უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ანონსები

1 ოქტომბერი, 2020 10:39
font-size

ანონსი - 01.10.20

11:00 - ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან "ახალგაზრდა თაობა" თამარ ჟვანიას ,,პატრიოტთა ალიანსის” და #7 ოლქში მაჟორიტარად ირმა ინაშვილის კანდიდატურის მოხსნის მოთხოვნით მიმართავს.

მის.: დავით აღმაშენებლის ხეივანი 138
საკონტაქტო: დავით დონერიანი - 577 30 05 65

11:00 - „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ბრიფინგს გამართავს
თემა: „კორონავირუსი და პრობლემის წინაშე დამდგარი ჩაფლავებული ხელისუფლება“.
მის.: ქეთევან წამებულის 47

11:00 - დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ხმების დაცვის და დარღვევების შემთხვევაში ინფორმაციის გაცვლის შესახებ მემორანდუმს მოაწერენ ხელს.
ღონისძიებას დაესწრებიან: დამოუკიდებელი კანდიდატი ანა დოლიძე, „ჩვენი საქართველო სოლიდარობის ალიანსი“ - გედევან ფოფხაძის შტაბის უფროსი მირიან ნიკოლაძე, გაერთიანებული ოპოზიცია - ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, „თავისუფალი საქართველო“ - თენგიზ ომანიძე, „გაჩეჩილაძე მწვანეთა პარტია“ - თამარ ჭიჭინაძე, პატრიოტთა ალიანსი - არჩილ ბენიძე, „რეფორმერი“ - დავით შალუტაშვილი, დამოუკიდებელი კანდიდატი გიორგი ქაჯაია.
მის.: ტერმინალი (ილიას ბაღი) აღმაშენებელის გამზირი N73
საკონტაქტო: 599437403

11:00 - EMC-ის ოფისში EMC, პლატფორმა „სალამი“, სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტი და ინდივიდუალური აქტივისტები მარნეულში მიმდინარე ძალადობრივი ინციდენტებისა და პოლიტიკური პროცესების შესახებ პრესკონფერენციას გამართავენ.
მის: ი. აბაშიძის 12ბ
საკონტაქტო პირი: სალომე აჩბა 593 737 503

11:30 - მედიაჰოლდინგ „კვირას" პრესკლუბში „სილქნეტის" გაფიცული თანამშრომლები პრესკონფერენციას გამართავენ.
თემა: „სილქნეტის“ თანამშრომლების ნაწილის გაფიცვა და მოთხოვნები. მოწოდება კომპანიას.
მის: კოსტავას ქ.47/57
საკონტაქტო: 593 53 45 24

12:00 - ქუთაისში, „ევროპული საქართველოს“ პარტიის ოფისში, გიგი უგულავას, დავით ბაქრაძის, გიგა ბოკერიას და ოთარ კახიძის ბრიფინგი გაიმართება.
მის.: ქუთაისი, თამარ მეფის #40
საკონტაქტო: თორნიკე დიასამიძე-597040608

12:00 - თბილისის მერი, კახა კალაძე მერის მოადგილე ანდრია ბასილაიასთან და კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროს ირაკლი გვილავასთან ერთად, რეაბილიტირებულ სპორტულ ცენტრ „იმედს“ დაათვალიერებს.
მის.: მუშთაიდის ბაღის მიმდებარე ტერიტორია
საკონტაქტო: გვანცა პაპავაძე - 591 00 49 31

13:00 - განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში XV საიუბილეო საერთაშორისო ფესტივალის „აღდგომიდან ამაღლებამდე“ შესახებ პრესკონფერენცია გაიმართება.
მის.: სანაპიროს #4

13:00 - თბილისის ზღვაზე, „საქართველოს მემატიანეს“ ტერიტორიაზე, პოლიტიკური პარტია „თეთრები“ გამართავს პარტიის პროგრამისა და პარტიული სიის პრეზენტაციას.
საკონტაქტო: ირინა ჯიბლაძე - 595 41 27 72

20:00 - პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" 2020 წლის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციას გამართავს.
მის.: წერეთლის 118, გამოფენების ცენტრი „ექსპო-ჯორჯია", პავილიონი N 11