უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ანონსები

11 თებერვალი, 2019 10:00
font-size

ანონსი 11.02.19

10:30 - შერიგებისა და სამოქალაქო თანსწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარეს, სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრს, მიროსლავ ლაიჩაკს შეხვდება. შეხვედრის შემდეგ გაკეთდება კომენტარი მედიისათვის.

ინგოროყვას ქ. #7, მთავრობის ადმინისტრაცია
საკონტაქტო პირი თაკო მათეშვილი - 598 15 65 73

10:30 - “მედიაცენტრ მთავარში“, მთაწმინდის შუალედური არჩევნების დეპუტატობის კანდიდატი გრიგოლ გეგელია პრესკონფერენციას გამართავს.
მიხეილ ჭიაურელის ქ. #19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე)
საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599 72 65 65

11:00 - “მედიაცენტრ მთავარში“, მთაწმინდის შუალედური არჩევნების დეპუტატობის კანდიდატი სოფიო ხორგუანი პრესკონფერენციას გამართავს.
მიხეილ ჭიაურელის ქ. #19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე)
საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599 72 65 65

11:00 - საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის საკონფერენციო დარბაზში შედგება სპეციალური ანგარიშის პრეზენტაცია - „წყალი, სანიტარია და ჰიგიენა საქართველოს საჯარო სკოლებში“.
დავით აღმაშენებლის გამზ. #150, სართული 2, საკონფერენციო დარბაზი

11:00 - თბილისის საქალაქო სასამართლოში, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გასვლითი სხდომა გაიმართება.
თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი 12-კმ N6

11:00 - პარლამენტში, „ევროპული საქართველოს“ ფრაქციის ოთახში სერგი კაპანაძისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის ბრიფინგი გაიმართება. თემა: საპენსიო რეფორმა.
საკონტაქტო ინფორმაცია: თორნიკე დიასამიძე - 597 04 06 08, მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08

11:00 - სასტუმრო Holiday Inn-ში, თემაზე “როგორ გადავარჩინოთ სასამართლო სისტემა?“ საჯარო დისკუსია გაიმართება. დისკუსიაში, არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებენ ბიზნეს ასოციაციების, სახელოვნებო სფეროს, პროფესიული წრეების წარმომადგენლები, პოლიტიკოსები და საზოგადოების აქტიური წევრები.

11:00 - პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება.
ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

11:00 - „ძალა ერთობაშიას“ ოფისში პეტრე ცისკარიშვილის პრესკონფერენცია გაიმართება.

11:15 - „ძალა ერთობაშიას“ ოფისში დავით ლაგვილავას და ნინო კვიტაიშვილის პრესკონფერენცია გაიმართება.

11:30 - მედიაჰოლდინგ ”კვირას“ პრესკლუბში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტის, დავით ჯორბენაძის პრესკონფერენცია გაიმართება.
თემა: ინიციატივა ორსულებისა და ბავშვების ტყვიაზე გამოკვლევის მუნიციპალური პროგრამის დაწყების შესახებ - მიმართვა კახა კალაძეს. რა ეტაპზეა კვლევა, რომელიც ტყვიის წყაროების დადგენისთვის ტარდება და რომელ ნივთებში გამოვლინდა მძიმე მეტალის გადაჭარბებული შემცველობა.
ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49
საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24

12:00 - მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში „კავკასიური სახლის“ თავმჯდომარე, მწერალი ნაირა გელაშვილი, გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი, „საქართველოს მწვანეები – დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარე ნინო ჩხობაძე და ეკონომიკის დოქტორი დავით ადეიშვილი პრესკონფერენციას გამართავენ.
თემა: მიმართვა პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძეს „მწვანე ეკონომიკის“ კონცეფციის განსახორციელებლად აუცილებელი სტრატეგიის შემუშავებასთან დაკავშირებით.
ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49
საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24, გიორგი ჯავახაძე - 598 59 50 59, ლევან ლორთქიფანიძე - 555 277 403

12:00 - პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.
კომიტეტის სათათბირო ოთახი N331 (C კორპუსი, III სართული)

12:00- პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება.
პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

12:00 - პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა გაიმართება.
პარლამენტი, ოთახი N307 (A კორპუსი, III სართული)

12:00 - ქალაქ ზუგდიდში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბარი, საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის მესამე ყოველწლიურ კონფერენციას დაესწრებიან.
ზუგდიდი, რესტორანი “ბაგრატიონი“

13:00 - ჭიათურაში, გამარჯვების პარკში საზოგადოებრივი მოძრაობის წევრები საინფორმაციო ბრიფინგს გამართავენ, სადაც ქალაქის თვითმმართველ ორგანოში არსებულ ხარვეზებსა და ამ ხარვეზების აღმოფხვრის საკუთარ ხედვებზე დეტალურად ისაუბრებენ.
საკონტაქტო ტელ.: 595 48 81 12; 599 22 62 88

14:00 - ვირუსულ ჰეპატიტებზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონულ საკონსულტაციო შეხვედრას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო გახსნის.
თავისუფლების მოედანი #4, „ქორთიარდ მარიოტი“
საკონტაქტო პირი: სოფო ჭუმბურიძე - 599 120009

14:00 - პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.
კომიტეტის სათათბირო ოთახი N317 (C კორპუსი, III სართული)

14:00 - “მედიაცენტრ მთავარში“, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის ცენტრის დირექტორი ლაშა კილაძე პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: რუსთავში 13 წლის ბავშვის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული 29 წლის მამაკაცის საქმე, რომელიც მკვლელობამდე ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში მიიყვანეს.
მიხეილ ჭიაურელის ქ. #19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე)
საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599 72 65 65

14:30 - პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეს, სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრ იაროსლავ კაიჩაკს შეხვდება.
დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი)

15:00 - კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, ხელნაწერების ელექტრონული ბაზის პრეზენტაცია გაიმართება, რომელიც შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის “ძველი ქართული სამწიგნობრო კერები“ ფარგლებში დამზადდა.
მერაბ ალექსიძის ქ. N1/3

16:00 - პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა გაიმართება.
ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

17:00 - პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.
დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი)

18:00 - პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა გაიმართება.
კომიტეტის სათათბირო ოთახი N518 (C კორპუსი, V სართული)