უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ანონსები

11 ოქტომბერი, 2018 10:00
font-size

ანონსი 11.10.18

10:30 - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის "ცისფერ დარბაზში", სისხლის უანგარო დონორთა საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართება.

საკონტაქტო პირი ნინო ქურდაძე - 558 548 548

10:30 - იუსტიციის უმაღლეს საბჭოში იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელობის კანდიდატებთან გასაუბრება გაიმართება.
ბოჭორმის ქ. #12
საკონტაქტო პირი ქეთევან ლაცაბიძე - 555 22 30 04

11:00 - საფრანგეთი-სამხრეთ კავკასიის მეგობრობის ჯგუფის წევრის, სენატორ პიერ-ივ კოლომბას შეხვედრა საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრებთან.
თბილისი, ბაგრატოვანთა დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N309-310)

11:00 - “პრაიმტაიმის“ პრესკლუბში ადამიანის უფლებათა ცენტრი პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: 25 წლის ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმის გამოძიება არასწორი კვალიფიკაციით მიმდინარეობს, რადგან სახეზეა სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით ჩადენილი დანაშაული.
ნ. ბოხუას ქ. N6 (ყოფილი ბელიაშვილის 8)

11:00 - მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ტურისტული კომპანია „გრანდ თრეველ გრუპის“ დამფუძნებლების, თამარ დოლიძისა და გიორგი დოლიძის პრესკონფერენცია გაიმართება.
თემა: კახეთში ღვინის ფესტივალზე გიგანტური ჩურჩხელის ამოვლება.
ა. წერეთლის გამზ. #99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა #49
საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24

11:00- საინფორმაციო სააგენტო "აქცენტისა" და "ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის თავისუფლებისთვის" ორგანიზებით, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ არჩევანთან დაკავშირებით სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართება.
მონაწილეები: სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ზურაბ ხონელიძე, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისთვის პროექტის ხელმძღვანელი პეტერ-ანდრეას ბოხმანი, ისტორიკოსი გრიგოლ გოგელია, სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი მოლოდინი, ანალიტიკოსი ზურაბ მოდებაძე, თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე თინათინ აღნიაშვილი, სამოქალაქო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები.
ანა პოლიტკოვსკაიას ქ. #61
საკონტაქტო პირი გვანცა ფიფია - 591 94 91 92


11:30 - ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელი ლაშა კილაძე “მედიაცენტრ მთავარის” პრესკლუბში პრესკონფერეციას გამართავს.
თემა: მარიხუანას მოხმარება და მძიმე შედეგები; ფსიქოტროპული პრეპარატების გამოყენების მაღალი მაჩვენებელი და რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ შედეგების გამწვავების პრევენციისთვის.
მიხეილ ჭიაურელის ქ. #19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე)
საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565

12:00 - “ახალი საქართველოს" სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი თეონა ჭალიძე, ჯანდაცვის მინისტრის სახელზე წერილს შეიტანს.
თემა: სტიპენდიის ჩარიცხვის გამო სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე სტუდენტებს და მათი ოჯახის წევრებს საარსებო შემწეობა უჩერდებათ.
წერეთლის #144
საკონტაქტო ტელ.: 591051601

12:00 - მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრის, დეპუტატ დავით ჭიჭინაძის პრესკონფერენცია გაიმართება. თემა: პარლამენტის ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსში” გაერთიანება, მიმდინარე პროცესები.
ა. წერეთლის გამზ. #99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა #49
საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24

12:00 - საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე და საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე თინათინ ნიბლოშვილი თბილისთან დაძმობილებული ქალაქების სახელობის სკვერს გახსნიან.
კრწანისის ქ. N7-ის მიმდებარე ტერიტორია
საკონტაქტო პირი თამუნა ხომერიკი - 595 09 31 43

13:00- საპარლამენტო უმცირესობის ფორმატში ბიუჯეტის განხილვა გაიმართება.
თბილისი, საქართველოს პარლამენტი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (მე-5)სართული
საკონტაქტო ინფორმაცია: თორნიკე დიასამიძე - 597 04 06 08, მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08

13:00 - ლანჩხუთში „ევროპული საქართველოს“ ოფისში გიგი უგულავას საგანგებო ბრიფინგი გაიმართება.
ლანჩხუთი, ჟორდანიას ქ. #116
საკონტაქტო პირი მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08

14:00 - იაკობ გოგებაშვილის საზოგადოება გამართავს პრესკონფერენციას, მოთხოვნით - დაუბრუნდეს სკოლებს დედაენა.
ინგოროყვას ქ. #8

15:00- "ევროკავშირ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს" ინიციატივით, პოლონეთის საელჩოში საქართველოში პოლონეთის ელჩი, მარიუშ მაშკიევიჩი ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შეხვდება.
ონიაშვილის ქ. #24, პოლონეთის რესპუბლიკის საელჩო
საკონტაქტო პირი ლელა გოგოლაძე - 598668806

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`