უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ანონსები

6 დეკემბერი, 2019 10:00
font-size

ანონსი - 06.12.19

10:00 - საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი სასტუმრო „რედისონში“ პროფესიული განათლების მიმართულებით განხორციელებულ საინფორმაციო კამპანიის დასკვნით ღონისძიებას გახსნის.

მის: ვარდების მოედანი № 1

10:00 -სასტუმროში „შერატონ მეტეხი პალასში“, მონაცემთა დაცვის ევროპული სამართლის სახელმძღვანელოს და პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე ელექტრონული კურსის (HELP online course) პრეზენტაცია გაიმართება, რომელიც გაგრძელდება მსჯელობით პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სამართლებრივ დოკუმენტებზე და მათ გავლენაზე საქართველოში.
ღონისძიებას გახსნიან კრისტიან ურსე, ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში; ლონდა თოლორაია, სახელმწიფო ინსპექტორი; სოფიო კილაძე, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე.
საკონტაქტო: თამარ კობახიძე 599 525030

10:00 - ყოფილი რესპუბლიკური საავადმყოფოს ეზოს გამწვანების სამუშაოები დაიწყება. ღონისძიებას თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე დაესწრება.
მის: ვაჟა-ფშაველას #29ა.
საკონტაქტო: სოფო დეკანოსიძე 551 51 55 99

10:30 - ევროპის უნივერსიტეტში გაიმართება ზურაბ ჟვანიას სახელობის ვარსკვლავისა და დარბაზის გახსნის ცერემონია.
ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი, ევროპის უნივერსიტეტის რექტორი თამარ კერძაია, გაეროს მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში საბინე მახლი და ზურაბ ჟვანიას მეუღლე ნინო ქადაგიძე.
მის: გურამიშვილის გამზ. N76

11:00 - პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომა გაიმართება.
მის: ერეკლე II მოედანი #3

11:00 - მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში საერთაშორისო ასოციაცია „დაიცავი შენი წილი სამშობლოს“ თავმჯდომარე, თადარიგის პოლკოვნიკი, დოდო გუგეშაშვილი და იურისტი რობიზონ პაპიძე განცხადებას გააკეთებენ.
თემა: ყოფილი მხედრიონელების ვიდეომიმართვა, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა.
მის: კოსტავას ქუჩა 47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.
საკონტაქტო: 593 53 45 24

11:00 - „ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს“ ორგანიზებით, კონფერენცია „შავი ზღვა - საქართველოს შესაძლებლობები და გამოწვევები“ ჩატარდება. კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ დიპლომატიური კორპუსის, ქართული და უცხოური ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები, ექსპერტები, ფოთის პორტის, ასევე ანაკლიის განვითარების კონსორციუმის ხელმძღვანელი პირები. კონფერენციის მონაწილეებს საშუალება ექნებათ მოუსმინონ შავი ზღვის აუზის ქვეყნების - თურქეთის, რუმინეთისა და უკრაინის ელჩებს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონულ დირექტორს, ექსპერტებსა და პორტების ხელმძღვანელებს.
მის: სასტუმრო „ბილტმორი თბილისი“
საკონტაქტო:მედეა ლაშხია 555 386898; ლელა გოგოლაძე, 598 668806

11:00 - „ექსპოჯორჯიაში“ გამოფენა გაიხსნება,რომელზეც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი პრეზენტაციას გამართავს თემაზე-რას გულისხმობს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ახალი პროექტი „შეფასება განვითარებისათვის“ . გამოფენას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსი ლალი კალანდაძე და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის თავმჯდომარე სოფო გორგაძე გახსნიან.
მის: ა.წერეთლის გამზირი #118

11:00 - წამების, ძალადობისა და მსხვერპლთა ფსიქო – რეაბილიტაციის საერთაშორისო ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: ევროკავშირი 21 ივნისს დაზარალებულებს მსხვერპლებად აღიარებს და მათ დასახმარებლად პროექტს იწყებს.
მის: ლარსის ქუჩა #2 (ვერა. პეტრიაშვილისა და ბარნოვის კვეთასთან, „ანტრე“ როგორც კი დამთავრდება, მარჯვნივ. 3 სართულიანი აგურის შენობა)
საკონტაქტო: ეკა გულუა 599726565

11:30 - მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში, სასულიერო პირები და საინიციატივო ჯგუფის, “ერთიანი და ზნეობრივი საქართველოსთვის” ხელმძღვანელი გურამ ფალავანდიშვილი საგანგებო განცხადებას გააკეთებენ.
თემა: მკრეხელური ფილმის ჩვენება კინოთეატრ „ამირანში“ და საერთაშორისო კინოფესტივალის დაგეგმილი პიკეტირება თბილისში.
მის: კოსტავას ქუჩა 47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.
საკონტაქტო: 593 53 45 24

12:00 - მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში, საგანძურის დაცვის საინიციატივო ჯგუფის წევრები, ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი და ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი ზურაბ გელაძე პრესკონფერენციას გამართავენ.
თემა: საფრთხეში მყოფი ხელოვნების მუზეუმის ოქროს ფონდი და მიმართვა პრემიერმინისტრს.
მის: კოსტავას ქუჩა 47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.
საკონტაქტო: 593 53 45 24

12:00 - პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა გაიმართება.
ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული).

12:00 - თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია და მერის მრჩეველი გენდერულ საკითხებში ნინო ბურძენიძე ქალზე ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ აქციაში მიიღებენ მონაწილეობას.
მის: თავისუფლების მოედანი (აქცია ავტობუსების გაჩერებიდან დაიწყება და რუსთაველის გამზირზე მდებარე გაჩერებებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში გაგრძელდება)
საკონტაქტო: ჯაბა სიხარულიძე- 577288787

12:30 - ანა დოლიძე და სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები ჯანდაცვის სამინისტროსთან გამართავენ საპროტესტო აქციას და მინისტრს გაუგზავნიან წერილის, სადაც აღნიშნულია საკანონმდებლო დარღვევები, რომელიც 586-ე დადგენილებას შეეხება.
მის: აკ. წერეთლის გამზ. 144
საკონტაქტო ნინი წულაძე - 593 62 01 11
13:00 - პირველ კლასიკურ გიმნაზიაში, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად გაიმართება აქცია სახელწოდებით ,,სკოლა და კლასელები ვაჟა გაფრინდაშვილისთვის".

13:00 - ბათუმის პირველი საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში, ბათუმის დრამატულ თეატრში, პრესკონფერენცია გაიმართება.

14.00 - ქუთაისში, კიკვიძის სკვერთან, „ ევროპული საქართველოს“ ლიდერები, პარტიის წევრები და მხარდამჭერები შეიკრიბებიან და საპროტესტო მსველობით გაემართებიან სამხარეო ადმინისტრაციის შენობისკენ.
საკონტაქტო : მაკუნა ჟვანია 599 43 43 08

14:00 - თბილისის საქალაქო სასამართლოში, 20 ივნისის საქმეზე ბრალდებული ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.

14:00 - თბილისის საქალაქო სასამართლოში, ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდიას პროცესი გაიმართება.

14:30 - პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა გაიმართება.
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სათათბირო ოთახი N532 (C კორპუსი, V სართული).

15:00 - სასტუმრო „იოტაში“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი კულტურული მარშრუტების პირველი ტრენინგ აკადემიის დახურვის ცერემონიას დაესწრება.

15:00 - თბილისის საქალაქო სასამართლოში ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერის გავრცელების ფაქტზე ბრალდებული 19 პირის სასამართლო პროცესი გაიმართება.

17:00 - სასტუმრო „რედისონში“ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში ღონისძიებას გამართავს.
საკონტაქტო : ქეთი ბეროშვილი 577 93 10 21

18:30- სასტუმრო „რუმსში“ გაიმართება კონრად ადენაუერის ფონდის წარმომადგენლობის სამხრეთ კავკასიაში და ქართული ლიტერატურული ინიციატივის ერთობლივი ორგანიზებით ბერლინის კედლის დანგრევის 30 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება „ბერლინის კედლის დანგრევა და საქართველო“.
ღონისძიებას დაესწრება და სიტყვით გამოვა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ჰუბერტ ქნირში.

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`