უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ანონსები

5 დეკემბერი, 2019 11:00
font-size

ანონსი - 05.12.19

11:00 - იურისტების ჯგუფი (ბექა ბასილაია, გიორგი ჟამუტაშვილი და სხვები) რომელიც პოლიციელებისგან უფლებების გადამეტების ფაქტებს სწავლობენ, ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან ბრიფინგს გამართავს.

11:00 - განათლების სამინისტროსთან ,,ლელო’’ პრესკონფერენციას გამართავს.
მის: დ. უზნაძის #58
საკონტაქტო: 595 08 45 33

11:00 - სასტუმრო „ჰოლიდეინში“ საია კვლევის „სავალდებულო გენდერული კვოტა საპარლამენტო არჩევნებისას ევროკავშირის წევრ ქვეყნებში“ პრეზენტაციას გამართავს.
მის: 26 მაისის მოედანი 1

11:00 - მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში პარტია „გირჩის“თავმჯდომარე იაგო ხვიჩია განცხადებას გააკეთებს.
თემა: ოპოზიციის ახალი კანონპროექტი შერეულ საარჩევნო სისტემაზე , რომლის ერთერთი ავტორი ზურაბ ჯაფარიძეა. ნინო ბურჯანაძის ვიზიტი მოსკოვში. აქციები და კონტრაქციები - არის თუ არა ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხე.
მის: კოსტავას ქუჩა 47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.
საკონტაქტო: 593 53 45 24

11:00 - საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური წარადგენს ოფიციალური სტატისტიკის ეროვნული სისტემის განვითარების პირველ სტრატეგიას, რომელიც 2020-2023 წლებს მოიცავს. სტრატეგიული დოკუმენტს წარადგენს საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე.
მის: სასტუმრო "რუმსი", მერაბ კოსტავას #14.

11:00 - თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური, ფარნავაზ მეფის გამზირზე არსებულ შუა გამყოფ ზოლს გაამწვანებს. გამწვანების ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე.
საკონტაქტო: სოფო დეკანოსიძე - 551 51 55 99

11:00 - იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორ ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: ქვეყანაში არსებული მდგომარეობა მწვავე ვირუსულ დაავადებებთან დაკავშირებით და ავადობის მაჩვენებელი.
მის: ლარსის ქუჩა #2 (ვერა. პეტრიაშვილისა და ბარნოვის კვეთასთან, „ანტრე“ როგორც კი დამთავრდება, მარჯვნივ. 3 სართულიანი აგურის შენობა)
საკონტაქტო: ეკა გულუა 599726565

11:30 - მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი განცხადებას გააკეთებს.
თემა: ოპოზიციის ახალი კანონპროექტი შერეულ საარჩევნო სისტემაზე, რომლის ერთ-ერთი ავტორი თაკო ჩარკვიანია. ოპოზიციური ფორმატის დატოვება და პოლიტიკური გეგმები. ნინო ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტი.
აქციები და კონტრაქციები - არის თუ არა ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხე.
მის: კოსტავას ქუჩა 47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.
საკონტაქტო: 593 53 45 24

12:00 - საქმიანი ტურიზმის ისტორიაში გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციისა (UNWTO) და საერთაშორისო კონგრესებისა და კონვენციების ასოციაციის (ICCA) ერთობლივი ღონისძიება „მასტერკლასი შეხვედრების ინდუსტრიაში“ გაიმართება. ღონისძიებას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინიტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი გახსნის.
მის : ბათუმი, სასტუმრო ჰილტონი.

12:00 - პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა გაიმართება.
კომიტეტის სათათბირო ოთახი N221 (C კორპუსი, II სართული)

12:00 - პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.
პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

12:00 - პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა გაიმართება.
კომიტეტის სათათბირო ოთახი N520 (C კორპუსი, V სართული)

12:00 - პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.
ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

13:00 - აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეტ რუდი ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ რეაბილიტირებულ ქუთაისის N17 საჯარო სკოლას დაათვალიერებს.
მის: ქუთაისი, ნიკეას ქ. 44
საკონტაქტო: 595 29 89 89

14:00 - პროფკავშირების საკონფერენციო დარბაზში გაიმართება პროფკავშირების ახალგაზრდული მოძრაობის მიერ განხორციელებული კვლევის განხილვა მრგვალი მაგიდის ფორმატით, რომელსაც დაესწრებიან დაინტერესებული მხარეები და პროფკავშირების დარგობრივი ორგანიზაციები.
მის: ვაჟა-ფშაველას 1/43

14:00 - მოხალისეობის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად , სექტორი 3-ში, საქართველოს მოხალისეთა მე-6 ეროვნული კონფერენცია „მოხალისეობა საქართველოში“ გაიმართება. ღონისძიებაში მონაწილეობენ ახალგაზრდულ თემებზე მომუშავე სამოქალაქო სექტორისა და თბილისის მერიის ააიპ თბილისის ახალგაზრდული ცენტრების გაერთიანების წარმომადგენლები.
თემები: საერთაშორისო და აადგილობრივი გამოცდილება, მოხალისეების ჩართულობის მნიშვნელობა შშმ პირთა ცხოვრებაში, მენტორების პროგრამა კანონთან კონფლიქტში მყოფი პირებისთვის, ახალგაზრდები და მოხალისეობა, სხვადასხვა ოპრგანიზაციის მოხალისეობრივი პროგრამები და სხვა.
მის: გიული ჭოხონელიძის 5, დიღომი (სექტორი 3-ჰაბი განვითარებისთვის)
საკონტაქტო: მარიამ ჯაფარიძე 555101040

15:00 - თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგი უგულავასა და ალექსანდრე გოგოხიას საქმეზე პროცესი გაიმართება.

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`