უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ანონსები

11 ივლისი, 2019 10:37
font-size

ანონსი - 11.07.19

10:30 - ბათუმში აღმოსავლეთ პარტნიორობის საინვესტიციო ფორუმი გაიმართება, რომელსაც პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე გახსნის.

ფორუმს დაესწრება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტი ნათია თურნავა.
ბათუმი, სასტუმრო „ჰილტონი“

10:40 - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე და უნგრეთის საგარეო ურთიერთობათა და ვაჭრობის მინისტრი პიტერ სიიარტო თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერენ ხელს. მემორანდუმი კავკასიაში პირველი, უნგრული ენისა და კულტურის შემსწავლელი ცენტრის შექმნას ითვალისწინებს.
ბათუმი, სასტუმრო „ბათუმი შერატონი“

11:00 - თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდიას ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო პროცესი გაიმართება.

11:00 - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები, ანა დოლიძე და ნაზი ჯანეზაშვილი ბრიფინგს გამართავენ.
თემა: რატომ უნდა შეჩერდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესი.
ბოჭორმის ქ. 12

13:00 - განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში „სამსუნგ ელექტრონიქსის კავკასიის კომპანიის“ დირექტორი ჯეისონ ლი და ანსამბლ „ერისიონის“ სამხატვრო ხელმძღვანელი შერმანდი ჭკუასელი 3 წლიან ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერენ ხელს. ღონისძიებას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი დაესწრება.
დ. უზნაძის №52

13:45 - ბათუმში, სასტუმრო ,,რედისონში“ გაიმართება ევროპის საინვესტიციო ბანკის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ტექნიკური დახმარების სატრასტო ფონდის (EPTATF) კომიტეტის სხდომა. სხდომას დაესწრებიან საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრსტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ვიცე-პრეზიდენტი, ვაზილ ჰუდაკი.
ბათუმი, სასტუმრო „რედისონი“
საკონტაქტო: ქეთი დოლიძე 577467117

14:30 - „ევროპული საქართველოს“ ლიდერის დავით ბაქრაძის ბრიფინგი გაიმართება.
თემა: ეკონომიკური კრიზისი.
ბარნოვის #40
საკონტაქტო ინფორმაცია: მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08

16:00 - თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ირაკლი კოპალიანი გამოაცხადებს გადაწყვეტილებას ბაგა-ბაღების დირექტორების საქმესთან დაკავშირებით.
საკონტაქტო: ინგა გუგავა 599107476

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს