უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ანონსები

7 დეკემბერი, 2018 10:00
font-size

ანონსი 07.12.18

10:00 - სასტუმრო "თბილისი მერიოტში", სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ დაგეგმილ, ქვემო სვანეთში, "ხელედულა ჰესის" მშენებლობის "საზოგადოებრივ განხილვას დაესწრებიან ეკოლოგი ლაშა ჩხარტიშვილი და სხვა გარემოსდაცვითი ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც დაასაბუთებენ ამ პროექტზე უარის თქმის მიზეზებს, ასევე სოლიდარობას გამოუცხადებენ ქვემო სვანეთი (ლენტეხის) მოსახლეობას.

10:00 -მედიაჰოლდინგ “კვირას“ პრესკლუბში საერთაშორისო ასოციაცია „დაიცავი შენი წილი სამშობლოს“ თავმჯდომარის, თადარიგის პოლკოვნიკის, დოდო გუგეშაშვილის და ფონდ „მოლოდინის“ წევრის ბელა ზალდასტანიშვილის პრესკონფერენცია გაიმართება.
თემა: პროტესტი „თავდაცვის და უსაფრთხოების“ სასკოლო სახელმძღვანელოს წინააღმდეგ. მაღალი თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება.
ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49
საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24

10:30 - მედიაჰოლდინგ “კვირას“ პრესკლუბში სამხედრო საკითხებში ექსპერტ ვახტანგ მაისაიას პრესკონფერენცია გაიმართება.
თემა: საქართველოში დაკავებული უკრაინის მოქალაქეების საქმე. ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტის (IEP) ტერორიზმის გლობალური ინდექსის ბოლო მონაცემები.
ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49
საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24

11:00 - მედიაჰოლდინგ “კვირას“ პრესკლუბში „კავკასიის ხალხთა კონფედერაციის” თავმჯდომარის ზაალ კასრელიშვილის პრესკონფერნეცია გაიმართება.
თემა: ოპოზიციის მოთხოვნა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შესახებ; პრეზიდენტის ინაუგურაცია და ოპოზიციის დაგეგმილი აქცია; მიმდინარე პოლიტიკური პროცესები.
ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49 საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24

11:00 - ეროვნულ ბიბლიოთეკაში ჟურნალისტ ალეკო ელისაშვილის სამოქალაქო მოძრაობის პრეზენტაცია გაიმართება.

11:00 საათზე, გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშიას" ლიდერები, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდებიან.
ჭავჭავაძის გამზ. #29
საკონტაქტო პირი თამარა ჯინჭარაძე - 551 66 25 25

11:00 - თბილისის საკრებულოს ყოფილი წევრი, ისტორიკოსი ჯაბა სამუშია „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებს.
თემა: თელავი, ბატონიშვილების სასახლე და მისი ისტორიული კონტექსტი პრეზიდენტის ინაუგურაციისთვის.
მიხეილ ჭიაურელის ქ. #19
(ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე)
საკონტაქტო პირი ეკა გულუა 599726565

11:00 - სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციას გამართავს, სადაც 2018 წლის ადამიანის უფლებათა მდგომარეობას მიმოიხილავს.
დავით აღმაშენებლის გამზ. #150, სახალხო დამცველის აპარატი

11:00 - ორფოლოს პოლიგონზე დაღუპული ჯარისკაცის, მირზა ჩაჩუას ოჯახი topnews.com.ge-ს პრესკლუბში ადვოკატთან ერთად საგანგებო განცხადებას გააკეთებს და პრემიერ-მინისტრს მიმართავს.
ქუთაისი, დუმბაძის ქ. #4
საკონტაქტო პირი ირაკლი ვაჩიბერაძე - 598 98 49 50

11:30 - „თიბისი გალერეაში“, თბილისის მე-19 საერთაშორისო კინოფესტივალის ინდუსტრიული დღეების ფარგლებში, ბრიტანელი რეჟისორი პიტერ გრინევეი მასტერკლასს გამართავს.

11:30 - ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო პირველ GMP ინსპექტორებს სერტიფიკატებს გადასცემს.
ა. წერეთლის გამზ. #144
საკონტაქტო პირი სალომე გოგინაშვილი - 558 24 07 70

13:00 - „ომეგა ჯგუფი“ საგანგებო განცხადებას გააკეთებს.
მის.: ვაშლიჯვარი, სარაჯიშვილის ქ. #16-17
13:30 - სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ საქართველოს სახალხო დამცველი მოქმედ და დამწყებ ჟურნალისტებს, ბლოგერებს, სოციალური მედიის ექსპერტებს და თემით დაინტერესებულ სხვა პირებს იწვევს სემინარზე – „გენდერული სტერეოტიპები მედიაში“.

14:00 - ზუგდიდში საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის რეგიონული ოფისი გაიხსნება. ღონისძიებას დაესწრებიან ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი, საოლქო პროკურორი ილია ჯალაღანია და ადგილობრივი ადვოკატები.
ზუგდიდი, რუსთაველის ქ. #93
საკონტაქტო პირი - 558132241

17:00 - ,,მოძრაობა ჩვენ“-ის წევრები მთავრობის კანცელარიასთან აქციას გამართავენ.
თემა: ,,შეწყდეს გამოსახლებები".
საკონტაქტო ტელ.: 598 54 94 84

17:00 - საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ლეილა ცომაიას წიგნის „პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას დამხობა“ პრეზენტაცია გაიმართება.

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`