უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ანონსები

10 აგვისტო, 2018 10:00
font-size

ანონსი 10.08.18

11:00 -ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი და ბიზნესმენი რამაზ ახვლედიანი, საქართველოს მთავარ პროკურატურასთან ლისის ტბის წართმევის საქმეზე გამოძიების დასრულების, შემაჯამებელი გადაწყვეტილები მიღებისა და დაზარალებულად ცნობის მოთხოვნაზე, განცხადებას გააკეთებენ და ახალი მთავარი პროკურორის მიმართ განცხადებას შეიტანენ.

ვახტანგ გორგასლის ქ. N19
საკონტაქტო ტელ.: 599 291202

11:00 - "შენების მოძრაობის", "თავისუფალი დემოკრატების" და "ეროვნული ფორუმის" წარმომადგენლები ცენტრალურ საარჩოვნო კომისიაში ერთობლივ საპრეზიდენტო კანდიდატს, დავით უსუფაშვილს დაარეგისტრირებენ.

12:00 - ქალაქ გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა ადგილობრივ ბიზნესთან და USAID-ის G4G-ის პროგრამის წარმომადგენლებთან ერთად შესყიდვების თემაზე საჯარო-კერძო დიალოგს გამართავს.
გორი, სტალინის ქ. #7
საკონტაქტო პირი სოფიო მაქაცარია - 591650500

12:00 - საინფორმაციო სააგენტო "პრაიმტაიმში" "ქართული მარშის" ერთ-ერთი ლიდერი კონსტანტინე მორგოშია განცხადებას გააკეთებს.
თემა: 12 აგვისტოს ბათუმში დაგეგმილი მასშტაბური მსვლელობა.

12:30 - საინფორმაციო სააგენტო "პრაიმტაიმის" პრესკლუბში რეფორმებისა და მონიტორინგის საზოგადოებრივი კვლევის ცენტრის დირექტორი დავით ზაქარია განცხადებას გააკეთებს.
თემა: აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ვადაგასული მედიკამენტების დარიგებასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწვეტილება.

13:00 - საინფორმაციო სააგენტო „პრაიმტაიმის“ პრესკლუბში ექსპერტი მამუკა არეშიძე პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: მიმდინარე აქტუალური პოლიტიკური მოვლენები.

17:00 - თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ოფიციალურად გაიხსნება ევროპის ჭაბუკთა ჩემპიონატი ხელბურთში 18-წლამდელთა შორის.

21:00 - ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“ საერთაშორისო ლოგისტიკური კომპანია „ბენე ჯგუფი“ და „მერსედესის“ ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში საინფორმაციო ღონისძიებას გამართავენ.

ვიდეო გალერეა

სისხლში მოსვრილი ბიჭები ხორავას ქუჩიდან