უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ანონსები

10 ოქტომბერი, 2019 11:01
font-size

ანონსი - 10.10.19

11:00 -ბიზნესცენტრ „ტერმინალში“, ა(ა)იპ „დედები აზარტული თამაშის წინააღმდეგ“ ფსიქიკური ჯანმრთელობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საჯარო შეხვედრას გამართავს.

ი. აბაშიძის 34
საკონტაქტო: ნინო წულაძე 593 620 111

11:00 -თბილისის საქალაქო სასამართლოში მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმეზე პროცესი გაიმართება.

11:00 - ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ ადამიანის უფლებათა სახლში აფგან მუხრთალის საქმესთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს.
პრესკონფერენციას მუხთარლის მეუღლე ლეილა მუსტაფაევაც დაესწრება. ის ადვოკატთან ერთად, მუხთარლის საქმეში ახალი გარემოებების შესახებ ისაუბრებს.
აკაკი გახოკიძის 11ა

11:00 - თბილისის სააპელაციო სასამართლოში ღვინის ქარხანა #1-ის სასამართლო პროცესი გაიმართება.
გრიგოლ რობაქიძის გამზირი, თბილისი 0159
საკონტაქტო: დავით ჯაბაშვილი - 597 719 887

11:00 - ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეის“- ის ორგანიზებით, თემაზე „ნატო-ში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა და გამოწვევები“ დისკუსია გაიმართება.
დისკუსიაში სპეციალური სტუმრის სტატუსით საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ყოფილი ხელძღვანელი უილიამ ლეჰიუ მიიღებს მონაწილეობას. ღონისძიებას სამოქალაქო და საჯარო სექტორის, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და მკვლევარები დაესწრებიან.
მ კოსტა ხეთაგუროვის 36
საკონტაქტო: თამარ აბრამიშვილი - 599 92 18 00

11:00 - საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე ახალი სტატისტიკური პროდუქტის - დემოგრაფიული პორტალის პრეზენტაციას გამართავს.
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო (ტექნოპარკი), ოქროყანა, ინოვაციების ქუჩა #7

11:30 - მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ფონდის “პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის” დირექტორი ირაკლი იზორია განცხადებას გააკეთებს.
თემა: საგზაო უსაფრთხოების პრობლემა და გახშირებული ავტოსაგზაო შემთხვევები. კანონპროექტი მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილების დროს, საბავშვო სავარძლების გამოყენების ვალდებულებაზე.
კოსტავას ქუჩა 47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.
საკონტაქტო: 593 53 45 24

12:00 - საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან, გარდაბნის რაიონის აზერბაიჯანელი მოსახლეობის წარმომადგენლები გააპროტესტებენ რუსთავის პროკურატურისა და პოლიციის უკანონო ქმედებებს, ასევე, შეეხებიან დავით გარეჯის პრობლემასაც.
საკონტაქტო: ადვოკატი ილია ლომია - 599 90 04 16

12:00 - მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში პარტია „ქართული დასის“ ლიდერის, ჯონდი ბაღათურიას პრესკონფერენცია გაიმართება.
თემა: საკანონმდებლო წინადადება მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით. პროპორციული საარჩევნო სისტემა და „ქართული დასის“ პოზიცია. მიმდინარე პოლიტიკური საკითხები.
კოსტავას ქუჩა 47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.
საკონტაქტო: 593 53 45 24

12:00 - ნიკა მელიას ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში წინასასამართლო სხდომა გაიმართება.

14:00 - ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ სხდომა გაიმართება.
დღის წესრიგი: „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა გაიმართება.
პარლამენტის კინოდარბაზი (A კორპუსი, -1 სართული)

16:00 - ფრაქციების - „ევროპული საქართველო“, „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“ და „ევროპული საქართველო-რეგიონების“ სხდომა გაიმართება.
დღის წესრიგი: საქართველოს კანონის პროექტის „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“, თანდართულ მასალებთან ერთად განხილვა“.
პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული).

16:00 - სამაუწყებლო კომპანია „მთავარი არხის“ გადაცემა „პოსტფაქტუმის“ წამყვანი გიორგი გაბუნია გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივა.

16:00 - თბილისის საქალაქო სასამართლოში, არასრულწლოვან გერზე ძალადობის ბრალდებით დაკავებული არკადი ძავაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.

17:00 - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება ქართული ლიტერატურის კლასიკოსის ვაჟა-ფშაველას პოემის „ალუდა ქეთელაურის“ ებრაულ ენაზე თარგმანის პრეზენტაცია.
ღონისძიებას დაესწრებიან თსუ-ს რექტორი გიორგი შარვაშიძე, სტუდენტები, პროფესორები, მოწვეული საზოგადოება. ღონისძიების ორგანიზატორია თსუ-ს ისრაელის ცენტრი და საქართველოს მწერალთა კავშირი.
ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, მესამე სართული, ვაჟა-ფშაველას მემორიალური მუზეუმი

19:00 -ტერმინალი ვაკეში გაიმართება „ინტერაქტიული სემინარი ჯანსაღ კვებაზე“. ღონისძიება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სახელმწიფო პროგრამის - „ჯანსაღი კვების შესახებ განათლების“ ფარგლებში ტარდება.
ი.აბაშიძის 34/36
საკონტაქტო პირი: მაგდა სარსევანიძე - 599 49 82 82