უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ანონსები

9 ნოემბერი, 2019 10:00
font-size

ანონსი - 09.11.19

10:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე Startup Grind-ის რეგიონულ კონფერენციას - Startup Grind Europe-Asia Connect მისასალმებელი სიტყვით გახსნის

მის: შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრი

11:00 - „ლელოს“ ოფისში გაიმართება პრესკონფერენცია თემაზე: ძალადობრივი ჯგუფები და პროცესები, რომელიც კინოპრემიერის კვალდაკვალ ვითარდება.
სპიკერები: კახა კოჟორიძე, დეა მეტრეველი
საკონტაქტო: 577403734

12:00 - "ახალი საქართველოს" სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი თეონა ჭალიძე, ბრიფინგს გამართავს
თემა: უფასო სასადილოებში დღეს არსებული მდგომარეობა, მიმართვა თბილისის მერს
მის: ზ. ავალიშვილის 8. (პირველი სართული)
საკონტაქტო: 551 66 25 25 - თამარა ჯინჭარაძე.

12:00 - სამტრედიაში, „იმერეთი გრინერში” მამუკა ხაზარაძე საზოგადოებრივი მოძრაობა ,,ლელოს’’ 12 ახალ წევრს წარადგენს.
მის: სამტრედია კოპალეიშვილის ქ.
საკონტაქტო: 577403734

14.00 - დაბა საგურამოს ცენტრში, დავით გურამიშვილის სახელობის პარკის გახსნის ცერემონია გაიმართება. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული მართვის მიმართულების ხელმძღვანელი სოზარ სუბარი, ფონდი „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანი, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები.

15:00 - ქუთაისში, სასტუმრო „ბაგრატში“, მამუკა ხაზარაძე ,,ლელოს’’ სხვა ლიდერებთან ერთად, მხარდამჭერებსა და ქუთაისში მცხოვრებლებს შეხვდება.
მის: ქუთაისი, ა. წერეთლის ქ.2
საკონტაქტო: 577403734

21:00 - ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში ნინო სურგულაძის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ "ნატვრის ხის“ გალაკონცერტში გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიო ვარსკვლავი ანტონელო პალომბი, ბულგარელი მეცოსოპრანო ვესელინა კაზაროვა და პოლონელი ბანი რაფელ სივეკი, ასევე ნინო სურგულაძე, ანა ჭანია, ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი და გუნდი, რომელსაც მაესტრო რევაზ ჯავახიშვილი უდირიჟორებს.