უკან

ანონსები

9 ოქტომბერი, 2019 10:00
font-size

ანონსი - 09.10.2019

10:00 - საია №13 ანგარიშის პრეზენტაციას გამართავს, რომელიც ქვეყნის 5 სასამართლოში (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, გორი და თელავი) დაკვირვების შედეგად გამოვლენილ ტენდენციებს ასახავს.

სასტუმრო „მოქსი თბილისი“ ზაარბრიუკენის მოედანი

10:00 - პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.
ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

10:00- ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში, „ნატოს დღეები 2019“-ის ფარგლებში პროექტის „ახალგაზრდა ევროპელი ელჩები“ სამდღიანი სემინარი იწყება.
შალვა დადიანის ქ. 2/1, II სართული, შოთა რუსთაველის დარბაზი
საკონტაქტო: სოფო ქემაშვილი - 595 707 222

10:30 - სასტუმროში „შერატონ გრანდ მეტეხი პალასი“ ევროპის საბჭო წარადგენს კვლევას „სასამართლო შენობების მისაწვდომობის შეფასება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის“, რომელიც საქართველოში პირველად ჩატარდა.
პრეზენტაციას გახსნიან გიორგი მიქაუტაძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, მზია თოდუა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი და კრისტიან ურსე, ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში.
ღონისძიებას დაესწრებიან სასამართლოს, ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები.
საკონქატო : ნათია ქანთარია - 555 633 543

11:00 - რუსთავის სასამართლო 35 წლის დავით მუმლაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული პირებისათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე იმსჯელებს.

11:00 - „ლურჯი ვეშაპის“ მსხვერპლი 13 წლის გოგონას დედა „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: სასიკვდილო თამაში სხეულის დაზიანებით იწყება და შენობიდან გადმოხტომით მთავრდება - როგორ მოვახდინოთ „ლურჯი ვეშაპის“ იდენტიფიცირება, დამახასიათებელი ნიშნები მორიგი მსხვერპლის საპრევენცოდ - მიმართვა მშობლებსა და მოზარდებს.
მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).
საკონტაქტო: ეკა გულუა 599726565

11:00 - დედაქალაქის მერი კახა კალაძე ISUZU-ს მარკის ახალ, 8-მეტრიან ავტობუსებს წარადგენს.
ევროპის მოედანი
საკონტაქტო პირი: ლანა ქარდავა 577 15 85 72

11.00 საათზე, ’’ევროპული საქართველოს’’ წევრი სერგო რატიანი გლდანის ციხეში 20 ივნისის მოვლენების საქმეზე დაკავებულ პატიმრებს მოინახულებს.
საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08

11:00 - მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე პლატფორმა „ჰაბ ჯორჯიას“ აღმასრულებელი დირექტორის, ვასო ურუშაძის პრესკონფერენცია გაიმართება. თემა: შავად მბოლავი ავტომობილები ტექდათვალიერების რეფორმის ფონზე - მავნე გამონაბოლქვის შესამცირებლად მძღოლებზე კონტროლის გამკაცრების მოთხოვნა. რეფორმა ჩავარდნის პირას - რა ნაბიჯები უნდა გადადგეს სახელმწიფომ პრობლემის აღმოსაფხვრელად. საწვავის როლი ჰაერის დაბინძურებაში.
კოსტავას ქუჩა 47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.
საკონტაქტო : 593 53 45 24

11.00 - სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძე ბრიფინგს გამართავს.
უზნაძის 52

11:30 - საკრებულოს თანამშრომელი თამთა თოდაძე გენერალურ პროკურატურაშია დაბარებული დადგენილების გასაცნობად, რომლის მიხედვით, ის დაზარალებულად სცნეს.

11:30 - მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, ნელი კორკოტაძის პრესკონფერენცია გაიმართება.
თემა: შავად მბოლავი ავტომობილები ტექდათვალიერების რეფორმის ფონზე - მძღოლებზე კონტროლი გამკაცრდება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები და საპილოტე პროექტი. დიზელის საწვავის ხარისხის შემოწმების პროცესი.
კოსტავას ქუჩა 47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.
საკონტაქტო ტელ: 593 53 45 24

12:00 - პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა გაიმართება.
პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

12:00 - პარლამენტში ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს მიერ სახელმწიფო უწყებებში არსებული სამოქალაქო ჩართულობის ინსტრუმენტებთან და პრაქტიკებთან დაკავშირებულ საკითხებზე შექმნილი თემატური მოკვლევის ჯგუფი ზეპირ მოსმენას გამართავს
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სათათბირო ოთახი N418 (C კორპუსი, IV სართული, ოთახი)

12:00 - პარლამენტში ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლის (ნააკ-ის) ფარგლებში წარმოებული თემატური მოკვლევის ზეპირი მოსმენა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში (მეორე, დასკვნითი შეხვედრა) გაიმართება.
კომიტეტის სათათბირო ოთახი N638 (C კორპუსი, VI სართული)

13:00 - პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის სხდომა გაიმართება
პარლამენტის კინოდარბაზი (A კორპუსი, -1 სართული)

14:00 - თბილისის საკრებულოში დედაქალაქის მთავრობის სხდომა გაიმართება.
თავისუფლების 2

16:00 - პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივი სხდომა გაიმართება.
პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

16:00 - პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა გაიმართება.
პარლამენტის კინოდარბაზი (A კორპუსი, -1 სართული)

17:00 - პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.
პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`