უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

12 ივლისი, 2017 18:50
font-size

ანიმაციური სერიალისთვის საუკეთესო, კრეატიული იდეის გამოსავლენად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ატარებს „კრეათონს“

საბავშვო-შემეცნებითი, ანიმაციური სერიალისთვის საუკეთესო, კრეატიული იდეის გამოსავლენად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ატარებს „კრეათონს“, რომლის ფარგლებში, კონკურსის მონაწილეები ერთმანეთს 8 საათის განმავლობაში შეეჯიბრებიან.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, „კრეათონი“ ორ მიმართულებას მოიცავს - სინოფსისს (შინაარსი, ამბავი) და გმირების, პერსონაჟების ვიზუალური მხარე - ესკიზები (დასაშვებია როგორც ელექტრონული, ასევე ფურცელზე შესრულებული) მსურველებს მონაწილეობა შეეძლებათ როგორც ერთ, ასევე ორივე მიმართულებით, დამოუკიდებლად ან ჯგუფში(ჯგუფის წევრთა რაოდენობა 3 მონაწილეს არ უნდა აღემატებოდეს).

კრეათონში მონაწილეობა ყველა დაინტერესებულ პირს, მათ შორის, სტუდენტებს და 14 წლის ზემოთ ასაკის მოსწავლეებს შეუძლიათ, რომლებიც „კრეათონის“ მსვლელობისას უზრუნველყოფილი იქნებიან კვებით. ამისათვის, 12.07.2017- 19.07.2017 ვადებში, ისინი ვებგვერდზე http://mes.gov.ge/kreatoni/ უნდა დარეგისტრირდნენ. „კრეათონში“ მონაწილეობას მიიღებს დარეგისტრირებული პირველი 100 მსურველი.

კომპეტენტური ჟიურის მიერ გამოვლენილ გამარჯვებულებს, ფულადი ჯილდო, 1000 ლარი გადაეცემა.

„კრეათონი“ არის კონკურსი, სადაც მონაწილეები, მოკლე დროში ინდივიდუალურად ან ჯგუფურად მუშაობენ კონკრეტული დავალების კრეატიულად შესრულებასა და ახალი იდეების გენერირებაზე.

28-29 მარტს საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი

27 მარტი, 2024 , 13:00

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 28-29 მარტს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 30 მარტს გაწვიმდება. „თბილისში 28-29 მარტს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. 30 მარტს ხანმოკლე წვიმაა მო

საქართველო, ისრაელი, მსოფლიო ებრაელობა - 35 წელი ურთიერთობების დაწყებიდან

27 მარტი, 2024 , 12:10

საქართველოს ისრაელის პარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის  ხელმძღვანელის და ქნესეთში ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარის დავიდ ბიტანის ხელმძღვანელობით დელეგაცია  ეწვევა. სტუმრების მასპინძელია „ისრაე

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დასრულდა

25 მარტი, 2024 , 18:59

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დასრულდა. „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის პირადმა წარმომადგენელმა სოფო ჯაფარიძემ და &bd

დღეს, როგორც არასდროს, გვმართებს ფიქრი, რა დიდი წყალობა გვებოძა ღვთისგან ავტოკეფალიის სახით და რა უნდა ვაკეთოთ ეკლესიისა და ქვეყნის უფრო განვითარებისთვის - მეუფე შიო მუჯირი

25 მარტი, 2024 , 17:35

დღეს, როგორც არასდროს, გვმართებს, ვიფიქროთ იმაზე, თუ რა დიდი წყალობა გვებოძა ღვთისგან ავტოკეფალიური ეკლესიის სახით, რა დიდი საუნჯეა ეს და დავფიქრდეთ, თუ რა უნდა ვაკეთოთ იმისთვის, რომ არა მხოლოდ შენარჩუნდეს ეს დ

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს

25 მარტი, 2024 , 13:51

26 მარტიდან 27 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, დასავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალ მთაში ზოგან ძლიერი თოვა და ქარბუქი. ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ძველ თბილისში ibis Styles - ის ბრენდის ახალი სასტუმრო აშენდება

25 მარტი, 2024 , 13:44

საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ბანკი,  სტუმარ - მასპინძლობის სექტორის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით, კომპანია „კალა უბანი“ ibis Styles-ის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი