უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ანონსები

6 დეკემბერი, 2018 10:00
font-size

ანონსი 06.12.18

10:00 - პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ქუთაისი, დარბაზი N304

10:00 - სასტუმრო "რუმსში" გაიმართება CRRC-საქართველოს პრეზენტაცია „რადიკალიზმის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში: საჭიროებების შეფასება“.

10:30 - პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა ჩატარდება.
ქუთაისი, დარბაზი N303

11:00 - მედიაჰოლდინგ “კვირას“ პრესკლუბში „თავისუფალი დემოკრატების“ აღმასრულებელი მდივნის, ლევან სამუშიას პრესკონფერენცია გაიმართება.
თემა: ოპოზიციური პარტიების მიერ გამართული კონსულტაციები და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნა; საარჩევნო სისტემის ცვლილების საკითხი; საპრეზიდენტო არჩევნები; მიმდინარე პროცესები.
ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49
საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24

11:00 - გაიმართება მრგვალი მაგიდა - „ფსიქიკური ჯანდაცვის სერვისების განვითარების ძირითადი მიმართულებები და სამომავლო ხედვა“.
რუსთაველის #13, სასტუმრო „თბილის მარიოტი“
საკონტაქტო პირი სალომე გოგინაშვილი - 558 24 07 70

11:00 - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს არმიჰოლში მინისტრ ლევან იზორიას საქმიანობის წლიური ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართება.
დ. უზნაძის ქ. #117ა, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.
საკონტაქტო პირი ირაკლი გურგენიძე - 577 19 88 66

11:00 - იპოთეკით დაზარალებულები „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებენ.
თემა: მიმართვა პრემიერ-მინისტრს შეხვედრის მოთხოვნით და იპოთეკის 1-წლიანი გადავადების მოთხოვნა.
მიხეილ ჭიაურელის ქ. #19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე)
საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565

11:30 - „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელი, დეპუტატი გიორგი ლომია „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: მორიგი ვიზიტი რუსეთში; ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა და მზადება 16 დეკემბრისთვის; მიმდინარე პოლიტიკლური საკითხები.
მიხეილ ჭიაურელის ქ. #19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე)
საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565

11:30 - მედიაჰოლდინგ “კვირას“ პრესკლუბში „გირჩის“ თავმჯდომარის, იაგო ხვიჩიას პრესკონფერენცია გაიმართება.
თემა: ოპოზიციის მოთხოვნა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შესახებ და „გირჩის“ პოზიცია; საარჩევნო სისტემის ცვლილების საკითხი; საპრეზიდენტო არჩევნები; მიმდინარე პროცესები.
ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49
საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24

12:00 - საშემოდგომო სესიის რიგგარეშე სხდომა გაიმართება.
ქუთაისი, პლენარულ სხდომათა დარბაზი

12:00 - პროგრესულ-დემოკრატიული მოძრაობა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შენობასთან საპროტესტო აქციას გამართავს.
თემა: ახალი კონსტიტუციის მიხედვით, მოსამართლეთა თანამდებობებზე გამწესების სრული უფლებამოსილება გადადის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხელში.
ბოჭორმის ქ. N12 (მეტრო „300 არაგველებთან“)
საკონტაქტო პირი გიორგი ხაჩიძე - 597699699

15:00 -თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის საკონფერენციო დარბაზში კამპანია „იცურე მშვიდად“ წარმოადგენს სამართლის დოქტორის, მაკა ნუცუბიძის კვლევას - „წყალში დახრჩობით გამოწვეული სიკვდილიანობის პრევენცია“.

17:00 - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორ რუსუდან ნიშნიანიძის ორტომეულის ,,უცნობი ჯორჯ (გიორგი) პაპაშვილი" პრეზენტაცია გაიმართება.
ი. ჭავჭავაძის გამზ. #1, თსუ I კორპუსი, 107-ე აუდიტორია (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)

19:00 - სასტუმრო „ბილტმორში“ მარტინ ლინდსტრომის მსოფლიო ბიზნესბესტსელერის „Buy-ოლოგიის“ ქართული გამოცემის პრეზენტაცია გაიმართება.

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`