უკან

ანონსები

11 ივლისი, 2018 10:00
font-size

ანონსი 11.07.18

10:30 - მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივას“ თავმჯდომარე მანანა ქოჩლაძე პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: ჰაერის დაბინძურება, ეკოლოგიური მდგომარეობა.
ა. წერეთლის გამზ. #99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა #49
საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24

11:00 - საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე საქართველოს სათამაშო ბიზნეს ასოციაციის წევრებს შეხვდება. შეხვედრაზე გოგიტა თოდრაძე და სათამაშო ბიზნეს ასოციაციის თავმჯდომარე ზურაბ ბერუაშვილი თანამშრომლობის მემორანდუმს ხელს მოაწერენ.
თემა: სათამაშო ბიზნესის სფეროში მიმდინარე ტენდენციები.
26 მაისის მოედანი #1, სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“

11:00 - საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროში ევროპის საბჭოს ექსპერტთა მისია შემაჯამებელ შეხვედრას გამართავს.
სანაპიროს ქ. #4

12:00 - მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი მიქაძე პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: ზაფხულის ცხელი დღეები და სურსათის უვნებლობა.
ა. წერეთლის გამზ. #99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა #49
საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24

13:00 - 2017 წლის 1-ელ დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა გაიმართება.
თბილისი, საკონფერენციო დარბაზი (B410)

13:00 - განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში და კომიტეტის წევრები აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომერეს ვახტანგ ყოლბაიას შეხვდებიან.
თემა: აფხაზეთში განათლებისა და კულტურული მემკვიდრეობის კუთხით არსებული გამოწვევები, განხორციელებული და დაგეგმილი პროექტები.
თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი N239 (C კორპუსი, II სართული)

14:00 - ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ წევრები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდებიან.
თემა: შეზღუდული შესაძლებლობების მქონე არასრულწლოვნების მშობლებისათვის საგადასახადო შეღავათების დაწესება.
თბილისი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

16:00 - საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ინიციატივით, ათეა-ს ოფისში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართება.
თემა: დეცენტრალიზაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების სტრატეგია.
ა. ბელიაშვილის ქ. #142
საკონტაქტო პირი თეკლე კერესელიძე - 577152166

17:00 - ფრაქცია “ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების” ორგანიზებით, გაიმართება კონფერენცია - „ინდუსტრიული პოლიტიკა და ინოვაციური ეკონომიკა“.
თბილისი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

18:00 - „თიბისი გალერეაში“ საქართველოს რაგბის კავშირისა და თიბისი ბანკის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება ახალი საერთაშორისო სარაგბო ტურნირის, “რაგბის ზაფხულის თასი 2018”-ის შესახებ, რომელიც ივლისის ბოლოს ჩატარდება.
მარჯანიშვილის ქ. #7, თიბისი ბანკის სათავო ოფისი, თიბისი გალერეა (მე-4 სართული)