უახლესი ამბები
არქივი
ძებნა
ანონსები
სამართალი
ანკარაში საქართველოს და თურქეთის შს სამინისტროების წარმომადგენელთა შეხვედრა გაიმართა 20.06.2012 14:46

ანკარაში გაიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს თურქეთის ეროვნული პოლიციის წარმომადგენელთა მესამე ერთობლივი კომისიის სხდომა, „საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ" 1994 წლის შეთანხმებით გათვალისწინებული თანამშრომლობის ფარგლებში.

შს სამ9ინისტროს ცნობით, შეხვედრაში მხარეებმა განიხილეს ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის, ტრეფიკინგის, ტერორიზმისა და კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ერთობლივი საკითხები და ხელი მოაწერეს სხდომის ოქმს, რომელშიც განისაზღვრა მხარეთა სამომავლო თანამშრომლობის გეგმები. მხარეებმა აგრეთვე მიაწოდეს ერთმანეთს თავიანთი განახლებული საკონტაქტო ინფორმაცია.

შეხვედრას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან ესწრებოდნენ შსს კონტრტერორისტული ცენტრის, შსს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტისა და შსს საერთაშორისო ურთიერთობების მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი პირები