უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ანონსები

9 ნოემბერი, 2018 10:00
font-size

ანონსი 09.11.18

10:30 - იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება გაიმართება.

ბოჭორმის ქ. #12
საკონტაქტო პირი ქეთევან ლაცაბიძე - 555 22 30 04

11:00 - ამერიკული ორგანიზაცია კატონის უნივერსიტეტის ექსპერტი, პოლიტოლოგი ანდრეი ილარიონოვი, ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე და ანალიტიკოსი ნოდარ ხარშილაძე, „პირველი რადიოს“ პრესკლუბში ბრიფინგს გამართავენ.
თემა: რუსული ოკუპაცია. 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენები.

11:00 - საქალაქო სასამართლოში 26 მაისის აქციის საქმის განხილვა გაიმართება.

11:00 - „დედამიწის შემსწავლელი ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი, სეისმოლოგი თეა გოდოლაძე „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: გახშირებული მიწისძვრა საქართველოში - 5 ბიძგი 24 საათში და გარდამავალ სეზონთან დაკავშირებით არსებული მიწისძვრის საფრთხე.
მიხეილ ჭიაურელის ქ. #19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე)
საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565

11:00 - გაერთიანებული ოპოზიცია " ძალა ერთობაშიას" ერთ-ერთი ლიდერი, ნიკოლოზ ვაშაკიძე ბრიფინგს გამართავს.
თემა: ე.წ საოკუპაციო ხაზის გადმოწევა.
ჭავჭავაძის #29
საკონტაქო პირი თამარა ჯინჭარაძე - 551662525

11:00 - იმერეთის ახალი ამბების სააგენტოს, topnews.com.ge-ს პრესკლუბში, ქუთაისის ყოფილი მერი შოთა მურღულია სპეციალურ განცხადებას გააკეთებს.
ქუთაისი, დუმბაძის #4
საკონტაქტო პირი ირაკლი ვაჩიბერაძე - 598 98 49 50

11:30 - ე.წ. ძველი გვარდიელები, ცნობილი ფეხბურთელები მანუჩარ მაჩაიძე და რევაზ ძოძუაშვილი „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებენ.
თემა: შეხვედრა „ქართული ოცნების“ ოფისში და რა ვალდებულება აიღეს ვეტერანმა ფეხბურთელებმა საკუთარ თავზე.
მიხეილ ჭიაურელის ქ. #19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე)
საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565

11:30 - გაერთიანებული ოპოზიცია " ძალა ერთობაშიას" წევრები, თეონა ჭალიძე და სერგო ჩიხლაძე ბრიფინგს გამართავენ.
თემა: ორმაგი სტანდარტი წინასაარჩევნო პერიოდში. რეალურად, რას ჰპირდება მთავრობა სოციალურად დაუცველებს.
ჭავჭავაძის #29
საკონტაქტო ტელ.: 551662525

12:00 - მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში პარლამენტის ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ თავმჯდომარის, გიორგი ლომიას პრესკონფერენცია გაიმართება.
თემა: საპრეზიდენტო არჩევნები და „პატრიოტთა ალიანსის“ პოზიცია მეორე ტურისთვის; ფრაქციის რეზოლუცია ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადების შესახებ.
აკაკი წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49
საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24

12:00 - პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა გაიმართება.
თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი N221

12:00 - „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ თბილისის ოფისში პრესკონფერენცია გაიმართება.
თემა: „ნაბიჯები დემოკრატიული მმართველობისკენ: პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღება გადაუდებელ რეფორმებს მოითხოვს“, ხელისუფლების მისამართით რეფორმების საჭიროებაზე კონკრეტული რეკომენდაციების წარდგენა.
აღმაშენებლის #61

13:00 - მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ზაქარია ქუცნაშვილის პრესკონფერენცია გაიმართება.
თემა: საპრეზიდენტო არჩევნები. მმართველი გუნდის სტრატეგია მეორე ტურისთვის. ბიძინა ივანიშვილის მიმართვა. მიმდინარე პროცესები.
აკაკი წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49
საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24

14:00- ბავშვთა ქალაქ “მზიურში”, თბილისის მერია და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო პროექტის - "განახლებული მზიური" პრეზენტაციას გამართავს.
საკონტაქტო პირი - ნათია 595 335 040

14:00- პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომა გაიმართება.
თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი N534

15:00 - მეცნიერების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში საზეიმო სხდომა გაიმართება, რომელსაც საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გიორგი კვესიტაძე გახსნის.
რუსთაველის გამზ. #52; მე-5 სართულის სხდომათა დარბაზი.

17:00 - თურქეთის საელჩო საქართველოში ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში აწყობს მუსტაფა ქემალ ათათურქის გარდაცვალების 80 წლისთავისადმი მიძღვნილ გამოფენას, სადაც მიწვეული არიან საქართველოს ოფიციალური უწყებები, დიპლომატიური კორპუსი და თურქული თემის წარმომადგენლები.

17:00 -სასტუმრო „რედისონში“ საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ირაკლი კოვზანაძის წიგნის - Global Economy: Post-Crisis to Sustainable Development (“გლობალური ეკონომიკა: პოსტ კრიზისიდან მდგრად განვითარებამდე“) პრეზენტაცია გაიმართება.

18:00 - მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში, ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი ყურბან საიდის რომანის მიხედვით შექმნილ სპექტაკლს „ალი და ნინო“ წარადგენს. სპექტაკლი საქართველოსა და აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის 100 წლისთავს ეძღვნება.

18:00 - სასტუმრო ჰუალინგში, ეტლით მოსარგებლეთა ფარიკაობაში მსოფლიო თასის გათამაშების გახსნის ცერემონია გაიმართება. გათამაშებაში მონაწილეობას 45 ქვეყნის 500-მდე წარმომადგენელი მიიღებს. ცერემონიალს დაესწრებიან საერთაშორისო პარალიმპური კომიტეტის პრეზიდენტი ენდრიუ პარსონსი და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები.
საკონტაქტო პირი ნინო მეუნარგია - 599874774

20.00 - სასტუმრო „ბილტმორში“, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი ოფიციალურად დახურავს პროფესიული განათლების კვირეულს.
საკონტაქტო პირი გიორგი კოპალეიშვილი - 595 298989

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`