზიტი პოლიტიკურის გარდა ეკონომიკურ კომპონენტსაც მოიცავს - მამუკა ბახტაძე

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის საქართველოში მოახლოებული ვიზიტის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, მერკელის ჩამოსვლა პოლიტიკურის გარდა, ეკონომიკურ ხასიათსაც ატარებს, რადგან მას ჩამოჰყვებიან ბიზნესწრეების წარმომადგენლები.

„23 აგვისტოს საქართველოს ეწვევა გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი. ეს გახლავთ მისი პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში.

მაღალი დონის ვიზიტი ხაზს უსვამს საქართველო-გერმანიას შორის მჭიდრო ურთიერთობის ხარისხს.

მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურის გარდა, ეს ვიზიტი მოიცავს ეკონომიკურ კომპონენტსაც, ქალბატონ მერკელს ჩამოჰყვებიან ბიზნესწრეების წარმომადგენლებიც, რომელთან ერთადაც მრგვალი მაგიდის ფორმატში გვექნება საუბარი. მნიშვნელოვანია, რომ ამ შეხვედრებში მონაწილეობას მიიღებენ ქართული კომპანიებიც.

ვიზიტისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საქართველო-გერმანიის ურთიერთოების შემდგომ გაღრმავებას, ორ ქვეყანას შორის პარტნიორული ურთიერთობებისა და მეგობრობის კიდევ უფრო განმტკიცებას.

წამყვანი ევროპული ქვეყნის უმაღლესი რანგის თანამდებობის პირის სტუმრობა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო ევროპისთვის ნამდვილად არის სანდო და საიმედო პარტნიორი“, – განაცხადა ბახტაძემ.

პირობას გაძლევთ, რომ მე თვითონ აქტიურად მივადევნებ თავლყურს - თამარ ჩუგოშვილი „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე

22 სექტემბერი, 2018 , 17:15

პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა პირობა დადო, რომ „ომეგა ჯგუფისა“ და ტელეკომპანია „იბერიას“ საქმეს უფრო დეტალურად გაეცნობა. „ცალსახად უნდა დაიკითხონ, ცალსახად, გ

ხუთივე ფირზე დაიწყოს გამოძიება - გრიგოლ ვაშაძე „ომეგას“ საქმეზე

22 სექტემბერი, 2018 , 16:35

გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ მოითხოვა თბილისის პროკურატურისგან, რომ „ომეგა ჯგუფისა“ და „იბერია ტვ“-ის საქმეზე გამოქვეყნებულ ხუთივე ჩ

7% ვის მიჰქონდა, ვინ იყვნენ ეს ბიჭები? - გიორგი ფანცულაია “ომეგა ჯგუფის” საქმეზე

22 სექტემბერი, 2018 , 15:55

„ომეგა ჯგუფისა“ და ტელეკომპანია „იბერიას“ ადვოკატის გიორგი ფანცულაიას განცხადებით, ინფორმაციას თბილისის პროკურატურის მიერ მიმდინარე გამოძიებაზე „ომეგა ჯგუფის“ მხარე მიიღებს მას შემდეგ,

გაერო-ს ტრიბუნას გამოვიყენებთ საქართველოს პრობლემატიკის და ქვეყნის განვითარების ხედვების წარმოსაჩენად - დავით ზალკალიანი

22 სექტემბერი, 2018 , 14:30

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, გაერო-ს გენერალური ასაბლეის 73-ე სესიაზე საქართველოს მთავრობის მეთაურის გამოსვლაში ყურადღება გამახვილდება საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის პრობლემატი

სურთ გადაიტანონ პარლამენტი, რაც თბილისში საცობების და ხალხის გაღიზიანების მეტს არაფერს გამოიწვევს - გრიგოლ ვაშაძე

22 სექტემბერი, 2018 , 13:40

გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ მხარდამჭერებთან ერთად პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადატანა გააპროტესტა. „დღეს, გაერთიანებულ ოპოზიციას აქვს პატივი, იდ

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ევროპის საბჭოს დელეგაციას შეხვდა

22 სექტემბერი, 2018 , 13:40

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ევროპის საბჭოს წამებისა და არაადამიანური, ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა, თუ დასჯის საწინააღმდეგო ევროპული კომიტეტის დელეგაციას შეხვდა, რომელმაც საქართველოში თავისუფლების შეზღუდ

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`