უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ანონსები

8 ნოემბერი, 2018 10:00
font-size

ანონსი 08.11.18

09:30 - სასტუმრო „თბილისი რუმსში“ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ და ევროპის ადვოკატთა ასოციაციის ორგანიზებით და ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, ადვოკატთა საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი და სხვა პირები გახსნიან.

10:00 - ბათუმში, სასტუმროში “HILTON BATUMI” „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს საგრანტო პროექტის“ ფარგლებში გაიმართება კონფერენცია „ჩვენ პროფესიონალები ვართ,“ რომელსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია უმასპინძლებს. კონფერენციაზე სიტყვით გამოვა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილი.
ბათუმი, რუსთაველის ქ. #40

10:00 - „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში“ აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუთი ამერიკისმცოდნეობის პროგრამის ყოველწლიურ კონფერენციას გახსნის.

11:00- მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის სულხან მოლაშვილის მამის, თამაზ მოლაშვილის პრესკონფერენცია გაიმართება.
თემა: საგანგებო შტაბის გეგმები; საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ამომრჩევლის მობილიზებისთვის დაწყებული კამპანია.
ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49
საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24

11:00 -„ჩართულობისა და განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელი, ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელი აგიტ მირზოევი „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: არჩევნების შედეგები; ეროვნული უმცირესობების კუთხით დაშვებული შეცდომები და რა უნდა გამოასწოროს ხელისუფლებამ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის.
მიხეილ ჭიაურელის ქ. #19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე)
საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565

11:30 - საჯარო პოლიტიკის ექსპერტი, განათლებისა და მეცნიერების ერთობლივი სტრატეგიის განვითარების წამყვანი ექსპერტი ქეთი ჯაყელი „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: არჩევნების შედეგები; რა საფრთხეები უნდა გააცნობიეროს და გამოასწოროს ამომრჩეველმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის.
მიხეილ ჭიაურელის ქ. #19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე)
საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565

11:30 - მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ,,ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიის“ თავმჯდომარის გრიგოლ გაგნიძის პრესკონფერენცია გაიმართება.
თემა: საპრეზიდენტო არჩევნებზე სადამკვირვებლო ორგანიზაციის ანგარიში, დარღვევები არჩევნების დღეს, რეკომენდაცია ცესკოს.
ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49
საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24

12:00 - მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გია გაჩეჩილაძის პრესკონფერენცია გაიმართება.
თემა: ბიძინა ივანიშვილის მიმართვა, საპრეზიდენტო არჩევნები. მმართველი გუნდის სტრატეგია მეორე ტურისთვის.
ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49
საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24

12:00 - ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი იუსტიციის სახლში C ჰეპატიტის სკრინინგის მიმდინარეობას გაეცნობიან.
სანაპიროს ქ.N2, იუსტიციის სახლი
საკონტაქტო პირი სალომე გოგინაშვილი - 558 24 07 70

12:00 - “ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში“ გაიმართება 16 წლის გიორგი ჩახნაშვილის პროექტის პრეზენტაცია და მედიატური - ხელოვნური ინტელექტი განათლებაში - ახალი ინსტრუმენტი ქართველ სტარტაპერებს და მეწარმეებს.
ჭავჭავაძის გამზ. #82
საკონტაქტო პირები: ნატა კიზივაძე - +995 599 280 606; მარიამ მინაძე- +995 558 523 554

13:30 - სასტუმრო „რედისონში“ „ევროპის ფონდი“ უპასპინძლებს პრეზენტაციას „სახელმწიფოს მიერ სამოქალაქო სექტორის დაფინანსება: საქართველოს რეალობა და გამოწვევები“.

14:00- საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა ჩატარდება, რომლის დაწყებამდე პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ბრიფინგს გამართავს.

17:00 - თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება „ელიტ ელექტრონიქსის“ დამფუძნებლის, ბიზნესმენ ანზორ ქოქოლაძის გახმაურებულ საქმეზე სასამართლო პროცესი, სააკაშვილის ხელისუფლების პერიოდში 2011 წელს წარდგენილ ბრალთან დაკავშირებით. სასამართლოზე დაიკითხებიან ბრალდების მოწმეები.

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`