უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ანონსები

7 დეკემბერი, 2019 10:51
font-size

ანონსი - 07.12.19

11:00 - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში ნუგზარ წიკლაურის პრესკონფერენცია გაიმართება.

11:00 - თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური, კომპანია ,,ავერსი ფარმას“ ტერიტორიაზე გამწვანების აქციას ჩაატარებს.

11:00 - დმანისში, ალეკო ელისაშვილის "სამოქალაქო მოძრაობა" კამპანიის "ვამხილოთ ფეოდალი მაჟორიტარები" ფარგლებში, წალკისა და დმანისის მაჟორიტარ დეპუტატს კახა ოქრიაშვილს ამხელს.
მის: დმანისი, ბაზრის მიმდებარე ტერიტორია
საკონტაქტო: 599 854722

11:30 - რუსთავის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან „ლეიბორისტული პარტიის“ ერთ-ერთ ლიდერს ლაშა ჩხარტიშვილს გაათავისუფლებენ. ადგილზე „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერები „ლობიო პერფომანსის“ გამართვას გეგმავენ.
საკონტაქტო: 557926226

12:00 - თბილისის საქალაქო სასამართლოში არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული 11 პირის პროცესი გაიმართება.

12:00 - ,,ახალი საქართველოს" პოლიტსაბჭოს წევრი თეონა ჭალიძე პრესკონფერენციას გამართავს
თემა: ბიუჯეტის ფულით 20%-ით ძვირად შეძენილი მედიკამენტები.
მის: ზ. ავალიშვილის 8
საკონტაქტო: 555 602 634 ირაკლი გაბისონია

12:00 - საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი შოკოლადის ფესტივალს უმასპინძლებს. ღონისძიების ფარგლებში, ბავშვებს საახალწლო ორცხობილების შოკოლადით მოხატვის შესაძლებლობა ექნებათ. გარდა ამისა, ფესტივალზე საახალწლო განწყობას მთელი დღის განმავლობაში სანტა, გრინჩი, ფიფქია, ელფი, ცოცხალი მუსიკა და ნაძვის ხე შექმნის.

13:00 - თავისუფლების მოედანზე, მოქალაქეთა საინიციტივო ჯგუფის ორგანიზებით, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერი აქცია გაიმართება.
საკონტაქტო: ლაშა მესხი 598544944

13:00 - ახალქალაქის #3 საჯარო სკოლაში გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის, ევროკავშირი საქართველოში (ENPARD) პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული ახალქალაქის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სოფლის მეურნეობის განვითარებისა და პროფესიული სწავლების დეპარტამენტის ერთობლივი ძალისხმევით, გლობალური კამპანია გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ფარგლებში ღონისძიება გაიმართება.

14:00 -ილია ჭავჭავაძის ცენტრის ორგანიზებით, სამოქალაქო ჩართულობის მასტერკლასები გაიმართება.
მის: სასტუმრო „ბეტსი“, მაყაშვილის ქ. 32-34
საკონტაქტო: მარიამ გერსამია 577 17 11 07

20:00 - კინოთეატრ „ამირანში“ თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში, ევროკავშირის პრიზი “ადამიანის უფლებები კინოში 2019” გაიცემა. ფესტივალზე მონაწილე ფილმებიდან, ადამიანის უფლებების თემაზე შვიდი ფილმია ნომინირებული.

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`