უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ანონსები

11 დეკემბერი, 2019 10:25
font-size

ანონსი - 11.12.19

11:00 - გმირთა მემორიალთან, ,,ლელოს" ლიდერები საქართველოს პრეზიდენტის ანტისახელმწიფოებრივ განცხადებას გააპროტესტებენ.

მის: გმირთა მოედანი
საკონტაქტო ნომერი: 577403734

11:00 - "ახალი საქართველოს" განათლების მიმართულების ხელმძღვანელი ნანა ტოხვაძე, ბრიფინგს გამართავს.
თემა: განათლების სფეროში არსებული პრობლემები და გამოწვევები. მოთხოვნა საქართველოს პარლამენტისგან დროებითი კომისიის შექმნის შესახებ.
მის: ავალიშვილის #8.
საკონტაქტო: ირაკლი გაბისონია - 555 602 634

11:00 - მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ადვოკატი ზაზა ხატიაშვილი განცხადებას გააკეთებს.
თემა: პარლამენტში მოსამართლეებთან დაკავშირებული კენჭისყრა და პარალელურად დაგეგმილი საპროტესტო აქცია. პოზიცია ამ საკითხის შესახებ დაანონსებულ პარლამენტის პიკეტირებასთან დაკავშირებით.
მის: კოსტავას ქუჩა 47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.
საკონტაქტო: 593 53 45 24

11:00 - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ანა დოლიძე და სასამართლო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის წევრები: ალექსანდრე ბარამიძე და კახა წიქარიშვილი „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებენ და 12 დეკემბერს, მოსამართლეთა დამტკიცების დღეს, პარლამენტთან დაგეგმილ „სიურპრიზებზე“ ისაუბრებენ.
მის: ლარსის ქუჩა #2 (ვერა. პეტრიაშვილისა და ბარნოვის კვეთასთან, „ანტრე“ როგორც კი დამთავრდება, მარჯვნივ. აგურის შენობა, სართული 1, მარჯვენა კარი)
საკონტაქტო: ეკა გულუა 599726565

11:30 - მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი და ბიზნესმენი რამაზ ახვლედიანი, სპეციალურ პრესკონფერენციას გამართავენ.
თემა: ლისის ტბის სადავო სპეციალური წყალსარგებლობის ლიცენზიის საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიღებული გადაწყვეტილება.
მის: კოსტავას ქუჩა 47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.
საკონტაქტო: 593 53 45 24 ; 599 29 12 02

11:30 - საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება, თბილისში, სასტუმრო „ჰოლიდეინში“ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს. კონფერენციას პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი გახსნის.


11:30 - პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.
დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი

12:00 - პარლამენტის პლენარული სხდომა გაიმართება.
პლენარულ სხდომათა დარბაზი

12:00 - თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგი უგულავას სასამართლო პროცესი გაიმართება.

12:00 - საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძე ეროვნულ ოლიმპიადებში გამარჯვებულ მოსწავლეებს დააჯილდოებს. საუკეთესო შედეგების მქონე მოსწავლეებს სამინისტროსგან საჩუქრად სხვადასხვა პრიზი და ფულადი ჯილდო გადაეცემათ.
მის: უზნაძის #52 (სამინისტროს სააქტო დარბაზი)

12:00 - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში TEDxTbilisi 2019 დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართება.
მის: ი.ჭავჭავაძის გამზირი #1, თსუ I კორპუსი, აუდიტორია #107

12:00 - მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში მოკლული ბუტა რობაქიძის მამა, სოსო რობაქიძე განცხადებას გააკეთებს.
თემა: ოპოზიციის მოწინააღმდეგეების მიერ დადგმული კარავი პარლამენტთან და მათი სამომავლო გეგმები - იქნება, თუ არა კონტრაქციები.
მის: კოსტავას ქუჩა 47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.
საკონტაქტო: 593 53 45 24 ; 599 29 12 02

13:30 - სასტუმრო „თბილისი რუმსში“ (გარდენ ჰოლი), მთის საერთაშორისო დღის აღსანიშნავი ღონისძიება გაიმართება, რომელსაც საქართველოს ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი გახსნის. ღონისძიებას მთავრობის, პარლამენტის, სამოქალაქო საზოგადოების, მაღალმთიანი სოფლების, საელჩოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან.

1 13:30 - საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სასტუმრო „რედისონში“ თემაზე - „ფემიციდის პრევენცია და მონიტორინგი“ კონფერენციას გამართავს.
მის: პირველი რესპუბლიკისმ ოედანი N1

14:00 - თბილისის საქალაქო სასამართლოში საკრებულოს ბრალდებული დეპუტატის, ილია ჯიშკარიანის სასამართლო პროცესი გაიმართება.

15:00 - ჩხოროწყუში, აფხაზეთის N10 საჯარო სკოლაში, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გახსნითი ღონისძიება გაიმართება. მასთან ერთად გაიხსნება მასწავლებლის წარდგენის და აპლიკაციის მიღების პერიოდიც.

17:00 - საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში ჰოვანეს თუმანიანის იუბილესადმი მიძღვნილი წიგნის „ჰოვანეს თუმანიანი - 150“ პრეზენტაცია გაიმართება. ღონისძიების ფარგლებში ასევე მოეწყობა ფოტოგამოფენა „ჰოვანეს თუმანიანი და საქართველო“.
მის: სანაპიროს ქუჩა N4

19:00 - კინოთეატრ „ამირანის“ მე-2 დარბაზში კორუფციის თემაზე 3-წუთიანი ფილმების კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართება.
საკონტაქტო: ნინო ხუციძე -593 266 177

20:00 - კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის 135-ე სეზონის პრემიერა გაიმართება.
მის: დიმიტრი უზნაძის ქუჩა №68
საკონტაქტო: ხათუნა მაჭავარიანი 599139914

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`