უკან

ანონსები

11 ნოემბერი, 2019 10:00
font-size

ანონსი - 11.11.19

10:00 - სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“, შრომის კოდექსის რეფორმის ფარგლებში, მეოთხე საჯარო შეხვედრა გაიმართება, სადაც რეფორმის ერთ-ერთი ინიციატორი, დიმიტრი ცქიტიშვილი, დაინტერესებულ მხარეებთან ერთად, კოდექსში შესატანი ცვლილებების დეტალურ განხილვას განაგრძობს.

თემა: შრომის კოდექსის აღსრულების და შრომის ინსპექციის შექმნის სამართლებრივი მექანიზმები.

10:00 - პარლამენტის წინ, საბავშვო სამგზავრო სავარძლების გამოყენების საჭიროების დემონსტრირებისთვის ღონისძიება გაიმართება. ღონისძიება ორგანიზებულია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების ავტორი არასამთავრობო ორგანიზაციების: “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის”, “პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის” და “ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრის” მიერ.

10:00 - ადვოაკატი და უფლებადამცველი ლევან ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებს.
თემა: სასულიერო თუ საერო პირების მხრიდან გამოთქმული შეურაცხმყოფელი სიტყვები. მისი გამოყენება ჟურნალისტების მხრიდან და როგორ გავაშუქოთ, რომ არ დავჯარიმდეთ.
მის: მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).
საკონტაქტო: ეკა გულუა 599726565

10:00 - თბილისის საქალაქო სასამართლოში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ბრალდებული წევრის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი გაიმართება.

10:00 - საგარეო საქმეთა სამინისტროში, დავით ზალკალიანისა და ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის შეხვედრა გაიმართება.

10:45 - სასტუმრო „რედისონში“, წყალტუბოს განვითარების გეგმის საჯარო განხილვა გაიმართება, რომელსაც მინისტრები - ნათია თურნავა, მაია ცქიტიშვილი და ლევან დავითაშვილი დაესწრებიან.
ღონისძიებაზე მოწვეულნი არიან არქიტექტორები, ურბანისტები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ასოციაციები, ასევე ბიზნესის, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების, საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წარმომადგენლები.

11:00 - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დავით ზალკალიანი და ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი მარია პეინჩინოვიჩ ბურიჩი მედიისთვის განცხადებას გააკეთებენ.
თემა: 27 ნოემბერს ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობის საქართველოსთვის გადმოცემის ოფიციალური ცერემონია სტრასბურგში.

11:00 - საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის წესთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს.
მის: დავით აღმაშენებლის გამზირი #150

11:00 - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი მედიას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების თაობაზე მომზადებულ განსხვავებული აზრს გააცნობს, რომელიც პარლამენტს წერილობით წარედგინება: „10 ძირითადი მიზეზი: რატომ არ უნდა დაუჭიროს მხარი საქართველოს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის თუნდაც ერთ კანდიდატს“.
მის: ბოჭორმის 12, იუსტიციის უმაღლესი საბჭო.

11:00 - მედიაჰოლდინგ “კვირას“ პრესკლუბში “ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების” თავმჯდომარე გურამ ფალავანდიშვილი განცხადებას გააკეთებს.
თემა: ფილმის – „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერა და მის ირგვლივ განვითარებული მოვლენები. აქციის ორგანიზატორთა სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი. აქციაზე დაკავებულების საქმე.
მის: კოსტავას ქუჩა 47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.
საკონტაქტო: 593 53 45 24

11:00 - ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციისა და განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტების ერთობლივი სხდომა გაიმართება.
პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

11:15 - მედიაჰოლდინგ “კვირას“ პრესკლუბში ყოფილი დეპუტატი, უფლებადამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძე განცხადებას გააკეთებს.
თემა: ფილმის – „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერა და მის ირგვლივ განვითარებული მოვლენები. აქციის ორგანიზატორთა სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი. აქციაზე დაკავებულების საქმე.
მის: კოსტავას ქუჩა 47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.
საკონტაქტო: 593 53 45 24

11:50 - პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩს შეხვდება.
დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი)

12:00 - ,,პრაიმტაიმის" პრესკლუბში დეკანოზი გიორგი რაზმაძე და მგალობელთა გუნდის ხელმძღვანელი, მალხაზ ქოიავა პრესკონფერენციას გამართავენ.
თემა: ,,კვარტეტი ჰანგების" სიმღერის მოტყუებით გამოყენება ფილმში ,,და ჩვენ ვიცეკვეთ".
მის: ი. მოსაშვილის N 24, მე-5 სართული

12:00 - პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომა გაიმართება.
კომიტეტის სათათბირო ოთახი N532 (C კორპუსი, V სართული)
12:00 - თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოქალაქე ანა სუბელიანის დაშავების ფაქტზე დაკავებული შალვა შევარდნაძის სასამართლო პროცესი გაიმართება.

12:00 - განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში „თბილისის ბაროკო ფესტივალის“ შესახებ პრესკონფერენცია გაიმართება.
ფესტივალის პროგრამასა და ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილ სიახლეებზე სამინისტროს კულტურის დეპარტამენტის უფროსი ნანა დოლიძე, თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე მაკა ნასრაშვილი, თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი გიორგი ქერელაშვილი და ფესტივალის სტუმრები: კორნელია ფონ კერსენბროკი (დირიჟორი, გერმანია), დავიდე ამადიო (ჩელო, იტალია) და მიგელ რინკონი (თეორბო, ბაროკოს გიტარა / ესპანეთი) ისაუბრებენ.
მის.: სანაპიროს ქ. #4

12:00 - მშობლები, რომლის არასრულწლოვანი შვილები ფილმში „და ჩვენ ვიცეკვეთ“ გადაიღეს, „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებენ.
მის: მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).
საკონტაქტო: ეკა გულუა 599726565

13:00 - პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება.
საკონფერენციო დარბაზი (B კორპუსი, IV სართული, ოთახი N410)

13:00 - პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა გაიმართება.
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სათათბირო ოთახი N419 (C კორპუსი, IV სართული)

13:30 - პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება.
კომიტეტის სათათბირო ოთახი N419 (C კორპუსი, IV სართული)

14:00 - თბილისის საქალაქო სასამართლოში პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული კადრების გავრცელების საქმეზე ბრალდებული 20 პირის პროცესი გაიმართება.

15:00- პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.
დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი

16:00 - ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრის საკითხებზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართება.
სათათბირო ოთახი N616 (C კორპუსი, VI სართული)

16:00 - პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება.
პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

16:00 - პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.
კომიტეტის სათათბირო ოთახი N638 (C კორპუსი, VI სართული)

16:30 - თელავის რაიონულ სასამართლოში, სოფელ ყანდაურაში მომხდარ მკვლელობაზე 85 წლის ომარ გამყრელიძისა და მისი შვილიშვილის გაერთიანებული საქმის არსებითი განხილვა გაგრძელდება.

19.00 - Silk Factory Studio Art Gallery-ში გაიხსნება თურქი მხატვრის აქინ ექიჯის გამოფენა „მოგზაურის მიერ მოგზაურისათვის მოყოლილი ამბები“.
მის: კოსტავას ქ. 59

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`