უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ანონსები

10 დეკემბერი, 2018 10:00
font-size

ანონსი 10.12.18

10:00 - „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ქვეყანაში ადამიანის უფლებების კუთხით მდგომარეობას შეაფასებს და ძირითად გამოწვევებზე ისაუბრებს.

თბილისი, კახიძის #15

11:00 - მეტრო „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს, ევროკავშირის, გაერო-ს და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები ადამიანის უფლებათა დაცვის კვირეულს გახსნიან, რომელიც წელს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 70-ე წლისთავს ეძღვნება. ღონისძიებას დაესწრება სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია.

11:00 - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა გაიმართება.
ბოჭორმის ქ. #12
საკონტაქტო პირი ქეთევან ლაცაბიძე - 555 22 30 04

11:00 - ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს უფროსი ვახტანგ ლომჯარია „მედიაცენტრ მთავარში“ საგანგებო განცხადებას გააკეთებს.
თემა: საშიში საახალწლო პერიოდი ცხოველთა წამებისთვის - საახალწლო პიროტექტიკის გამოყენება ცხოველთა წამების იარაღად, ფაქტები და გაფრთხილება მოსახლეობას. 10 დეკემბერი - ცხოველთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე. კერძოდ - საქართველოში არსებული რეალობა და ახალი კანონმდებლობა.
მიხეილ ჭიაურელის 19.(ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).
საკონტაქტო: ეკა გულუა 599 72 65 65

11:00 - სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტის“ #1 საკონფერენციო დარბაზში, გაიმართება სადისკუსიო პლატფორმის შეხვედრა, სადაც თბილისის მერიის, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები, ექსპერტები და სტუდენტები განიხილავენ თბილისში არსებულ პრობლემურ გარემოსდაცვით საკითხებს და მათ შორის ძირითადი აქცენტები თბილისის ურბანულ ბიომრავალფეროვნებაზე გაკეთდება.
თავისუფლების მოედანი № 4

11:00 - გაერთიანეული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას" ოფისში, არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრა გაიმართება.
თემა: წინასაარჩევნო პერიოდში „ქართული ოცნების“ წევრების მიერ ოპონენტებზე განხორციელებული ძალადობრივი დანაშაულებრივი ფაქტები. მათ შორის ქალთა და მცირეწლოვან ბავშვთა უფლებების დარღვევა, ასევე განსხვავებული სქესის გამო აშკარა დისკრიმინაციული შემთხვევები.
ჭავჭავაძის 29
საკონტაქტო პირი: თამარა ჯინჭარაძე 551 66 25 25

11:00 - საგარეო ურთიერთობათა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომა გაიმართება.
თბილისი, პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

11:00 - მედიაჰოლდინგ „კვირას" პრესკლუბში ნარკოლოგ თათა ასათიანის პრესკონფერენცია გაიმართება.
თემა: მკვლელი ნარკოტიკი საქართველოში: რა არის სინთეზური ოპიოიდი – ფენტანილი და რა სიმპტომები ვლინდება მისი მიღების შედეგად. რა უნდა იცოდეს მომხმარებელმა ფენტანილით ინტოქსიკაციის შემთხვევაში - რეკომენდაციები. ე.წ. კლუბურ ნარკოტიკთან დაკავშირებული საფრთხეები.
ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49
საკონტაქტო ინფორმაცია: 593 53 45 24

11:30 - მედიაჰოლდინგ "კვირას" პრესკლუბში საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრის გია გაჩეჩილაძის პრესკონფერნეცია გაიმართება.
თემა: უცხოელებზე მიწების გასხვისების შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება; პრეზიდენტის ინაუგურაცია და ოპოზიციის მიერ დაგეგმილი აქცია; მიმდინარე პორცესები .
ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49
საკონტაქტო ინფორმაცია: 593 53 45 24

11:30 - „ქართული მარშის“ წარმომადგენლები „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებენ.
თემა: მოთხოვნა, რომელიც მმართველმა ძალამ არ შეასრულა - სად და როდიდან გაიხსნება „კარვების ქალაქი“; „ქართული მარშის“ ახალი სტრატეგია; ვადამდელი არჩევნები.
მიხეილ ჭიაურელის 19(ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).
საკონტაქტო: ეკა გულუა 599 72 65 65

12:00 - თბილისის მერიასთან, ე.წ. თერგის ბაზრობის ხანძრის შედეგად დაზარალებული მოქალაქე, გიორგი ლომაძე, მეუღლესთან და მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად აქციას გამართავს. იგი კახა კალაძესთან შეხვედრის მოთხოვნით შიმშილობას დაიწყებს.
საკონტაქტო ნომერი: 598 555 445

12:00 - აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.
მის: თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

12:00 - სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი პარლამენტის სამუშაო ჯგუფის სხდომა გაიმართება.
თბილისი, პარლამენტის კინოდარბაზი (A კორპუსი, -1 სართული)

12:00 - სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში სამუშაო შეხვედრა გაიმართება.

13:30 - ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებული სხდომა გაიმართება.
თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული).

14:00 - პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით კონფერენციას - „პარლამენტის საზედამხედველო როლი ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე: ახალი მარეგულირებელი ჩარჩო და საუკეთესო პრაქტიკა“ გახსნის და მონაწილეებს სიტყვით მიმართავს.
თბილისი, პლენარულ სხდომათა დარბაზი (B კორპუსი, III სართული)

15:00 - პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.
თბილისი, დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი)

16:00 - ადამიანის უფლებათა დაცვის დღეს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში (აუდიტორია 201ბ) ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში სახალხო დამცველის აპარატთან ერთად მართავს საჯარო ღონისძიებას: ,,საუბრები ადამიანის უფლებებზე: თანასწორობა მნიშვნელოვანია“.
საუბრებს ადამინის უფლებებზე გახსნის საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი კრისტიან ურსე. მოდერატორი იქნება სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია.
საკონტაქტო ნომერი: 555 633543

16:00 - დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება.
თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

16:00 - თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის სხდომა გაიმართება.
თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი N534

16:00 - საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა გაიმართება.
თბილისი, პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

17:00 - სასტუმრო ,,რუმსში“ გაერო-ს ქალთა ორგანიზაციისა და სიდას ინიციატივით, გაიმართება ღონისძიება, სადაც წამყვანი ბიზნეს კომპანიები იმსჯელებენ კერძო სექტორში გენდერული თანასწორობის მნიშვნელობაზე და ხელს მოაწერენ ბიზნესში ქალთა გაძლიერების პრინციპებს.
საკონტაქტო პირი: ეთუნა ცოტნიაშვილი 599 51 22 15

17:30 - მთაწმინდის პარკში „პარკ ვენიუ“-ში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ორგანიზებით, "მეგზევის დღე" აღინიშნება.
ღონისძიებას დაესწრებიან: საქართველოს ვიცე-პრემიერი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, მინისტრის პირველი მაოდგილე, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე, ქართული საგზაო სექტორის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები.
ქ. თბილისი; მთაწმინდის პარკი, ფუნიკულიორის ზემო პლატო "პარკ ვენიუ".

18:00 - გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა გაიმართება.
თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი (C კორპუსი, V სართული)