უკან

ანონსები

5 ივნისი, 2020 10:00
font-size

ანონსი - 05.06.20

11:00 - ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული).

11:00 საათზე, პარლამენტის წევრი გია ჟორჟოლიანი ბრიფინგს გამართავს.
პარლამენტი B კორპუსი, II სართული (ბიუროს ოთახის წინ).

11:30 - „ერთიანი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ახვლედიანი „მედიაცენტრ მთავარში” პოლიტიკურ განცხადებას გააკეთებს.
მის: გალის ქუჩა #1.
საკონტაქტო: ეკა გულუა - 599726565

12:00 - პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციისა და აგრარულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივი სხდომა გაიმართება.
პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული).

12:00 - მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ანალიტიკოს ლევან ნიკოლეიშვილის პრესკონფერენცია გაიმართება.
თემა: რუსეთის შეტევა ლუგარის ლაბორატორიაზე - რატომ სურს ოკუპანტს კვლევით ცენტრში შესვლა? საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხი საარჩევნო სისტემაზე - ემუქრება , თუ არა საფრთხე ცვლილებების მიღებას.
მის: კოსტავას ქუჩა 47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.
საკონტაქტო: 593 53 45 24

12:00 - პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ერთობლივი სხდომა გაიმართება.
ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული).
ერთობლივი სხდომის შემდეგ - იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.
ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული).

12:00 - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ორგანიზებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში პრესკონფერენცია გაიმართება და გამოცხადდება კონკურსი „სუფთა რეგიონი - 2020“. პრესკონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, სოლომონ პავლიაშვილი; შვედეთის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი, ერიკ ილლესი; „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები- საქართველოს“ თავმჯდომარე, ნინო ჩხობაძე;
მის: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეზო (მარშალ გელოვანის #6)

13:00 - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან “გარემოს დაცვის საერთაშორისო დღესთან” დაკავშირებით, ეკოლოგი და „ლეიბორისტული პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი, ორგანიზაციის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, გამოფენა-პერფორმანსს სახელად „საოცნებო ეკოციდის ქრონიკები“ გამართავს.
მის: მარშალ გელოვანის №6
საკონტაქტო: ელენე ბერიძე - 593544333

14:00 - პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა გაიმართება.
ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული).

16:00 - პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა გაიმართება.
კომიტეტის სათათბირო ოთახი N221 (C კორპუსი, II სართული).

19.00 - ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას ძეგლთან, მოძრაობა #შემახეამნისტია გამართავს აქციას მოთხოვნით: შემახე ამნისტია.
საკონტაქტო პირი: გიორგი გაბედავა 574 370473

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე